IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჯვრისწერა
Molen
პოსტი Apr 27 2010, 08:46 PM
პოსტი #1


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დიდებული მომენტი, როდესაც ორი ადამიანი უნდა შეუღლდეს და დაიწერონ ჯვარი. უფალი მათ აკურთებთ და მისცემთ ლამპარს მომავალი ცხოვრებისა. უფალმა იესომ ბრძანა:

"შექმნის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი."

მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს:

ოჯახს, რომელსაც ჯვარი არ აქვს დაწერილი და მხოლოდ ხელი აქვთ მოწერილი, მათი ერთად ყოფნა მრუშობად მიიჩნევა? და პირიქით, თუ ქალსა და მამაკაცს ჯვარი აქვთ დაწერილი, მაგრამ ხელი არ აქვთ მოწერილი მათი ერთად თანაცხოვრება რელიგიური ხედვით ხომ არ არის აკძალული?

ანუ მე თუ გოგონასთან ჯვარი დავიწერე მექნება მასთან ერთად თანაცხოვრებისა და შვილის ყოლის უფლება, მიუხედავად იმისა, თუ ეგრევე არ მოვაწერე ხელი?


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
arjuni
პოსტი Apr 30 2010, 05:25 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



აბე
ციტატა
ხოდა მაგიტომ გეუბნები, წინასწარ გქონდა გადაწყვეტილი ყველაფერი და ამ თემაში რაიმეს გაგების მიზნით არ პოსტავ თქო... მაგიტომ ხარ პროვოკატორი... თავადაც აღიარებ რა დამოკიდებულებით დაპოსტე აქ (სწორედ იმ სიტყვებით, რომლებიც დავაციტირე აგერ...)

მე ბოლო კიტხვები დაგისვი რიტორიკული და არა წინა კიტხვები
და თუ ყველა კიტხვები პროვოკაციული გეგონა ზოგს რატომ უპასუხე და ზოგს რატომ ვერ უპასუხე?

ასე ძნელია ადამიანთან დიალოგი? რო არ უძახო პროვოკატორი ხარო ეს ხარო ის ხარო
ყველა ერთნაირად როგორ უნდა ვფიქრობდეთ? თუკი ასეა მაშინ ყველას ყველაფერი ერთნაირად გვეცოდინება, გაგვეგება და საუბარი რელიგიურ თემებზე რა აზრს იქონიებს?
-უი ჯვრისწერა აუცილებელია
-ხო მეც ვფიქრობ რომ ეგრეა-
-ხო მეც გეთანხმები

ალბათ ასეთი დიალოგი უფრო არაპროვოკატორულია


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Apr 30 2010, 10:01 PM
პოსტი #3


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



arjuni

ციტატა
ასე ძნელია ადამიანთან დიალოგი? რო არ უძახო პროვოკატორი ხარო ეს ხარო ის ხარო
"აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?..."

ციტატა
-უი ჯვრისწერა აუცილებელია
-ხო მეც ვფიქრობ რომ ეგრეა-
-ხო მეც გეთანხმები

ალბათ ასეთი დიალოგი უფრო არაპროვოკატორულია
მე მასეთ საუბარს არ ვითხოვ და ეს შენც იცი.
მე სხვა რამეს ვითხოვ. მე ვითხოვ სწორი დამოკიდებულებით მსჯელობას. რას ნიშნავს მსჯელობისას სწორი დამოკიდებულების ქონა? იმას, რომ წინასწარ არ გადავწყვიტოთ ის, რაც სწავლა-გამოძიების შემდეგ უნდა დავასკვნათ.

ციტატა
ყველა ერთნაირად როგორ უნდა ვფიქრობდეთ? თუკი ასეა მაშინ ყველას ყველაფერი ერთნაირად გვეცოდინება, გაგვეგება და საუბარი რელიგიურ თემებზე რა აზრს იქონიებს?
აი ამ კითხვაზე ჩემს პასუხს, გთხოვ გულისყურით გაეცანი. ჩვენ მართლაც სხვადასხვაგვარად გვაქვს ტვინი მოწყობილი და სხვადასხვაგვარად ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ბევრი არაფერი არ ვიცით (მარლაც რა კარგად თქვა სოკრატემ "მე ვიცი ის, რომ არაფერი ვიცი"). მაშასადამე ჩვენი ესა თუ ის პოზიცია სრულებით შესაძლებელია არ იყოს გამყარებული საკმარისი ინფორმაციის გაანალიზებით და შესაბამისად -ვცდებოდეთ. შენ ისიც სწორად მითხარი "შენ დაასრულე სწავლა-გამოძიება?"-ო, რადგანაც მართლაც არ განვსხვავდები ამ თვალსაზრისით შენგან. არც მე და არც შენ არ ვეცნობით ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქორწინების საიდუმლოსთან დაკავშირებულ მასალას, არ ვაანალიზებთ მას და გაჩენილ შეკითხვებს არ ვწერთ აქ (რა შეკითხვები უნდა გაგვიჩნდეს, როდესაც არაფერს არ ვეცნობით). შესაბამისად ორივე იმ ადამიანის მოლოდინში უნდა ვიყოთ, ვისაც წაკითხული, გაანალიზებული, ნამსჯელი და კარგად გააზრებული აქვს ის, რისი წაკითხვა, გაანალიზება, გარჩევა და გაცნობიერებაც ჩვენ სიზარმაცის, გადატვირთული დღის რეჟიმით ცხოვრებისა თუ სხვა მიზეზის გამო არ მოგვიხდენია(გაგვიკეთებია). მაგრამ ჩემგან განსხვავებით, შენ არ აღიარებ იმას, რომ არ ფლობ საკმარის ცოდნას საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და შესაბამისად, გსურს შენი განსხვავებული მოსაზრების სისწორე დაგვანახო, ასევე ჩვენის მხრივ ითხოვ დაგანახოთ მართლმადიდებლური პოზიციის სისწორე, იმის იმედით, რომ ვერ დაგანახებთ, რადგანაც დარწმუნებული ხარ, რომ ეკლესია ცდება ამ კონკრეტულ საკითხში. საერთოდ ასეთი დამოკიდებულებით შენს გარდა მილიარდი ადამიანი პოსტავს ინტერნეტში სხვადასხვა საიტებზე, იწერება სხვადასხვა ბლოგებზე და ა.შ., მაგრამ ამით მართლმადიდებლობას პრობლემა არ ექმნება და არა იმიტომ, რომ ფანატიკურად, გაუაზრებლად ვუჯერებთ ეკლესიას და ყველა განსხვავებული მოსაზრების მთქმელს პროვოკატორს, სექტანტსა და მწვალებელს ვეძახით, არამედ იმიტომ, რომ მართლმადიდებლობის მხარეს არის ჭეშმარიტება, რომელიც მრევლის ნაწილმა გააზრებულად იცის, მრევლის მეორე ნაწილი კი, რომელშიც მეც შევდივარ, ეყრდნობა ეკლესიის 2000 წლიან გამოცდილებას, იმ წმინდანების ნდობას, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის ფასად არ უარყვეს, რომ ჭეშმარიტება მართლმადიდებლობაშია და თუნდაც იმ უდიდეს სასწაულებს, რომლებიც მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში ხდება - მართლმადიდებელთა აღდგომის დღესასწაულის წინა შაბათს ღვთაებრივი ცეცხლის გადმოდინება მაცხოვრის საფლავზე, ნათლისღების დღეს მდ. იორდანეს უკუსვლა, ფერისცვალების დღეს თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა, რაგინდ მოკრიალებული ცაც არ უნდა იყოს და ა.შ. შენ ხშირად დაინახავ დღევანდელ მართლმადიდებლებში სასწაულებისადმი დამოკიდებულების ორ უკიდურესობას. ერთნი ფანატიკოსობენ და ჭეშმარიტად სასწაულთმაძიებლები უფრო არიან ვიდღე ღვთის მაძიებელნი, მეორენი კი თითქმის უარყოფენ ღვთის ჭეშმარიტ სასწაულებს, რომლებიც ჩემი აზრით იმ მართლმადიდებელთათვის ხდება, რომლებსაც გადატვირთული საერო ცხოვრების წესისა თუ სხვათა გამო არა აქვთ საშუალება სასულიერო განათლება მიიღონ და შესაბამისად გაუაზრებლად, ფანატიკურად არ იწამონ. მაგრამ ისიც მართალია, რომ ყოველ, თითოეულ ადამიანს აქვს საშუალება მიიღოს ელემეენტარული ცოდნა, რითაც დაშორდება ფანატიზმს, ამ გზაზე კი პერიოდულად გამოჩენილი ღვთის სასწაულები განამტკიცებს, მაშინ როდესაც უფალი ამას საჭიროდ ჩათვლის. მაშასადამე, ჩვენ ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, როდესაც ერთიც და მეორეც (მეც და შენც) გარკვეულწილად ფანატიზმს ვუახლოვდებით, რადგანაც ამხელა პოსტის დაწერის ნაცვლად შემეძლო მომეძია ინტერნეტში და წამეკითხა ის, რის წაკითხვაზეც შენ მიგითითებ. ორივე ჩვენგანი წერს "ცარიელი" ტვინით, რასაც გარკვეულწილად მიესადაგება გამოთქმა "კაცნი ბჭობდნენ და ღმერთი იცინოდაო".

ბოლოს მინდა დავძინო ის, რომ როდესაც სწავლა-გამოძიებისკენ მოგიწოდებ (და მოვუწოდებ ჩემს თავსაც), ვეჭვობ შენ ფიქრობ მართლმადიდებლობისაკენ მიკერძოებული ლიტერატურის წაკითხვაზე მიგითითებ, რაც ასე ნამდვილად არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა ნებისმიერი ლიტერატურის გარკვეულწილად კრიტიკული თვალით წაკითხვა, რათა ფანატიკურად არ დავუჯეროთ მას. რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ "გარკვეულწილად კრიტიკული თვალით". ნუთუ მე ვამბობ, რომ ისეთი წიგნების წაკითხვის დროს, როგორიცაა მაგალითად თუნდაც სახარება, უნდა ვიფიქროთ "მე კითხვები უნდა დავსვა თუ გამიჩნდება (ვიყო კრიტიკული), მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა როგორ პასუხს მივიღებ, ოღონდ კი სახარება არ გამტყუნდეს და ა.შ"?! რა საკვირველია, მე ამას არ ვგულისხმობ, მე "გარკვეულწილად კრიტიკულობაში" ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა რაღაცეები ადამიანური გონებით ვერ გავიგოთ, რაც სრულებით გასაგებია, მაგრამ მაინც მივიღოთ იგი, მხოლოდ და მხოლოდ საფუძვლიანი მიზეზებით. მაგალითად, წმ. ზიარება ჩვენი ლოგიკისთვის სრულიად აუხსნელი რამაა, უდიდესი საიდუმლოებაა და ალბათ ვერასოდეს მივხვდებით, თუ როგორ გარდაიქცევა ჩვეულებრივი პური და ღვინო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად. მაგრამ ჩვენ ვეზიარებით არათუ არცთუ უსაფუძვლოდ, არამედ საკმაოდ საფუძვლიანი მრავალი მიზეზიდან გამომდინარე. ამ მიზეზების ჩამონათვალს მხოლოდ მე ვერ გავწვდები ბოლომდე და ალბათ ვერც ვერავინ გაწვდება, მხოლოდ რამდენიმეს დაგისახელებ მათგან: პირველ რიგში (ჩემი აზრით პირველ რიგში) უნდა ვიფიქროთ ის, რომ ღმერთი აუცილებლად ისურვეებდა და მოგვცემდა კიდეც ჩვენი დაზიანებული ბუნების კურნების საშუალებას. ძალიან უხეში შედარება რომ მოვიყვანო, ჩვენ გვჭირდება ინექცია, რომელიც განგვწმენდს, განგვკურნავს (უფალმა მომიტევოს ასეთი შედარების გამო). მეორე მიზეზად დავასახელებდი თავად მაცხოვრის სიტყვებისადმი რწმენას, როდესაც იგი ბრძანებს ვინც არ შეჭამს ჩემს ხორცსა და სისხლს, იგი ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველსო. რა თქმა უნდა, თუ ღმერთმა ეს გვითხრა, შეგვისრულებდა კიდეც დანაპირებს და მოგვცემდა მის ყოვლად-წმიდა და ყოვლად-პატიოსანი სისხლის მიღების საშუალებას. მესამე მიზეზად დავასახელებდი თავად მაცხოვრის მიერ ამ საიდუმლოს აღსრულებას (რაც მოხდა დიდ ხუთშაბათს) და ა.შ. აბა რატომ არა აქვს წმ. ზიარებას ნამდვილი ხორცისა და სისხლის გემო, იკითხავს ადამიანი... და განა შევძლებდით სისხლის დალევას?! დიახ, სწორედ იმიტომ არ ეცვლება გემო ღვინოსა და პურს, რომ მისი მიღება შევძლოთ. ეგ ზღაპრებიაო იტყვის ადამიანი... მეც დავუდასტურებ, რომ ალოგიკურია ჩვეულებრივი გემოს მქონე პურისა და ღვინის მიღებით შენში ქრისტე შემოდიოდეს, მაგრამ განა ნაკლებ სასწაულებს ვხედავთ ჩვენს გარშემო?! განა თვითონ ჩვენ სასწაული არა ვართ?! განა ის არაა სასწაული, რომ ძროხა მწვანე ბალახს ჭამს და რძე კი თეთრია. განა სასწაული არაა ის, რომ არსებობს პლანეტებს შორის გრავიტაცია?! და განა სასწაული არაა ის, რომ ერთი, თითქოს უმნიშვნელო სიტყვის თქმის შემდეგ ხანდახან ჩვენს გულში ისეთი სიხარული ჩაიღვრება, რომ ყველაფერი გვავიწყდება?! ასეა, ღვთისთვის შეუძლებელი არაფერია და თუ თვალებს ფართოდ გავახელთ, დავინახავთ მის გზას, რომელიც იმიტომ მოგვცა, რომ როგორც თვითონ მაცხოვარი ბრძანებს იყოთო იქ, სადაც მე ვარო. ამაზე დიდი ბედნიერება რა არის ჩვენთვის და ამაზე დიდი პატივი ვის მოუნიჭებია?! უფალი გვეუბნება "აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან" (გამოცხად. 3, 20). ხედავ, თუ ვინმე გაიგებსო... და როდესაც ჩვენ ჭეშმარიტად ქრისტეს ეკლესიას ვგმობთ, მყის მოგვეხსენოს ეს სიტყვები "აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ, უკუეთუ ვინ ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი...", განა გავბედავთ კი ამის შემდეგ იგივეს ქმნას?!


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Molen   ჯვრისწერა   Apr 27 2010, 08:46 PM
აბე   ზოგადად კი, მაგრამ...   Apr 28 2010, 12:41 AM
terra   რატომ უნდა შეეწინ...   Apr 28 2010, 12:53 AM
arjuni   რას ნიშნავს ღმერთი...   Apr 28 2010, 12:54 AM
terra   არანაირად არაა აკ...   Apr 28 2010, 01:02 AM
აბე   ამაში ვერ დაგეთან...   Apr 28 2010, 11:22 AM
arjuni   თუკი სიყვარულის და...   Apr 28 2010, 01:16 AM
terra   თუკი სიყვარულის დ...   Apr 28 2010, 01:57 AM
arjuni   ის რაც უფალმა შეაე...   Apr 28 2010, 01:59 AM
terra   ის რაც უფალმა შეაე...   Apr 28 2010, 02:01 AM
arjuni   აკი თქვი ორი ერთდე...   Apr 28 2010, 02:12 AM
terra   მე ვთქვი : და სიყვა...   Apr 28 2010, 02:20 AM
აკაკი   arjuni ერთ ხორცნი არა ს...   Apr 28 2010, 03:07 AM
arjuni   მამაო გაგიმტკიცებ...   Apr 28 2010, 03:31 AM
აბე   arjuni ქორწინების საიდ...   Apr 28 2010, 11:01 AM
ქევანა   ჯვრისწერა არის ჯვრ...   Apr 28 2010, 11:08 AM
arjuni   პეტრეს ეკლესიას თუ...   Apr 28 2010, 02:36 PM
აბე   პეტრეს ეკლესიას თ...   Apr 28 2010, 03:29 PM
აკაკი   arjuni დიახ ერთხორცნი ...   Apr 28 2010, 03:10 PM
აკაკი   arjuni ეკლესია არა პეტ...   Apr 28 2010, 03:37 PM
arjuni   აკაკი ანუ ამბობ რო...   Apr 28 2010, 05:15 PM
ikanosi   arjuni http://church.ge/index.php?showtopic=1479...   Apr 28 2010, 05:30 PM
arjuni   მადლობა ლინკისთვი...   Apr 28 2010, 06:20 PM
newbie   თემა წაიკითხე? პირ...   Apr 28 2010, 06:36 PM
arjuni   მამაოს მოძღვარს უწ...   Apr 28 2010, 07:09 PM
tamuna m   მამაოს მოძღვარს უ...   Apr 28 2010, 10:11 PM
აბე   arjuni არ მეზიზღები ნა...   Apr 28 2010, 10:23 PM
arjuni   ბოდიში მაგრამ ეხლ...   Apr 29 2010, 12:10 AM
ikanosi   ერთი ოჯახი ვართ შე...   Apr 29 2010, 12:18 AM
tamuna m   arjuni ეს ფორუმია და ყვ...   Apr 29 2010, 12:20 AM
arjuni   ikanosi მადლობა ასეთი თ...   Apr 29 2010, 02:20 AM
აბე   arjuni მართალია ადამი...   Apr 29 2010, 01:28 PM
arjuni   აბე ვერ შეყვარება ...   Apr 29 2010, 05:16 PM
აბე   arjuni მე შევწყვიტე შე...   Apr 29 2010, 05:26 PM
Believer   აკაკი მთავარი არი...   Apr 29 2010, 06:10 PM
აბე   ჩემი აზრით ჯვრისწ...   Apr 29 2010, 08:11 PM
kinoteli   მაგარია :thumbs:   Apr 29 2010, 06:12 PM
Believer   აბე შვიდ საიდუმლ...   Apr 29 2010, 08:40 PM
აბე   [b]აბე შვიდ საიდუმლ...   Apr 29 2010, 08:54 PM
arjuni   აბე პრინციპში კიტხ...   Apr 29 2010, 09:37 PM
აბე   აბე პრინციპში კიტ...   Apr 30 2010, 10:53 AM
tamuna m   Believer და ეკლესია როგ...   Apr 30 2010, 12:16 AM
მხევალი ნინო   tamuna m მაგას სჭირდებ...   Apr 30 2010, 11:30 AM
arjuni   აბე მე ბოლო კიტხვე...   Apr 30 2010, 05:25 PM
აბე   arjuni "აწ რომ ავი არ ...   Apr 30 2010, 10:01 PM
Believer   tamuna m რას ნიშნავს ...   Apr 30 2010, 06:23 PM
tamuna m   Believer tamuna m რას ნიშნავ...   Apr 30 2010, 10:06 PM
Believer   tamuna m გასაგებია :) ...   Apr 30 2010, 11:40 PM
arjuni   საკამრისი გახდა ო...   May 1 2010, 12:27 AM
აბე   arjuni ძალიან კარგი, რო...   May 1 2010, 11:48 AM
arjuni   :მპუა: :მპუა:   May 1 2010, 04:03 PM
ლელუ   საკმაოდ რთული თემა...   May 5 2010, 12:14 PM
terra   ახალ აღთქმას თუ დ...   May 5 2010, 12:27 PM
ლელუ   რაში მდგომარეობს ...   May 5 2010, 01:00 PM
gabrieli.   თქვენი აზრით ჯვარდ...   May 5 2010, 01:02 PM
ლელუ   თქვენი აზრით ჯვარ...   May 5 2010, 01:08 PM
gabrieli.   გაბრიელ, მე მიმაჩნ...   May 5 2010, 01:13 PM
terra   ეს სინაგოგაში იკი...   May 5 2010, 01:12 PM
ლელუ   გაბრიელ, გეთანხმე...   May 5 2010, 01:51 PM
ქევანა   ეკლესია ცნობს სამ...   May 5 2010, 02:42 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2024 - 01:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience