ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება, გილოცავთ! უწმიდესის კურთხევა მიღებულია... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება, გილოცავთ! უწმიდესის კურთხევა მიღებულია... |
კანონისტი |
Feb 28 2007, 01:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უფლის მიერ საყვარელნო ძმებო და დებო,
გახსოვთ ალბათ, როდესაც ვსაუბრობდით ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე. 24 დეკემბერს შევხვდით კიდევაც სამების ტაძრის ეზოში და ვიმსჯელეთ ჩვენ გეგმებზე. ბოლოს შევჩერდით იქ, რომ ველოდებოდით საპატრიარქო კურთხევას მაშ, ასე, მინდა მოგილოცოთ, რომ გუშინწინ გახლდით პატრიარქთან. მას გავაცანით ჩვენი იდეები და ვთხოვეთ კურთხევა. მისმა უწმიდესობამ იდეა მოიწონა და დარიგებებიც მომცა ამჟამად მე და ჩემი მეგობარი ვაზუსტებთ და ვაგვარებთ სარეგისტრაციო საქმეებს. როგორც უწმიდესს დავპირდი, მისი მოსკოვიდან ჩამობრძანების შემდეგ (კიდევ უნდა შევხვდე), ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს, ანუ სულ ბევრი 10 დღეში ამ ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმადიდებელი სარწმუნოების გავრცელებასა და დაცვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, გამორჩეულად უნდა ვიმუშაოთ არაეკლესიურ ადამიანებზე, უნდა მომზადდეს ბუკლეტები და გზამკვლევები, ცხადია ყველაფერი საპატრიარქოს კურთხევით. აუცილებელია მონაწილეობის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრებში, სადაც ჩვენ ოფიციალურად დავუჭერთ მხარს საპატრიარქოს. ჩვენი ბრძოლის მეთოდი უნდა იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან მაქვს პროექტები სამეცნიერო კვლევების წახალისების შესახებ, ჩემ მიერ არაოფიციალურად შექმნილი საეკლესიო სამართლის კვლევითი ცენტრიც ამ ორგანიზაციის სახელით გააგრძელებს მოღვაწეობას ამასთან, მინდა თქვენი იდეები, როგორ გესახებათ კონკრეტული საქმეების განხორციელება. დარეგისტრირების შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ ამის შესახებ მედიის საშუალებით და დავიწყებთ წევრების მიღებას! ჩვენი დევიზი უნდა იყოს: ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!!! ქრისტესმიერი სიყვარულით, დავით ჩიკვაიძე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
დეკ. ანდრია |
Mar 7 2007, 08:39 PM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
მართალია დავით–კანონისტს PM–იმ მივწერე, მაგრამ აქაც მინდა ვთქვა.
კეთილი ჩანაფიქრია რაღაცის კეთება. მართლმადიდებლობა არ ნიშნავს მხოლოდ წირვა–ლოცვის დასწრებას. მითუფრო, როცა ერში ცხოვრობ. კარგი იქნება, თუ ახლადშექმნილი ორგანიზაცია არ დაესმგავსება უკვე არსებულ ფართო სპექტრის ორგანიზაციებს. მეჩვენება, რომ ურფო ეფექტური იქნება რომელიმე სექტორში მუშაობა. — სკოლა, რომელშიც ძალიან მკაფიოდ იკვეთება მართლმადიდებლობსთან ბრძოლის ფრონტის ხაზი; — კათაკმეველობის ინსტიტუტის აღდგენაში მრევლის აქტიური ჩართვა. აქ განსაკუთრებული მჭიდრო ურთიერთობაა საჭირო სასულიერო პირებთან, საპატრიარქოსთან; — უნარშეზღუდული ადამიანების დახმარება ეკლესიურ ცხოვრებაში. ასე მაგალითად მყავს მრევლი, რომელიც ვერ იხედება. მათთვის არანაირი ლიტერატურა არ არსებობს. არც აუდიოჩანაწერები გვაქვს. არადა, ადამიანს წყურია ახლის გაგება. ზოგი ვერ მოდის ეკლესიაში და უძნელდება ჩართვა ეკლესიურ ცხოვრებაში. — ქართულენოვანი სასულიერო ლიტერატურის ელექტრონულ ვარიანტის ქსელში დადება. ამის დეფიციტს ყველანი განვიცდით, განსაკუთრებით ისინი, ვინც უცხოეთში ცხოვრობს. რამდენადაც შესაძლებელი იქნება, აქვე იგულისხმება ძველი ხელნაწერების სკანირება და გამომზეურება. და კიდევ მრავალი იდეაა. მთავარია მონდომება და კომპეტენცია. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2024 - 03:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი