მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
KAIROS |
Feb 2 2009, 08:59 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მეცნიერულ სამყაროში, გვქონდეს ახალი აღმოჩნების შესახებ ინფორმაცია და მიღწევებსაც ვეცნობოდეთ, ჩვენს რიგებში არიან უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერები, სხვადასხვა დარგში , ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. ბევრი საკმაოდ კარგადაა ჩახედული ამ საქმეებში და ნამდვილად წაგვადგება ერთმანეთისათვის ამ სიახლეების მიწოდება და მათზე საუბარი.
ახლა პირველს თავადვე დავწერ, იმდენად უცნაურად მომხვდა ყურში, რომ ლამის ალოგიკურადაც ჟღერდა ქრისტიანისათვის, ნუ ახლა თეოლოგიას შევეშვათ და მეცნიერულად ასეა, რომ აღმოაჩინეს... მედუზა , რომელიც ფაქტობრივად არ კვდება, ანუ უკვდავი მედუზა ახლა ამ უკვდავებას სულის უკვდავების რანგში ნუ გავიგებთ, ამას ქვია "ბიოლოგიური უკდავება", ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ამ 4-5 მილიმეტრიან დიამეტრის მედუზას Turritopsis nutricula ახასიათებს მითიური გაახალგაზრდავების თვისება, Smithsonian ინსტიტუტის და ლეჩეს მეცნიერულ-საკვლევი უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით ეს გაახალგაზრდავება ხდება ბიოლოგიური ციკლის უკუცვალებადობის ხარჯზე... Cheating deth: the immortal life cycle of Turritopsis http://8e.devbio.com/preview_article.php?ch=2&id=6 რას გვეტყვიან საქმეში ჩახედული ხალხი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Apr 30 2010, 05:31 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
უამრავი გალაქტიკის ცენტრში (არც ჩვენია გამონაკლისი) არსებობს ე.წ. სუპერმასიური შავი ხვრელი, რომლის მასა რამდემინე მილიონიდან (როგორც ჩვენი გალაქტიკის შემთხვევაში) რამდენიმე მილიარდ მზის მასამდე მერყეობს სხვადასვა გალაქტიკებისთვის. დღემდე არის სერიოზული პრობლემა თუ როგორ ხდება ამ შავი ხვრელების წარმოქმნა და ერთერთი ყველაზე რეალისტური მოდელია ე.წ. შუალედური შავი ხვრელების წარმოქმნა უამრავი ვარსკვლავის ერთმანეთთან შერწყმის გზით. თუმცა დღემდე ასეთი შუალედური შავი ხვრელი არ იყო დაკვირვებული.
ამას წინათ რენტგენულ დიაპაზონში მომუშავე ჩანდრას ობსერვატორიამ, დედამიწიდან 12000000 სინათლის წლით დაშორებულ (ამ გალაქტიკიდან სინატლე 12000000 წელი მოდიოდა ჩვენამდე, ე.ი. სამყაროს წლოვანება როგორც მინიმუმ ამდენი მაინც არის და არა როგორც ზოგი თვლის - დაახლ. 10000წ.) გალაქტიკაში M82 იპოვა ორი ასეთი შუალედური ტიპის შავი ხვრელი, რომელთა მასები შესაბამისად არის (ერთისთვის) 12000 მზის მასიდან 43000 მზის მასამდე - ზუსტად არ აა დადგენილი ჯერ და (მეორისთვის) 200 დან 400-მზის მასამდე. ეს კიდევ ერთი ტესტია სუპერმასიური შავი ხვრელების შექმნის თანამედროვე ასტროფიზიკური მოდელების სისწორისა ლინკი იხილეთ აქ: http://www.sciencedaily.com/releases/2010/...00429132751.htm -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი