![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Molen |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დიდებული მომენტი, როდესაც ორი ადამიანი უნდა შეუღლდეს და დაიწერონ ჯვარი. უფალი მათ აკურთებთ და მისცემთ ლამპარს მომავალი ცხოვრებისა. უფალმა იესომ ბრძანა:
"შექმნის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი." მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს: ოჯახს, რომელსაც ჯვარი არ აქვს დაწერილი და მხოლოდ ხელი აქვთ მოწერილი, მათი ერთად ყოფნა მრუშობად მიიჩნევა? და პირიქით, თუ ქალსა და მამაკაცს ჯვარი აქვთ დაწერილი, მაგრამ ხელი არ აქვთ მოწერილი მათი ერთად თანაცხოვრება რელიგიური ხედვით ხომ არ არის აკძალული? ანუ მე თუ გოგონასთან ჯვარი დავიწერე მექნება მასთან ერთად თანაცხოვრებისა და შვილის ყოლის უფლება, მიუხედავად იმისა, თუ ეგრევე არ მოვაწერე ხელი? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ჯვრისწერა არის ჯვრისწერა
![]() სამოქალაქო ქორწინება კი - სამოქალაქო ქორწინება, ჩვენი კანონმდებლობა ჯვრისწერას არ ცნობს მგონი : ) სამაგიეროდ ეკლესია ცნობს ორივეს: სამოქალაქო ქორწინებას და ჯვრისწერას... შესაბამისად: ციტატა ოჯახს, რომელსაც ჯვარი არ აქვს დაწერილი და მხოლოდ ხელი აქვთ მოწერილი, მათი ერთად ყოფნა მრუშობად მიიჩნევა? არ ითვლება მრუშობად. ციტატა და პირიქით, თუ ქალსა და მამაკაცს ჯვარი აქვთ დაწერილი, მაგრამ ხელი არ აქვთ მოწერილი მათი ერთად თანაცხოვრება რელიგიური ხედვით ხომ არ არის აკძალული? ჯვარი აქვთ დაწერილი და რა რელიგიური ხედვით უნდა იყოს აკრძალული? ![]() პ.ს. წყაროც ვიპოვე: http://www.orthodoxy.ge/samartali/jvristsera.htm მაგრამ აქ წერია ასეთი რამ: ციტატა დღესდღეობით შეთანხმების ოფიციალურ ტექსტში მითითებულია, რომ „სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები“ (მუხ. 3). ალბათ, მკითხველისთვისაც გაუგებრობას იწვევს ჯვრისწერის აღიარების ასეთი ფორმულირება. ამ გაურკვევლობის შესახებ ჩვენ მივუთითებდით კონსტიტუციური შეთანხმების კომენტირებისას (იხ. დ. ჩიკვაიძე, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების კომენტარები, თბ. 2003, გვ. 16-17). ფაქტობრივად, მდგომარეობა არ შეცვლილა: დარჩა იგივე, რაც არსებობდა კონსტიტუციური შეთანხმების დადებამდე ჯვრისწერის სამართლებრივ დარეგულირებასთან დაკავშირებით. არადა, უცილობლივ საჭიროა, რომ ჯვრისწერა აღიარებულ იქნეს სახელმწიფოს მიერ სრული სახით. : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 05:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი