სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| აბე |
Mar 16 2010, 04:50 PM
პოსტი
#1
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
გამიჩნდა იდეა, რომელმაც კაიროსისა და ნაინას რჩევების საფუძველზე სახე იცვალა და საბოლოო სახე მიიღო ასეთი: ფორუმის თავფურცელზე ზემოთ ეწეროს რომელიმე წმინდა მამის, ან ჩვენი უწმინდესის ილია II-ის ფრაზა, გამონათქვამი რელიგიური ცოდნის შეძენის მნიშვნელობასთან დაკავშირებით(ალბათ ექნება მას ასეთი ფრაზა),თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იმის უფრო ღრმად ცოდნა, თუ რას წარმოადგენს ჩვენი რელიგია, რას გვასწავლის იგი.
არსებობს მრავალი რელიგიური საიტი, სადაც არის ამგვარი წარწერები, იქნება ეს სახარებიდან მაცხოვრის სიტყვები, ჩვენი უწმინდესის სიტყვები, რომელიმე წმნიდანის შეგონება თუ სხვ. ამრიგად, მიმაჩნია, რომ არც ჩვენს ვებ გვერდზე იქნება ასეთი გამონათქვამი კონტექსტიდან ამოვარდნილი, მით უფრო რომ ფორუმი ინფორმაციის გაცვლის, გარკვეულწილად ცოდნის მიღების საშუალებაა და გამონათქვამიც ცოდნის მიღების მნიშვნელოვნებაზე იქნება. რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენ? შენიშვნა: აღნიშნული ფრაზა არ იქნება ისეთი, რომელიც ადამიანს საკუთარ სინდისთან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს, რელიგიური ცოდნის მიღების დაზარების გამო. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
| +ვახტანგი+ |
May 4 2010, 10:04 PM
პოსტი
#2
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 |
მამათა გამონათქვემები სხვადასხვა თემაზე: http://www.orthodoxy.ge/mamebi.htm
მგონი სინანულზეც კარგი იქნება. http://www.orthodoxy.ge/mamebi/sinanuli.htm ეს დაკოპირებული ციტატა „სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა. ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი. თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ. საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს. წმ. ტიხონ ზადონელი ნუ იტყვი: „ხვალ“, იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია. წმ. გრიგოლ დიოლოღოსი ბედნიერია ის, ვინც სიბერეში მაინც მოასწრებს სინანულის ცრემლის ჩამოგდებას სიყრმის გატაცებების გამო. წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს. აბბა ისაია სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით. წმ. ეფრემ ასური ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე. წმ. ეფრემ ასური ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის. წმ. ეფრემ ასური ჩვენმა სინანულმა უნდა შეაღწიოს ჩვენი სულის სიღრმეში, შეძრას და სრულებით შეცვალოს იგი – აზრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით. როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? – ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელს ქვეყანაზე ძვირფასია. ნუთუ არ იტირებ მისთვის? საკუთარი არარაობის შეცნობა - ამაზე უნდა ვიფიქროთ არა თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ, არამედ ყოვლდღიურად, ყოველწუთიერად, სანამ სინანულის გრძნობა არ შეერწყმება ჩვენს არსებას, არ გაგვიჯდება ძვალსა და რბილში, არ გახდება ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილი; და როდესაც შევიძენთ ამ უხრწნელ საგანძურს, სიცოცხლის ბოლომდე თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას. სქემიღუმენი საბა რამდენს ვიტირებთ და ვინანებთ იმის გამო, რომ ამქვეყნად არ ვტიროდით და არ ვინანიებდით. აბბა სტრატილატე ხედვა თვისთა ცოდვათა და მისგან შობილი სინანული არის საქმე, რომელსაც მიწაზე დასასრული არა აქვს. ცოდვის ხედვით იბადება განმწმედი სინანული; თანდათანობით განწმედილი გონების თვალი იწყებს ადამიანის არსების ისეთი ნაკლოვანებებისა და დაზიანების ხედვას, რომელსაც ადრე თავისი დაბინდული გონებით სრულებით ვერ ამჩნევდა. ღმერთო! მოგვანიჭე ხედვა თვისთა ცოდვათა, რათა ჩვენმა გონებამ ვეღარ დაინახოს ახლობელთა შეცოდებანი. მოგვანიჭე სინანულის უდიდესი ნიჭი, წინამორბედი და მშობელი საკუთარი ცოდვის ხედვის უნარისა, დაგვიცავი ამ მადლით შენსკენ მომავალ გზაზე და მოგვეც უნარი, მოგეახლოთ შენ... წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო. იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა, რადგან სადაც სინანულია, იქ ღვთისაგან შენდობა, მისი წყალობა და მადლია. სინანულის ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ განვწმენდთ, ესეც უფლის მადლითა და შემწეობით ხდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ვგრძნობთ, რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ ცოდვებს განვიცდით. ამიტომ ვევედრებით სულიწმიდას: „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა“. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სინანული რომ არ არსებობდეს, არც ცხონება იქნებოდა. აბბა ისაია ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა, იგი კეთილ გზას ადგას და შეუძლია, ცოდვათა მიტევების იმედი ჰქონდეს. ნეტარი ავგუსტინე ვიყოთ ნინეველნი და არა სოდომელნი, ვუმკურნალოთ ცოდვას, რათა ცოდვით არ აღვესრულოთ. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა. წმიდა ისააკ ასური ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება. წმიდა ტიხონ ზადონელი უფალს ისე არ განარისხებს ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს შევიცვალოთ. წმიდა იოანე ოქროპირი ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს. წმიდა ეფრემ ასური გაფრთხილდი, რათა მაშინღა არ გაგახსენდეს სინანული, როცა სასოწარკვეთილებისთვისღა გექნება დარჩენილი დროცა და ადგილიც! წმიდა ისიდორე პელუსიელი ზოგჯერ, როცა ტაძარში ვდგავარ, სულს ღვთის ახლომყოფობის შეგრძნება ეუფლება. მაშინ მე ხატების კი არა, თვით წმინდანთა გარემოცვაში ვექცევი, მსახურებაზე ჩამოსულთ რომ აუვსიათ ტაძარი და ყოველი მხრიდან გამომცდელად შემომცქერიან. რისთვის ავარიდო მათ მზერას თვალი, ან ბნელ კუთხეში რისთვის მივიმალო, როცა ღვთის რჩეულნი სახეში კი არა, ჩემს გულში იყურებიან? გული კი სად დაიმალება? და ვდგავარ ასე უმწეო და უღირსი მათი ყოვლისმხედველი მზერის წინაშე. ჩემი ბოროტი აზრები, დამფრთხალნი წმინდანთა გამოხედვით, სადღაც იმალებიან და ჩემს ტანჯვას თავს ანებებენ. გული, ალმოდებული საკუთარი ბიწიერების შეგრძნებით, შემუსვრილია წუხილით, თავით ფეხებამდე შევიგრძნობ საკუთარ უღირსებასა და ცოდვილობას. მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე სიტყვები, რომელთაც გუშინ ვერც კი ვამჩნევდი, დღეს თავიანთი სიღრმითა და სიბრძნით მაოცებენ, ისე რომ, მიჩნდება სურვილი, ზეპირად დავისწავლო და მთელი ცხოვრება სულში ვატარო? ამის მიზეზი ჩემი გულის არამდგრადობაა. გუშინ ის გაყინული იყო და, ამდენად, მხოლოდ მოხდენილობა და სიმკაცრე აღაფრთოვანებდა, დღეს კი ის დნობაშეპარულ თოვლს ჰგავს და სინათლესა და სითბოს შეჰხარის. მაინც, რა ხდება ჩემი გულის სიღრმეში, სადაც ვერც ჩემი მზერა, ვერც ჩემი გონება ვერ წვდება? იქ, ისევე, როგორც კამარაზე ამობრწყინდება და ჩაესვენება მზე, ყოველდღიურად იბადება და კვდება სინანული. მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე შევედ საკუთარ (თავში) გულში, მოიკრიბე მაცხოვნებელი გულის სიტყვანი და მით ეცადე განფიცხებული გულის დამსხვრევას... მოიგონე მოწყალება ღვთისა და დაირცხვინე... მოიგონე მართლმსაჯულება მისი და შეძრწუნდი... ნუ გადაიჩეხები სასოწარკვეთილების უფსკრულში... ნუ გაურბიხარ ღმერთს: რამეთუ სად გაექცევი მას? უფალი, რომელიც მზადაა დაგსაჯოს, მიგითითებს თავშესაფარზე - სინანულზე... ხსნის ერთი კარი ჰქონდა წარღვნას - კარი კიდობნისა, ერთი კარი აქვს ცოდვათაგან წარღვნასაც, - სინანულის კარი... შეხედე - ყველამ გაიარა ეს კარი: მონანულმა ავაზაკმა, ზაქემ, მეძავმა დედაკაცმა, ქრისტეს უარმყოფელმა პეტრემ, ქრისტეანეთა მდევნელმა პავლემ... მივედ შენც და დადექ მეზვერესთან, მხმობელი ხმითა მისითა: ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას! სინანული ის მომენტია, როცა განახლებული ძალით და ხელახლა უნდა დავფიქრდეთ ცხოვრებასა და საკუთარ თავზე. ცხოვრებაზე - როგორი ჩაიფიქრა ის უფალმა ჩვენთვის, და საკუთარ თავზე - როგორი ცხოვრება შევქმენით ჩვენ. სინანული სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთგვარად შევაფასოთ განსხვავება უფლის მიერ ჩაფიქრებულსა და ჩვენს მიერ განხორციელებულს შორის; ჩვენთვის მოცემულსა და ჩვენს მიერ გამოყენებულს შორის, შესრულებულსა და შეუსრულებელს შორის. ეს უნდა გაკეთდეს, და - არა ერთხელ. ხშირად ჩვენ ამ დავალებას სიკვდილის ბოლო საათისათვის, ბოლო ავადმყოფობის დროისათვის ვიტოვებთ ხოლმე, იმ მომენტისათვის, როცა მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ უკურნებელი სენი გვჭირს ან სიკვდილის საშიშროება გვემუქრება. და მაშინ შიშის, სიკვდილის საფრთხის წინაშე სერიოზულნი ვხდებით საკუთარი თავის, ადამიანების, ღვთის მიმართ, ვწყვეტთ თამაშს ცხოვრებაში. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
აბე თავფურცელზე წმ. მამის ფრაზა Mar 16 2010, 04:50 PM
terra ორი ''კი'' ჩემგ... Mar 16 2010, 05:16 PM
afxazi იდეა კარგია. იაქტი... Mar 16 2010, 05:21 PM
ikanosi ადამიანი ჭადრაკის ... Mar 16 2010, 06:54 PM
აბე რადგანაც საიტი რელ... Mar 16 2010, 07:31 PM
terra
რადგანაც საიტი რე... Mar 16 2010, 08:31 PM
lingvo ”იყავით სრულ, ვითა... Mar 16 2010, 07:34 PM
აბე
[color=#000099][b]”იყავით სრუ... Mar 16 2010, 07:38 PM
KAIROS
ჩემგანაც. Mar 16 2010, 08:34 PM
აბე terra
დაწერე აბა რაიმ... Mar 16 2010, 08:35 PM
terra
terra
დაწერე აბა რაიმ... Mar 16 2010, 08:48 PM
აბე
,,არ არსებობს კაცი, ... Mar 16 2010, 08:50 PM
ა ნ უ კ ა
,,არ არსებობს კაცი, ... Mar 16 2010, 10:16 PM
neo ფრაზას გააჩნია Mar 16 2010, 08:38 PM
KAIROS ბრძნული აზრები საკ... Mar 16 2010, 08:53 PM
terra
მაიცა, დავტკბე სიტ... Mar 16 2010, 08:59 PM
ნონა
უჭკუო ჩივის,რომ ხა... Mar 16 2010, 09:02 PM
აბე მე უფრო სხვა რამეზ... Mar 16 2010, 09:00 PM
KAIROS ვიცი აბე, თუმცა ზოგ... Mar 16 2010, 09:21 PM
ikanosi მოკვდავსა სიტყვას ... Mar 16 2010, 09:22 PM
terra ბუასტი:- ეძებეთ ისე... Mar 16 2010, 10:10 PM
ikanosi ა ნ უ კ ა
გავმრავლდე... Mar 16 2010, 10:22 PM
lingvo ასე არაფერი გამოვა... Mar 16 2010, 10:51 PM
ikanosi lingvo
წმინდა მამების ... Mar 16 2010, 10:54 PM
lingvo ikanosi
საერო კი იქნება,... Mar 16 2010, 10:57 PM
ikanosi lingvo
ეგეც ვნახე..გადა... Mar 16 2010, 11:02 PM
აბე
lingvo
ეგეც ვნახე..გადა... Mar 17 2010, 12:00 AM
Ligia ხო ისე არ გვაწყენდ... Mar 17 2010, 04:00 AM
მარიამი სულ ერთიდაიგივე ფრ... Mar 17 2010, 10:09 AM
KAIROS
უნდა იცვლებოდეს, მ... Mar 17 2010, 10:23 AM
აბე პრობლემა იმაშია, რ... Mar 17 2010, 03:07 PM
::სალომე:: კი და არა Mar 17 2010, 12:51 PM
ქევანა ყველაზე დიდი კი რა... Mar 17 2010, 02:25 PM
ikanosi
:mellow: არა Mar 17 2010, 02:59 PM
lamara მეორე კითხვას არა, ... Mar 17 2010, 03:02 PM
newbie კი, რათქმა უნდა, კიი... Mar 17 2010, 11:13 PM
აბე
კი, რათქმა უნდა, კი... Mar 18 2010, 02:10 PM
ალექსანდრე მეც მასე ვფიქრობ რ... Mar 19 2010, 01:28 AM
ბადრი ალექსანდრე
მხარს ... Mar 19 2010, 07:20 AM
აბე ალექსანდრე
ბადრი
... Mar 19 2010, 05:11 PM
anriko777 გამაგებინეტ მამაო ... Dec 19 2010, 03:04 PM
ბადრი აბე
კარგია Mar 19 2010, 05:43 PM
terra აბე
კაია.
მე მომწონ... Mar 19 2010, 05:43 PM
kato_Bato მე მგონია, რომ გადა... Mar 19 2010, 06:05 PM
აბე
მე მგონია, რომ გადა... Mar 19 2010, 06:22 PM
ნონა იმედია არ გავაღიზი... Mar 19 2010, 08:13 PM
აბე
იმედია არ გავაღიზ... Mar 19 2010, 09:13 PM
lamara უეჭველია, ძლიერ გო... Mar 19 2010, 08:24 PM
.SaLoMe. პირველ შეკითხვაზე ... Mar 20 2010, 08:41 PM
ikanosi რა გადაწყვიტეთ საბ... Mar 20 2010, 08:47 PM
აბე ფრაზა 1:
"ღმერთს შე... Apr 7 2010, 04:29 PM
lamara ფრაზებს დავდებ და ... Apr 7 2010, 05:28 PM
აბე lamara
სამწუხაროდ გან... Apr 12 2010, 12:14 AM
KAIROS
აქ ორი გზაა აბე;
ან ... Apr 12 2010, 03:42 AM
KAIROS აჰა, ესეც იყოს:
ოქრო... Apr 12 2010, 04:36 AM
აბე KAIROS
მე ამ გზას ვემხრ... Apr 12 2010, 03:40 PM
orthodox-georgia კი Apr 12 2010, 09:06 PM
KAIROS
ოქროპირს არ უთხრა, ... Apr 13 2010, 06:00 PM
lamara მამა პაისი მთაწმინ... May 4 2010, 09:04 PM
ikanosi ამ იდეამ კრახი გან... Jun 26 2010, 12:00 AM
lamara იქებ აქედან აირჩიო... Jul 4 2010, 04:22 PM
ikanosi აქაურობა მთლად დაი... Aug 26 2010, 11:28 PM
shavlegi პირადად მე მამა პა... Aug 27 2010, 05:12 PM
გუდაგუდა "განა არის ამ ქვე... Dec 18 2010, 01:49 PM
afxazi anriko777
სამწუხაროდ ჯე... Dec 19 2010, 03:13 PM
-Orthodoxy- ,,ეძიებდით სიკვდილ... May 13 2011, 09:12 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th November 2025 - 07:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი