IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხმა ერისა, მხატვრული ბიბლიოთეკა
ქავთარაძე
პოსტი Mar 3 2007, 10:57 PM
პოსტი #1


დაურეგისტრირებელი









ამ თემაში ჩვენ დავდებთ მხატვრულ ლიტერატურას, ეს ჩემი და კაიროსის იდეაა, უფრო სწორედ კაიროსმა მომიწონა.
აქ იქნება როგორც ქართული სხვა ენოვანი ნაწარმოებები. მალე გავხსნი თემას სადაც ჩვენ დავუპირისპირებთ თანამედროვე და "მამათა" მწერლობას.


Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მატასი
პოსტი Mar 7 2007, 05:01 PM
პოსტი #2


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



Zeskvi_ucha
ემოციები ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ნახე შენ smile.gif


პირველი კონცერტი



დღეს საღამოთი კონცერტია. ჩემი პირველი სოლო კონცერტი.

ვღელავ.ვცდილობ დავმშვიდდე - ხან ძველ ჟურნალებს ვათვალიერებ, ხან ეზოში მოთამაშე ბავშვებს ვუყურებ.

ვერ ვწყნარდები. დავდივარ ოთახში - ერთი კუთხიდან მეორემდე. რაღაცით უნდა გავირთო თავი... რა ვქნა?

ჩამქრალ პაპიროსს ვუკიდებ. ტახტზე ვწვები და ჭერს თვალებით ვბურღავ.

დღეს ალბათ ბევრი ხალხი იქნება კონცერტზე. რომ შემეშალოს?.. არა! არ შემეშლება. არ უნდა შემეშალოს, მაგრამ... რა ვქნა, როგორ დავწყნარდე?

ვდგები და დავდივარ ერთი კუთხიდან მეორემდე.

რა ვქნა?..

კედელზე ჩამოკიდებულ სურათს შევაცქერდი.

სურათიდან პატარა ბიჭუნა მიყურებს და ეშმაკურად მიღიმის. მოკლე შარვალი ჩაუცვამს. ყელზე დიდი ბაფთა გაუკეთებია. ხელში სათვალე უჭირავს. მისი ღიმილი ჩემზეც გადმოდის და ვუღიმი.

ეს ხომ მე ვარ, მე...

მე მაშინ პატარა, ძალიან პატარა ბიჭი ვიყავი.

მამაჩემი სხვა ქალაქში გაგზავნეს სამუშაოდ, დედაც მას გაჰყვა. დამტოვეს ბებიასთან.

ყოველი ბავშვივით თამაში, ცელქობა და განსაკუთრებით შეკითხვები მიყვარდა.

ცოტათი... ცოტათი კი არა, საკმაოდ ახირებულიც გახლდით.

როგორ მიყვარდა ეზო!..

ბებია და სახლი მაშინ მაგონდებოდა, როცა თამაშით დაქანცულს არაქათი აღარ მქონდა.

ავდიოდი კიბეებზე, კარზე ბრახაბრუხს ავტეხდი და ლოყებდაწითლებული და ოფლიანი სავარძელზე მოვიკალათებდი ხოლმე.

- უუჰ, შე ყაჩაღო, - მეუბნებოდა ბებია და ტანსაცმელს მიცვლიდა, - სათვალიანი და ასეთი ცელქი!

სათვალეს მაშინვე ვიხსნიდი განაწყენებული, მაგრამ ისევ ვიკეთებდი. ბავშვობიდანვე სუსტი მხედველობა მქონდა.

ბებიას ჩემი სათვალეების გამოულეველი მარაგი ჰქონდა, რადგან თითქმის ყოველდღე ვტეხდი მათ – ხან ველოსიპედით მოვისურვებდი კიბეებზე ჩასვლას, ხან ბურთი მხვდებოდა სახეში, ხან სირბილის დროს წავიქცეოდი ხოლმე.

ეზოდან ამოსული ცოტახანს ვისვენებდი.

- ბებო, რამე წამიკითხე, - ვეტყოდი ხოლმე შემდეგ.

ბებიაც მიკითხავდა გრიმების ზღაპრებს, მიამბობდა ამირანის ამბავს...

ერთხელ „მუმუ“ წამიკითხა.

- ბებო! - შევშფოთდი - დაიღრჩო?

- დაიღრჩო...

- მოკვდა?

- მოკვდა...

- რატომ დაიღრჩო, ცოდვა არ არი? - შევაცქერდი ბებიას და ტირილი დავაპირე.

ტირილი ხმამაღალი მიყვარდა. ისეთ ღრიალს ამოვუშვებდი ხოლმე, რომ...

- დაიცა, დაიცა, - დაფაცურდა ბებია, - ჯერ არ დამიმთავრებია. მუმუმ იცოდა კარგი ცურვა, - განაგრძო “კითხვა“ ბებიამ, - გასცურა მდინარე, მივიდა გერასიმესთან და ახლაც იქ ცხოვრობენ კარგად და ბედნიერად... ფქვილი აქა, ქატო იქა, - დაუმატა დამაჯერებლობისათვის.

მეც დავუჯერე და ცრემლიანი თვალებით გავუღიმეძ.

როცა გავუღიმებდი, ბებია ყოველთვის მეფერებოდა, თმას თითებით მივარცხნიდა და გულზე მიკრავდა.

-ჩეემი პატარა ბიჭი, - იტყოდა ხოლმე.

,,ჩემის“ ბებია ყოველთვის აგრძელებდა და მოფერებით ,,ჩეემის“ ამბობდა. მე კიდევ უფრო ვპატარავდებოდი მის მკლავებში.

ჩეემი სათვალიანი ბიჭი, - ამბობდა ბებია და თვალებში მკოცნიდა.

ჩვენს სახლში მოსულ სტუმრებს მოვალეობად მიაჩნდათ ჩემზე რაიმე აზრი გამოეთქვათ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის მაქებდნენ.

ბებია ცდილობდა არ შეემჩნია ჩემი ქება, მაგრამ ვერ ახერხებდა, იღიმებოდა.

- რამდენი წლისა ხარ, ნუგზარ? - მეკითხებოდნენ სტუმრები.

მე საჩვენებელ თითს ცერით ვიჭერდი და სტუმრებს სამ თითს ვუჩვენებდი ხოლმე. - უჰ! უკვე დიდი ბიჭი ყოფილა – ამბობდნენ ისინი.

მე ვიცოდი, რომ არ ვიყავი დიდი.

- ბებო! შენ ხომ დიდი ხარ?

- კი, - მოგვიანებით მპასუხობდა ბებია, სტუმრებს უხერხულად გაეღიმებოდათ და ლაპარაკს იწყებდნენ, მაგრამ მე არ ვაცლიდი.

- ბებო, მე რატომ ვარ პატარა და შენ დიდი?

ბებია ბრაზდებოდა.

- ი – მი – ტომ ! - მეუბნებოდა ნერვიულად.

მე და სტუმრები უხერხულ მგომარეობაში ვვარდებოდით. ასეთი კითხვების შემდეგ, ცხადია, ვერ შემაქებდნენ. გამოსავალს ისევ ბებია პოულობდა.

- ნუგზარ, აბა უთხარი ბიძია გიორგის – ვინ დაწერა “თორნიკე ერისთავი“..

- აკაკი ერეთელმა, - ვპასუხობდი მე.

- უყურე შენ! - გაიკვირვებდა ბიძია გიორგი.

ბებია გაიბადრებოდა და განაგრძობდა:

- მუმუ?

- მუ -მუ -ტურგენევმა. მუმუმ ისეთი კარგი ცურვა ...

- ნუგზარ! წადი, გენაცვალე, ეზოში ითამაშე.

ეზოში ჩავრბოდი და ომობანას ვთმაშობდი. სათვალეს ვიხსნიდი და ჯიბეში ვიდებდი – რომ არ მომეხსნა, აუცილებლად “გერმანელი“ ვიქნებოდი.

გადიოდა დრო.

ჩემი წლოვანების საჩვენებლად აღარ მყოფნიდა ერთი ხელის თითები. სკოლაში შემიყვანეს.

ეზოში ცოტა ხნითღა ჩავდიოდი ხოლმე.

სკოლა კიდევ არაფერი, ბებიამ გადაწყვიტა რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა მესწავლა.

“რომელზე?“ - ფიქრობდა.

- რომელზე? - ეკითხებოდა ნაცნობებს.

როიალისა და ვიოლინოს გაგონებაც არ სურდა – ყველა მაგაზე უკრავსო, ამბობდა, ბებიას ყოველთვის უნდოდა, რომ განსაკუთრებული ვყოფილიყავი.

ბოლოს ვიოლონჩელოზე შეჩერდა.

დაიწყო ჩვენი სიარული მუსიკალურ სკოლაში! ბებია წინ მიმიძღოდა ვიოლონჩელით ხელში, მე ნოტები მიმქონდა.

როგორ ვბრაზდებოდი, ჩემს ტოლებს ეზოში ფეხბურთი უნდა ეთამაშათ, მე კი ... მე უნდა დამეკრა.

გაბრაზება სწრაფად მავიწყდებოდა, ქუჩაში მრგვალ ქვას ამოვარჩევდი, ფეხს ვურტყამდი და თავს ფეხბურთელად ვთვლიდი. მივრბოდი თამაშით, ხტუნვა-ხტუნვით.ბებიას მივდევდი, ხან ვუსწრებდი ხოლმე. ხანდახან ზედმეტად გართული ბებიას ვეჯახებოდი.

- უუჰ, შე ყაჩაღო, - ამბობდა ბებია, - სათვალიანი და ასე ცელქი!

სათვალის მოსახსნელად ხელისახესთან მიმქონდა, - მაგრამ ისევ ვუშვებდი.

გზად ბებიას ნაცნობი ქალი ცხოვრობდა. დღენიადაგ ფანჯარაში იყო გადმომდგარი ქუჩას ათვალიერებდა.

- ნუგზარი როგორა გყავს? - ეკითხებოდა ბებიას.

- ცელქობს, - პასუხობდა ბებია, - კვირაში ორ სათვალეს ამტვრევს.

გაკვეთილის შემდეგ წინ მე მოვდიოდი ისევ თამაშით, ბებია უკან მომყვებოდა ვიოლონჩელოთი ხელში.

ნაცნობი ქალი იდგა ისევ და ქუჩას ათვალიერებდა.

- ბებო, ეს ქალი “შპიონია“? - ვეკითხებოდი ბებიას.

- არ არის შენი საქმე!

სახლში მისვლისას ცოტახნით ბებია ეზოში სათამაშოდ მიშვებდა. რას არ ვთამაშობდით – ლახტს, დამალობანას, დაჭერობანას, ომობანას, ყველაზე ხშირად კი ფეხბურთს. მე ყველაზე პატარა ვიყავი და ამიტომ მეკარედ მაყენებდნენ. თავდამსხმელად თამაში მერჩია, მაგრამ!... მაინც გატაცებით ვთამაშობდი. ჩვენი ეზოს ნაკრების მეკარე ვიყავი.

- ნუგზარ! ამოდი.

ზანტად ავდიოდი სახლში.

მეცადინეობის შემდეგ ეზოში სტვენით ჩავრბოდი და დამალობანას ვთამაშობდი. კარგ ადგილს ვიპოვნიდი, დავიმალებოდი დ ამ დროს...

- ნუგზარ, - დამიძახებდა ბებია, - ამოდი, გენაცვალე, და დაუკარი.

“დაუკარის“ ბებია ხაზგასმით ამბობდა.

მე არ ვპასუხობდი. ბებია, როგორც ყოველთვის, არ მიცდიდა.

- ნუგზარ! ეხლავე ამოდი!

ოხვრით ავდიოდი კიბეებზე. ბებია, როგორც ყოველთვის, არ მიცდიდა.

- დაუკარი...

იმ წუთში ალბათ ძალიან შეწუხებული და დაღვრემილი გამომეტყველება მქონდა.

- დაუკარი, ჩეემო კარგო ბიჭო...

ბებია მაგიდასთან სკამს მიდგამდა და სურაზე ნოტებს მიაყუდებდა.

მე ყოველშემთხვევისათვის უარის თქმას დავაპირებდი, მაგრამ...

- ნუგზარ! ჩქარა! დაჯექი და დაუკარი.

რაღა გზა მქონდა. ვჯდებოდი და ვუკრავდი.

ვიოლონჩელი კაცი იყო ჩემთვის, ბოროტი კაცი. ეს კაცი მუხლებშუა უნდა დამეყენებინა, მარცხენა ხელის თითები ყელზე უნდა შემომეჭდო მისთვის, ხოლო მარჯვენათი უნდა ამემღერებინა.

ვიოლონჩელს მაშინ ბოხი, ჩახრინწული ხმა ჰქონდა და მთვრალი კაცივით უსმენოდ მღეროდა.

ბებია გვერდით მეჯდა და მიყურებდა, რომ მარჯვენა ხელის მოძრაობა არ შემეჩერებინა.

რა ნელა გადიოდა დრო!

ჩემზე მეტად მეზობლები იტანჯებოდნენ.

- ვეღარ გაათავა? - კითხულობდა ერთი.

- არ იქნა ჩემი მოსვენება, - ამბობდა სამსახურიდან დაბრუნებული ბუღალტერი.

ჩემი ბოროტი კაცი არავის ერიდებოდა და ჩახრინწული ხმით სიმღერას განაგრძობდა.

- ვა! ვეღარ გადახერხა? - ამბობდა მანამდე მოწყენილი მეწაღე სეროჟა დათავისიხუმრობით კმაყოფილი კარგ ხასიათზე დგებოდა.

დაკვრის შემდეგ ისევ ეზოში ჩავრბოდი სტვენით.

- ნუგზარ, - მითხრა ერთხელ ბებიამ, - მე ცოტა ავდ ვარ. წახვალ მარტო?

- როგორ ვერ წავალ, - გავიკვირვე.

- ვიოლონჩელი ფრთხილად ატარე. სადმე არ დაამტვრიო. აბა, შენ იცი, ჩეემი ჭკვიანი ბიჭი.

კიბეებზე მართლაც ფრთხილად ჩამოვიტანე ვიოლონჩელი.

ეზოში ფეხბურთის თამაშს აპირებდნენ ბიჭები.

- თამაში გინდა? - მკითხა ეზოს გუნდის კაპიტანმა.

- კი...

- დადექი გოლში...

ჩემი კაცი მიწაზე დავაწვინე და დავდექი. ერთი ძნელი ბურთიც ავიღე და ნამდვილ მეკარედ წარმოვიდგინე თავი. „აი, ნამდვილ კარში რომ ვიდგე, რა იქნებოდა, - გავიფიქრე, - ძელებიან კარში“. უცებ ისეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ყველას გაეხარდა. ერთი ძელის მაგიერ ხემი ჩავარჭე მიწაში, ხოლო მეორის ნცავლად ვიოლონჩელი. ასეთ კარში მდგარი დამინახა ბებიამ... ერთი კვირის მანძილზე უმეკარეოდ იყო ჩვენი ეზოს ნაკრები...

გადიოდა დრო.

ჩვენ ისევ ერთად დავდიოდით მუსიკაზე.

- ნუგზარი როგორ არის? - ეკითხებოდა ფანჯარაზე გადმომდგარი ქალი ბებიას.

- ცოტათი დაჭკვიანდა, ერთი კვირაა სათვალე არ გაუტეხია, - ამაყად პასუხობდა ბებია.

- ბებიასთვის ის დღე დღესასწაული იყო, როდესაც მე კონცერტზე ვუკრავდი.

ბებო, რომ შემეშალოს, რა მეშველება? ვეკითხებოდი შიშით ბებიას.

- არ შეგეშლება, - მაიმედებდა ბებია და მეფერებოდა, არ შეგეშლება, ჩეემი ჭკვიანი ბიჭი. როდის იქნება, სოლო კონცერტი რომ გექნება?

დრო არავის და არაფერს უყურებდა. მიდიოდა თავისთვის.

მე უკვე მეჩოთირებოდა მოკლე შარვლის ჩაცმა.

ვიოლონჩელი ისევ კაცი იყო ჩემთვის, ბოროტი კაცი, ოღონდ ისეთი ჩახრინწული ხმა აღარ ჰქონდა.

ერთხელ ბებია ავად გახდა. დიდხანს იწვა.

ფრთხილად დამქონდა ვიოლონჩელი.

- თამაში გინდა? - მეკითხებოდნენ ბიჭები.

- არა...

მე ღრმად განვიცდიდი ბებიას ავადმყოფობას.

- ბებო, რამე ხომ არ გინდა?- ვკითხე ერთხელ.

- ის დაუკარი.

- რა?

- მე რომ მიყვარს.

ბებიას სენ-სანსის ,,მომაკვდავი გედი“ უყვარდა.

ვიოლონჩელი მუხლებშუა დავიყენე, თავი მხარზე მივადებინე, კისერზე თითები შემოვაჭდე და დავუკარი.

არასოდეს დამიკრავს ისე კარგად...

- ჩეემი ჭკვიანი ბიჭი. მოდი, მოგეფერო, - მითხრა ბებიამ და ცრემლები მოიწმინდა.

ისე მომეფერა, როგორც ყოველთვის მეფერებოდა – თითებით დამივარცხნა თმები, გულში ჩამიკრა, თვალებზე მაკოცა.

კარი გაიღო და ჩვენი მეზობელი ბუღალტერი შემოვიდა.

- კიდევ დაუკარი რა, ნუგზარ, - მთხოვა მან, - მუსიკა ისე მასვენებს...

მე რა თქმა უნდა, კიდევ დავუკარი.

იმ დღის შემდეგ შევიყვარე ვიოლონჩელი... ის ისევ კაცი იყო ჩემთვის, ოღონდ ისეთი, რასაც მოსთხოვ, რომ აგისრულებს. მინდოდა და ბედნიერებაზე, სიხარულზე ავამღერებდი, მომინდებოდა და სევდიან ჰანგებს გადმოვაღვრევინებდი.

აღარ მჭირდებოდა დაძალება. აღარც მეზობლებს ვაწუხებდი. პირიქით.

- დამწვრისა დაუკარი რა... - მთოვდა ხოლმე მეწაღე სეროჟა.

ბებია ამაყობდა ჩემით. ხანდახან დაფიქრდებოდა და იტყოდა:

“ჩეემი ბიჭი, როდის გექნება ნეტავ სოლო კონცერტი?“

დრო გადიოდა – ხან მდორე მდინარესავით მიიზლაზნებოდა, ხან მთის ნაკადივით მიისრაფოდა. დრო შეუმჩნევლად მაშინ გადიოდა, როდესაც ვუკრავდი. აღარ ვიყავი პატარა ბიჭი- ბებიამხრებამდე ძლივს მწვდებოდა. კონსერვატორიის სტუდენტიგავხდი.

ბებია ერთხელ საწოლზე ჩამომიჯდა და მომეფერა. მივარცხნიდა თმებს და მიყურებდა თვალებში. რაღაცის კითხვას აპირებდა.

- ჩეემი დიდი ბიჭი, - გაუბედავად მომმართა, - არავინ გიყვარს?

კინაღამ გავწითლდი.

- არა ბებო, რა დროს ჩემი...

- რატომ რა დროს... შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ.

იმ წუთს პირველად ვიგრძენი, რომ აღარ ვიყავი ბავშვი.

- ნუგზარ, ვინმე რომ გეყოლება... ხომ გამაცნობ?

- კი, ბებო...

ბებია დაფიქრდა.

- სოლო კონცერტი რომ გექნება, მაშინ გამაცანი. კარგი?

-კარგი, ბებო...

რამდენი ვიფიქრე იმ ღამეს!

მართლაც, აღარ ვიყავი ბავშვი. ვგრძნობდი, რომ აღარ შემეფერებოდა ცელქობა, ვეღარ ჩავიცვამდი მოკლე შარვალს, სათვალესაც აღარ გავტეხდი.

მე მხოლოდ მაშინ ვიყავი ბავშვი, როცა ბებია მეფერებოდა. მე ისე ხშირად მენატრებოდა მისი ალერსი...

- ბებო, - ვეუბნებოდი, - ჩემო ბებო, მომეფერე, რა!

ბებიაც მეფერებოდა. მეალერსებოდა და მეუბნებოდა:

- ხომ გამაცნობ იმას... შენ სოლო კონცერტზე?

მე ტახტზე ვწევარ დაჭერს ვუყურებ.

დღეს საღამოს კონცერტია. ჩემი პირველი სოლო კონცერტი.

ვღელავ. ჩამქრალ პაპიროსს ვუკიდებ. ბოლო ბოლქვებად მიიწევს ზევით. მერე იშლება და იფანტება.

რომ შემეშალოს?!

დღეს ალბათ ბევრი ხალხი იქნება კონცერტზე. ვიცი, მეზობლები გვრგვნის მიმზადებენ ჩუმად. ბევრი ხალხი იქნება. ისიც იქნება...

„იმას ხომ გამაცნობ?“ - მახსენდება ბებიას თხოვნა.

ის კი იქნება იქ, მაგრამ...

ცრემლი ნაოჭში ყოვნდება, მერე ჩარბის ქვევით ტუჩის კუთხესთან, მერე ნიკაპთან ჩერდება და მკერდზე მეცემა.

მეორე წვეთი პირველის ნაკვალევზე უფრო სწრაფად მოგორავს და ისიც მკერდზე მეცემა.

ბებო, ჩემო ბებო, როგორ გინდოდა ჩემი სოლო კონცერტის მოსმენა!

თვალებს ვიმშრალებ.საოცრად აწყნარებს ადამიანს თურმე ტირილი...

დღეს საღამოს ჩემს კეთილ, მგრძნობიარე კაცს მუხლებშუა დავიყენებ, თავს მხარზე მივადებინებ, მარცხენა ხელის თითებს კისერზე შემოვაჭდობ და ავამღერებ. ავამღერებ სუფთა, ხავერდოვანი ხმით.

ოთახში დავდივარ ერთი კუთხიდან მეორემდე.

შემეშლება?

არა, არ შემეშლება!

ბებო, შენს ხსოვნას მიუძღვნის ჩემი სათნო კაცი თავის სევდიან სიმღერას.


გურამ
დოჩანაშვილი


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ქავთარაძე   ხმა ერისა   Mar 3 2007, 10:57 PM
KAIROS   აბა დაიწყეთ... დევი...   Mar 5 2007, 07:16 PM
მნათე   [color=#990000]ბიჭი ქრისტეს...   Mar 5 2007, 07:27 PM
ქავთარაძე   KAIROS ვაიმე კაიროოოს ...   Mar 5 2007, 08:52 PM
მარიამი   მაია ნინიძე ვის გა...   Mar 5 2007, 10:07 PM
თამარი   მაია ნინიძე ვის გა...   Mar 5 2007, 10:11 PM
ქავთარაძე   გოდერძი ჩოხელი ცხრ...   Mar 5 2007, 11:35 PM
თამარი   გურამ რჩეულიშვილი ...   Mar 6 2007, 12:57 AM
marine   ნოდარ დუმბაძე ხაზ...   Mar 6 2007, 04:51 PM
ქავთარაძე   თამარი რამდენჯერა...   Mar 6 2007, 08:10 PM
ქავთარაძე   ვაჟა-ფშაველა ია უღ...   Mar 6 2007, 08:29 PM
kato_Bato   ხალხო, ეს მოთხრობე...   Mar 7 2007, 01:00 AM
ქავთარაძე   kato_Bato მე ყოველ მოთხრ...   Mar 7 2007, 01:03 AM
_MATASI_   ვისაც არ წაგიკითხა...   Mar 7 2007, 02:15 AM
Zeskvi_ucha   _MATASI_ ვაუ მაგარია ძაა...   Mar 7 2007, 02:58 AM
_MATASI_   Zeskvi_ucha ემოციები ამ მო...   Mar 7 2007, 05:01 PM
Cotne   _MATASI_ :wub: ორივე ძალია...   Mar 7 2007, 05:44 PM
ekusia   დოჩანაშვილს რად უნ...   Mar 7 2007, 06:20 PM
ქავთარაძე   ივანე კრილოვი (თარ...   Mar 8 2007, 01:25 AM
თამარი   გიორგი ლეონიძე თა...   Mar 8 2007, 02:12 AM
_MATASI_   Cotne რომელიღაც საიტზ...   Mar 8 2007, 02:16 AM
თამარი   Cotne რომელიღაც საიტ...   Mar 8 2007, 02:16 AM
_MATASI_   თამარი Cotne ვიპოვე ის...   Mar 8 2007, 02:41 PM
Cotne   _MATASI_ გაიხარე, არ ვიც...   Mar 8 2007, 03:32 PM
marine   ეს პაწია მოთხრობა ...   Mar 12 2007, 12:41 PM
_MATASI_   რაღაც ეს თემა მივა...   Mar 22 2007, 03:13 AM
piligrimi   მე მინდა ვუთხრა ღმ...   Mar 22 2007, 03:25 AM
_Matasi_   piligrimi ხო, მე მგონი, ყვ...   Jun 29 2007, 12:11 AM
_Matasi_   ვისაც არ წაგიკითხა...   Jun 29 2007, 02:09 PM
KAIROS   აგაშენა ღმერთმა, ...   Jul 1 2007, 05:33 PM
jevrie   კარგი თემაა და ბოლ...   Sep 19 2007, 10:05 PM
_Matasi_   ნეკერჩხლის წითელი ...   Oct 9 2007, 03:27 PM
მარიამი   ანტუან დე სენტ-ეკზ...   Oct 9 2007, 04:33 PM
მართა   _Matasi_ მატას გაიხარე ა...   Oct 10 2007, 02:20 AM
ქავთარაძე   ს ა ა თ ე ბ ი კონსტან...   Oct 16 2007, 02:29 PM
ქავთარაძე   დამსხვრეული ჩონგუ...   Oct 16 2007, 02:41 PM
_Matasi_   ქავთარაძე მადლობა ...   Oct 16 2007, 03:13 PM
ქავთარაძე   _Matasi_ გაიხარე :) :მპუა:   Oct 16 2007, 08:16 PM
PUSKU   ია ვაჟა ფშაველა უღ...   Oct 17 2007, 08:37 PM
ქავთარაძე   PUSKU ბრავოოოოოოოოოო...   Oct 17 2007, 11:33 PM
ქავთარაძე   განვაახლოთ თემაა მ...   May 27 2008, 09:42 PM
სოფი   ქავთარაძე ამ პოსტ...   Jan 12 2010, 07:25 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th July 2025 - 01:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი