მასმედია და ეკლესია, ანუ რას წერენ ჩვენზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მასმედია და ეკლესია, ანუ რას წერენ ჩვენზე |
KAIROS |
Mar 6 2010, 12:44 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
შორიდან რომ შეხედავ ჩვენს მასმედიას (პრესა, ტელე-რადიო-ინტერნეტ მაუწყებლობა და ა.შ.) საშინლად ცალსახოვანი და სუბიექტურია, ანაადა ხელისუფლებას ასხამს ხოტბას, ან კიდევ ოპოზიციას ამართლებს ყველაფერში, არიან მესამენი რომლებიც ორივეს ლანძღავენ, წარსულს მისტირიან და მომავალს ვერ გვთავაზობენ... ეგ პოლიტიკია და ამ ფორუმში არაფერი ესაქმება, ახლა სხვა რამეზე მინდა ვწეროთ, ეს გაზეთები და მასმედიის სხვა საშუალებები, იმისდა მიხედვით ვის გავლენას განიცდიან ისე წერენ ეკლესიაზე, ან არის ბნელი ულტრაკონსერვატული ურარუსული ან ნაციონალრასისტული იდეებით გაჟღენთილი მისიების ბოდვა, ან არის ლადარია&მისთანანის დუჟმორეული ლანძღვა საპატრიარქოსი მოტივით და უმოტივოდ, არის რათქმაუნდა გონიერი ხალხი, რომელიც ფიქრობს და დარდობს და მართლაც პრობლემატიკას აყენებენ.
ჩემი შემოთავაზებაა დავიწყოთ განხილვა ამთუიმ სტატიებისა და ინტერვიუებისა. ჯერ თქვეგან ველი , მერე მეც მოგაწოდებთ. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Apr 27 2010, 09:14 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ნეტა რა ხდება?
*** ილია მეორეს ჩეხეთში სოსო თოფურიძე და როლანდ ახალია მეთვალყურეობენ ხელისუფლება ილია მეორეს ბაქოში მიმდინარე რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტზე არ უშვებს. როგორც “ჯეოტოპნიუსს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, 13 აპრილს ქობულეთში მიმავალი პატრიარქი, მოულოდნელად ჩეხეთში დასასვენებლად აღმოჩნდა. წყაროს ინფორმაციით, პატრიარქს ხელისუფლებამ საშუალება არ მისცა, ბაქოში მიმდინარე რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტში მონაწილეობა მიეღო. “ჩეხეთში, პატრიარქს საეკლესიო პირების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლები, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი, როლანდ ახალია და “კუდის” დეპარტამენტის თვმჯდომარის მოადგილე, სოსო თოფურიძე “საეჭვოდ” გააყოლეს”, – განუცხადა “ჯეოტოპნიუსს” ინფორმირებულმა წყარომ. “ჯეოტოპნიუსი” ინფორმაციის გადამოწმებას, “კუდის” დეპარტამენტის თვმჯდომარის მოადგილესთან, სოსო თოფურიძესთან შეეცადა, თუმცა მისი მობილური ტელეფონია გასულია მომსახურების ზონიდან. რაც შეეხება სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორს როლანდ ახალიას, სამეგრელოს–ზემოსვანეთის პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ახალია ჩეხეთში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს– პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბაქოში მიმდინარე რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტში მონაწილეობას ვერ იღებს, სააგენტო “ტრენდი” ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მისი უწმინდესობა, რომელიც ჩეხეთში რეაბილიტაციის კურსს გადის, ექიმების რეკომენდაციით, იძულებული გახდა, საავადმყოფოში რამდენიმე დღით დარჩენილიყო. “იმის მიუხედავად, რომ პატრიარქი აღნიშნულ სამიტში მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მან ექიმების დაჟინებულ თხოვნაზე უარის თქმა ვერ შეძლო”, – აცხადებენ საპატრიარქოში *** http://gtn.ge/?p=7829 -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 01:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი