![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Molen |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გიორგი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 ![]() |
ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დიდებული მომენტი, როდესაც ორი ადამიანი უნდა შეუღლდეს და დაიწერონ ჯვარი. უფალი მათ აკურთებთ და მისცემთ ლამპარს მომავალი ცხოვრებისა. უფალმა იესომ ბრძანა:
"შექმნის დასაბამიდან კი კაცად და ქალად შექმნა ისინი ღმერთმა. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თავისას და დედას, და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი." მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს: ოჯახს, რომელსაც ჯვარი არ აქვს დაწერილი და მხოლოდ ხელი აქვთ მოწერილი, მათი ერთად ყოფნა მრუშობად მიიჩნევა? და პირიქით, თუ ქალსა და მამაკაცს ჯვარი აქვთ დაწერილი, მაგრამ ხელი არ აქვთ მოწერილი მათი ერთად თანაცხოვრება რელიგიური ხედვით ხომ არ არის აკძალული? ანუ მე თუ გოგონასთან ჯვარი დავიწერე მექნება მასთან ერთად თანაცხოვრებისა და შვილის ყოლის უფლება, მიუხედავად იმისა, თუ ეგრევე არ მოვაწერე ხელი? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
![]() ![]() |
ლელუ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მუდამ შენი ელლი ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 21-April 10 წევრი № 8,670 ![]() |
საკმაოდ რთული თემაა.
ამ საკითხის გარშმეო მეც ხშირად გამჩენია კითხვები და პასუხი ხშირ შემთხვევაში ვერ მიმიღია. ადამიანს უფალთან, ჩემი აზრით, შუამავალი არ სჭირდება. მაშინ რა "ფუნქცია" აქვს მოძღვარს? ვინ უნდა აღასრულოს ქორწინების საიდუმლო და წინა საუკუნეებში, თუნდაც ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის დროს ეს როგორ ხდებოდა? ამის შესახებ მაინტერესებს ბიბლიაში რა წერია. მეჯვარე რამდენჯერმე ვყოფილვარ და ნუ სხვა ჯვრისწერასაც ბევრჯერ დავსწრებივარ, ყველა მღვდელი სხვადასხვანაირად ატარებს ამ საიდუმლოს, ეს რას ნიშნავს? საერთოდ დაწინდვა ახლა შემოვიდა "მოდაში", თუმცა მისი მნიშვნელობა ბევრმა არც იცის. ახლახანს მეჯვარე ვიყავი და მამაომ 10 წუთში დაწერა ჯვარი. ბევრი რამ გამოტოვა... ![]() საერთოდ რას ნიშნავს შემოკლებული ჯვრისწერა, შეიძლება შეამოკლო ის, რაც უფალმა დაგიწესა? ბიბლიაში წერია, რომ ვინც ერთი სიტყვას მოაკლებს ან დაამატებს უფლის ნათქვამს ის, საშინლად დაისჯება. ხო და ამ კითხვებზე მაინტერესებს პასუხი მეგობრებო. ვინც უფრო ღრმად ერკვევით. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 05:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი