სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
bravoshota |
Sep 18 2008, 10:48 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი - ჯუღაევი) და საქართველო:
სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა სტალინის მიერ 1923 წელს. დედაქალაქად უნდოდათ გორი აერჩია, მაგრამ მაშინდელმა ინტელიგენციამ წინააგმდეგობა გაუწია სტალინის გეგმას და რაღაცნაირად წინ აღუდგნენ ამას.. მოგვიანებით, 1937 წელს სტალინმა, ყველა ეს ადამიანი დახვრიტა... მაშ ასე, როდესაც 1923 წელს შეიქმნა "სამხრეთ ოსეთის" ავტონომია, მაშინ ცხინვალში მხოლოდ და მხოლოდ 3(!!!) ოსური ოჯახი ცხოვრობდა... მანამდე, 1920-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, რუსი ბოლშევიკების მიერ წაქეზებული ოსი მეომრები რამოდენიმეჯერ შეიჭრნენ ცხინვალში, და ქართულ ძალებს რამოდენიმეჯერ მოუწიათ მათი გაძევება ჩრდილოეთით... ცხინვალში სახლობდნენ ქართველები, და სხვათაშორის ებრაელებიც.. მას შემდეგ რაც ავტონომია გამოცხადდა, ცხინვალში და სხვა ტერიტორიებზე დაიწყეს ჩამოსახლება რუსების მიერ წაქეზებულმა ოსებმა.. და იმ ადამიანის ძეგლი, ვინც ეს ხალხი დახვრიტა, ჯერ კიდევ დგას გორში და იმ ადამიანის ძეგლი, ვისი დაგეგმილიც იყო ეს ცხინვალის კონფლიქტი, ჯერ კიდევ დგას გორში და ბევრი გორელი პატივს სცემს ამ კერპს როდის გამოვსწორდებით ქართველნო ?? პატივს ვცემ ყველა ოსს, რომელიც მათი ისტორიული ძმების, ქართველების მხარეზე დგას!! ბევრი რამეა მაგათზე და მაგათ მხრიდან ქართველების სიყვარულზე დამოკიდებული |
კანუდოსელი |
Feb 19 2010, 10:16 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
სტალინის ძეგლი უნდა ავიღოთ, ოღონდ, ჯერ საზოგადოება უნდა მომზადდეს და ამისთვის პირველ რიგში სტალინი უნდა გასამართლდეს
ამ მხრივ კანონისტი მართალია...თანაც ნაციონალების სტილით მისდგე და დაანგრიო იმ იმედით, რომ ძირეულს ანგრევ - ცოტა სასაცილოა - სტალინი უამრავი ადამიანის ტვინებშია ...აი ჯერ ის უნდა მოვსპოთ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
sable |
May 5 2010, 01:06 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
სტალინის ძეგლი უნდა ავიღოთ, ოღონდ, ჯერ საზოგადოება უნდა მომზადდეს და ამისთვის პირველ რიგში სტალინი უნდა გასამართლდეს ახლა მისი გასამართლება სასაცილოა, ეგ იგივეა მეფის ხელისუფლება რომ აღსდგა ინგლისში და ოლივერ კრომველის გვამი საფლავიდან რომ ამოიღეს და სახჩობელაზე რომ დაკიდეს. არც ეს ძეგლია ასაღები ეგ არის ისტორია და კულტურული ძეგლი მისადმი ამგვარი დამოკიდებულება რომ თითქოს ის ასაღებია ან რაიმე მისი მსგავსი ძაან ემოციურ ინპულსებზეა აგებული, ეს უნდა გადავლახოთ. სტალინი მისი ეპოქის შვილი იყო და არ იქნებოდა ის და იქნებოდა სხვა მაგ. კამენევი, ბუხარინი ან ტროცკი; გააკეტებდნენ იგივეს და შეიძლება უარესს. მაგ ლოგიკით ტრუმენიც გასასამარტლებელია ატომური იარაღი რომ გამოიყენა მაგრამ აბა ეგ აშშ აზრად ვის მოუვა, შეიძლება ვინმეს ცუდ შედარებად მოეჩვენოს მაგრამ მე პირადად ვერ ვხედავ განსხვავებას იმათ შორის ვინც 2 000 000 ადამინის მოკვლის ბრძანება გასცა და იმის ვინც 2 00 000. არც ერთის გამართლება არ არის მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას რომ კულტურულ ძეგლებს გადაუარპთ. იყოს ის ძეგლი დღეს ის უფრო ხეირის მომტანია და არა სისხლის. ჯუღაშვილს არავითარი კავშირი არა აქვს ჯუგაევთან.ეს გვარი ქიზიყიდანაა.ერთი ოჯახი ცხინვალის რეგიონში გადასახლდა(კერძოდ სად ცნობილი არ არის, ყოველ შემთხვევისათვის მე არ ვიცი) იქიდან, ოსების მიერ შევიწროვებულები გადასახლდნენ გორის რაიონში. ქიზიყიდან არა ის კიდევ, ლილოდან არის მამამისი წამოსული და გორში ჩასახლებული. ლილში კი ვიცით მაშინ ვინც ცხოვრობდა. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი