მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
KAIROS |
Feb 2 2009, 08:59 PM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მეცნიერულ სამყაროში, გვქონდეს ახალი აღმოჩნების შესახებ ინფორმაცია და მიღწევებსაც ვეცნობოდეთ, ჩვენს რიგებში არიან უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერები, სხვადასხვა დარგში , ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. ბევრი საკმაოდ კარგადაა ჩახედული ამ საქმეებში და ნამდვილად წაგვადგება ერთმანეთისათვის ამ სიახლეების მიწოდება და მათზე საუბარი.
ახლა პირველს თავადვე დავწერ, იმდენად უცნაურად მომხვდა ყურში, რომ ლამის ალოგიკურადაც ჟღერდა ქრისტიანისათვის, ნუ ახლა თეოლოგიას შევეშვათ და მეცნიერულად ასეა, რომ აღმოაჩინეს... მედუზა , რომელიც ფაქტობრივად არ კვდება, ანუ უკვდავი მედუზა ახლა ამ უკვდავებას სულის უკვდავების რანგში ნუ გავიგებთ, ამას ქვია "ბიოლოგიური უკდავება", ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ამ 4-5 მილიმეტრიან დიამეტრის მედუზას Turritopsis nutricula ახასიათებს მითიური გაახალგაზრდავების თვისება, Smithsonian ინსტიტუტის და ლეჩეს მეცნიერულ-საკვლევი უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით ეს გაახალგაზრდავება ხდება ბიოლოგიური ციკლის უკუცვალებადობის ხარჯზე... Cheating deth: the immortal life cycle of Turritopsis http://8e.devbio.com/preview_article.php?ch=2&id=6 რას გვეტყვიან საქმეში ჩახედული ხალხი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
abo |
Apr 30 2010, 08:32 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
კანუდოსელი
ზაზა ამ 1 თვის წინ ტვ-ში დიდი აჟიოტაჟით გადიოდა ანონსი დიდი აფეთქების ექსპერიმენტის შესახებ. მერე მე ვერ ვნახე. თან ტვ ცოტა არასანდოა. ვიცი შენ გეცოდინება ჯერ ჩვენ ხელთ არსებული უახლესი მიღწევები ამ საკითხის ირგვლივ. როცა შეძლო იქნებ ინფოც მოგვაწოდო წინსწარ მადლობა აბო ციტატა .სინათლე ფოტონურია და ფოტონები სინათლეა მგონი მაიკელსონის ცდით დამტკიცდა ხიმ? აინშტაინიც იყო საღაცა იქ.) აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კანუდოსელი |
May 1 2010, 12:03 AM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ზაზა ამ 1 თვის წინ ტვ-ში დიდი აჟიოტაჟით გადიოდა ანონსი დიდი აფეთქების ექსპერიმენტის შესახებ. მერე მე ვერ ვნახე. თან ტვ ცოტა არასანდოა. ვიცი შენ გეცოდინება ჯერ ჩვენ ხელთ არსებული უახლესი მიღწევები ამ საკითხის ირგვლივ. როცა შეძლო იქნებ ინფოც მოგვაწოდო როგორც ვხვდები საუბარია შვეიცარიაში მიმდინარე ექსპერიმენტზე, ე.წ. წრფივ ადრონულ ამაჩქარებელზე მოკლედ ეს არის ნაწილაკების (პროტონების) ამაჩქარებელი ძალიან მაღალ ენერგიებამდე სადაც ქმნიან პირობებს, რომ ასეთი ნაწილაკები ერტმანეთს დაეჯახონ შემხვედრი მიმართულებით და შედეგად მოხდეს იმიტაცია სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპისა,როდესაც საშუალო ტემპერატურა სამყაროსი იყო იმდენად დიდი, რომ ნაწილაკთა ენერგიები უდრიდა ადრონულ კოლაიდერში მიღებულ ენერგიებს. განსაკუთრებით საინტერესოა ამ ექსპერიმენტში ის ფაქტი, რომ ენერგიები იმდენად დიდია, რომ დაჯახების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას პროტონის მასის რიგის მიკრო შავი ხვრელი, რომლის ექსპერიმენტზე დაკვირვება შესაძლებელიც კი გახდება. ამას მითქმა-მოთქმაც მოყვა, რომ არიქა თუ შავი ხვრელი მიიღეს, მაშინ შეიძლება მან დედამიწა შეჭამოსო, მაგრამ კვანტური ფიზიკა გვშველის რომლის თანახმად, ნებისმიერი შავი ხვრელი ასხივებს "სინათლეს" მით უფრო ინტენსიურად, რაც ნაკლებია მისი მასა. სინამდვილეში ასხივებს არა თავად შავი ხვრელი (განმარტებით მას არაფრის გამოსხივება არ შეუძლია), არამეტ მისი გრავიტაციით გამრუდებული შემოგარეი ვაკუუმი. ასეთი გამოსხივების შედეგად ცხადია რომ შავი ხვრელი დაკარგვს მასას და ბოლოს გაქრება. პროტონის მასის შავი ხვრელი გაქრება დაახლოებით 10^-14=0,00...(სულ 13 ცალი ნული)..01 წამის შემდეგ, რაც იმდენად მცირე დროა, რომ ამ დროში დედამიწის კი არა მეორე პროტონის ჩაყლაპვასაც ვერ მოასწრებს. მგონი მაიკელსონის ცდით დამტკიცდა ხიმ? აინშტაინიც იყო საღაცა იქ.) გარკვეულ-წილად ეგრეა, თუმცა საბოლოო დამტკიცება კვანტური ფიზიკის შემდგომა შემოვიდა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი