სიყვარული, ბრწყინვალების უფსკლული და მარადიულის გამარჯვება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, ბრწყინვალების უფსკლული და მარადიულის გამარჯვება |
თათარაშვილი |
Jul 7 2007, 02:03 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება,საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება და მოყვასის სიყვარულით განიზომება.ყოველი ნიჭი და სათნოება გქონდეს,მაგრამ ღმერთის და მოყვასის სიყვარული არ გაგაჩნდეს,ქრისტიანი ვერ იქნები.
წმ.გაბრიელ ეპისკოპოსი თუ ღმერთუ გიყვარს,აუცილებლად უნდა გვიყვარდეს მისი ხატიც - ადამიანი.ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის შიში და დაბრკოლება. ეპ.ლეონიდე ოქროპიდიძე სიყვარული სათავეა წინასწარმეტყველებისა;სიყვარ ლი სასწაულთა მომცემელია;სიყვარული ბრწყინვალების უფსკლულია;სიყვარული ცეცხლის წყაროა,რამდენადაც აღმოცენდება,იმდენად აღანთებს წყურვილს;სიყვარული ანგელოზთა სიმტკიცეა;სიყვარული მარადიულის გამარჯვებაა. წმ.იოანე სინელი ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი გიყვარდეს.უფლის შემდეგ მოყვასის სიყვარული საკუთარი თავისას გაუტოლე,ხოლო თუ სრულყოფილება გსურს,მაშინ უკანასკნელი პირველს მიუტანე მსხვერპლად და მიწიერი ბედნიერება,რომელსაც საკუთარ თავში მოიპოვებ ამის შედეგად,იქნება დასაწყისი და წინდი შენი მარადიული ბედნიერებისათვის ზეცაში. ნუ იქნები თავის მოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები;ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები. სიყვარული იბადება უბიწოებით,უბიწოება - ღვთის სასოებით,სასოება - მოთმინებითა და სულგრძელებით,ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშეკავებით,თავშეკავებულობ - ღვთის შიშით,შიში - ღვთის რწმენით. წმ.მაქსიმე აღმსარებელი |
izi-bartki |
May 2 2010, 09:25 PM
პოსტი
#2
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
რაღაც წერა მომინდა...
მოგენატრა ციცინათელები? - სიყვარული? - ჰო... - სიყვარულს ნაჩუქარ ყვავილებში ვერ იპოვნი და არც ცივ ასფალტზე დანთებულ ცეცხლის გულში დაგხვდება, სიყვარული რაღაც სხვაა, დიდი და დაუტევნელი. მთლიანი არსებაა, ცოცხალი და ნამდვილი. სიყვარულიც ისევე სუნთქავს როგორც ჩვენ, ყველანი, უჩქარდება გული, თვალები უბრწყინავს და უხარია, - სტკივა კიდეც. სიყვარული სანთლის შუქზე დაწერილ პიესას გავს ----- უკვდავია, უბრალოდ, დროდადრო ძალის მოსაკრებად იძინებს. ზოგჯერ ყველაზე დიდი მდუმარებაა ან პირიქით, - ქმედება და ქაოსია. . . სიყვარული ღმერთიცაა და ადამიანიც, ცაც და ჰაერიც, დაგუბებული ტბაც და პაწიას ღიმილიც, არტერიაა, არა, უფო მეტი - სისხლივით შეუცვლელია. თბილი თითების შეხებაა სახეზე და ჟრუანტელი მთელს სხეულში. თავზეხელაღებულია მეკობრესავით და ცრემლებივით უმართავი. - . . . smile.gif - ცრემლებზე რატომ გეღიმება? გული სიყვარულის საბუდარია, იმიტომ რომ, გულში, ყველაზე მეტად თბილა, თუმცა დრო სჭირდება ნაჭუჭის გამოსამტვრევად, ნაჭუჭი ეგოიზმია და არ უშვებს სიყვარულს თავის ნამდვილ სამყოფელში, სამყოფელი - სულია, სული კი ყველაფერი! როგორ ციმციმებენ სიყვარულით სავსე სულები, ისინი ყოველთვის ციცინათელები მგონია, ლამპიონებივით თვალებს არ გჭრიან და ყოველთვის თავისკენ გიზიდავენ, განსაკუთრებით ღრუბლიან ღამეში, როცა მთვარე იმალება და უკუნეთი სიბნელეა, ანათებენ მბჟუტავი შუქით, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვენ, უბრალოდ, შუშის ქილაში არ უნდა გამოამწყვდიო, თუ მოუნდება თავად მოფრინდება და შენს ეზოში დასახლდება. . . ოოოჰ, რამდენი მალაპარაკე. . . რაო, მოგენატრა ციცინათელები?Dდაელოდე და მოფრინდებიან, - როდის? - გაზაფხულზე ან ზაფხულში, ან იქით გაზაფხულზე ან იქით ზაფხულში, აბა მე რა ვიცი როდის? ი.ბ. 19.02.2010. ეს პატარა სიყვარული, ჩემებურად მალე სხვასაც შემოგთავაზებთ (გაუმჯობესებულ ვერსიას ეს ჩანახატებში კი დავდე, მაგრამ, შემიტყუა თემის სათაურმა და აქაც დავდებ თქვენის და მოკრძალებული ნებართვით -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი