"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" |
Believer |
Mar 27 2010, 09:45 PM
პოსტი
#1
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
საქართველოში "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" ფუძნდება დღეს "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" პრეზენტაცია გაიმართება. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" დამფუძნებლების განცხადებით, კავშირის მიზანს მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-განვითარება წარმოადგენს. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრები ღვთისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას და ქართული ცნობიერების შენარჩუნებას ვემსახუროთ. ჩვენი დიდი ერთობა იქნება ის ქმედითი ძალა, რომელიც ყველგან და ყოველთვის დაიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს და ქართულ ეროვნულ ფასეულობებს, მის კულტურასა და ტრადიციებს და რეალურად დემოკრატიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებისათვის თავდაუზოგავად იღვაწებს. ბოლოდროინდელი პოლიტიკური ბატალიებით და ქვეყანაში განვითარებული პროცესებით იმედგაცრუებული ქართველობა ნელ-ნელა გამორკვევას იწყებს და ხვდება, რომ ღვთის ძალისა და მისი შეწევნის გარეშე საქართველოს გადარჩენა და აღორძინება შეუძლებელია," - ნათქვამია "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” განცხადებაში. [b]მოძრაობის თავმჯდომარე "Georgian Times"-ის რედაქტორი მალხაზ გულაშვილია, მოძრაობის წევრები - ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა დევდარიანი, "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ელიზბარ ჯაველიძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუა, პოეტი რეზო ამაშუკელი, "ქართული ფილმის" პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი, ხელოვნებათმცოდნე ბაია ამაშუკელი, ახალგაზრდული მოძრაობის "წინ" თავმჯდომარე შოთა აფხაიძე, ასევე იური ვაზაგაშვილი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, გურამ ფირცხალავა, დიმა ჯაიანი და სხვები. "სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის" წარდგენა-ბრიფინგი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.[/b] http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=45027&Itemid=1 ახალი მართლმადიდებლური მოძრაობა თამარ ჩხეიძე http://netgazeti.ge/GE/2/News/1208/ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა ქრისტესმიერი ერთობით და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის სურვილით– ეს სწორედ ის ახალი ორგანიზაციაა, რომლის პრეცენტაცია ორგანიზაციის წევრებმა დღეს "ქორთიარდ მარიოტში" მოაწყვეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ პირს დასჯიან, ვიც ილია II -ს და ილია ჭავჭავაძეს ლანძღავს. ახალ ორგანიზაციას დამფუძნებელთა თქმით უკვე 5 ათასამდე წევრი ჰყავს. სლოგანით "დექით მტკიცედ და შეურყევლად" – ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს აერთიანებს. მათ შორის არიან ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, პოლიტიკოსი მამუკა გიორგაძე. ასევე რამდენიმე ჟურნალისტი, „ახალი თაობიდან“ ,სტუდია „ობიექტივიდან“ და „სვაბოდნაია გრუზიიდან“. ორგანიზაციის წევრია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუაც. თუმცა მის გარდა, შეხვედრას ამ კავშირის თანათავჯდომარე ავთანდილ უნგიაძე და მისი რამდენიმე თანამოაზრეც ესწრებოდნენ. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილია, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი და აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილი რუსეთ–საქართველოს საზოგადოების წევრი. "მართლმადიდებლობა ამ ორგანიზაციის მთავარი შემკვრელი და მამოძრავებელი ძალაა" – აცხადებენ ორგანიზაციის წევრები – „ქრისტესმიერი ერთობით ვიწყებთ დიდ ქართულ საქმეს.“ ამ განცხადებას კი წინ უძღვოდა საუბარი მონარქიის აღდგენაზე. „კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“. მალხაზ გულაშვილის თქმით ორგანიზაციის, რომელიც მისი თქმით არ არის პოლიტიკური, მიზანია მოლაპარაკებების გამართვა კავკასიელ ხალხთან და დიალოგი რუსეთთან. მართლმადიდებლური სულისკვეთების განმტკიცება, „კონკორდატის“ რეალური ამოქმედება, ეროვნულ უმცირესობებში მამულიშვილური სულისკვეთების აღზევება, აღზრდა –განათლებაში მართლმადიდებლობის წინა პლანზე წამოწევა და პატრიოტ–მართლმადიდებელთა კონსოლიდაცია – ესაა ახლადშქმნილი ორგანიზაციის მიზნები. დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია „პოლიტიკური ბატალიებით დაღლილ–დაქანცული ქართველების გამორკვევას „შეეცდება". ამ პროცესში ჩართვას აპირებენ მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, ლელიკო ჯაფარიძე, მომღერალი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან არის დაკავშირებული, და რომელიც წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა, ამავე პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა არა წევრის სტატუსით. მიუხედავად ამისა, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს ახალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. „მოქალაქის და მრევლის წევრის ერთ ადამიანში ჩამოყალიბების სურვილი არის ძალიან დიდი და მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა მართონ საზოგადოებრივი ცხოვრება“, – ამბობს მამუკა გიორგაძე. მალხაზ გულიაშვილმა ორგანიზაციის შექმნის მოტივის გარდა, იმაზეც ისაუბრა, რომ საპატრიარქოსა და კერძოდ ილია მეორესთან „სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას“ კავშირი არ აქვს. „მრევლის დაცვისთვის“ შექმნილი ორგანიზაციის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვა არ არის. თუმცა ამავე კავშირის წევრი, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას „ფულიანი ხალხის“ მათკენ გამოხედებას: „მე გავანთავისუფლებ საქართველოს ამ ჭირისგან ერთ თვეში, მოახედეთ ფულიანი ხალხი ჩვენკენ“ . თუმცა სანამ ფულიანი ხალხი ორგანიზაციის შესაძლებლობებს შეაფასებდეს, ნანა დევდარიანი, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, ადამიანების უფლებებზეც საუბრობს. ამჯერად კი ის როგორც მართლმადიდებლების უფლებების დამცველია. მისი თქმით, ომბუდსმენად მუშაობის მანძილზე, „ხშირად მიხდებოდა სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების დაცვა, ვიღაცები ფიქრობენ, რომ მართლმადიდებლობა არის უმრავლესობა და ამიტომ მას დაცვა არ სჭირდება.“ შეხვედრაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც ისმოდა. მაგალითად იგივე ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ „არც ერთი ჩვენგანი ძალით ვიღაცის მოჭკვიანებას არ აპირებს“, ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა: „ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“ მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
llaasshhaa |
May 5 2010, 02:21 AM
პოსტი
#2
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
Otherguy
ციტატა ეხლა კი საქართველოს ემუქრება ის რომ - მას შემდეგ რაც გახდება დემოკრატიული ქვეყანა - კიდევ უფრო მომრავლდებიან არამართლმადიდებლები და ასევე ფსევდომართლმადიდებლები(ნუ ამას ეხლა იტანს საქართველო და მერეც აიტანს )... რაც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანად წოდების საკითხს... რაც ცხადია დემოკრატიული იქნება, მაგრამ არ შეეგუება ამას ერის დიდი ნაწილი... საქართველი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მტერი ვერაფერს გახდება მართლმადიდებლობასთან ბრძოლაში მართლმადიდებლობასთან მებრძოლი ბევრი უნხავს მსოფლიოს მაგრამ გამარჯვებული არცერთი დამარცხებული კი ყოვეთვის თითონ არიან ვინაიდან ვერ აცნობიერებენ რომ მათ საქმე ცოცხალ ღმერთან აქვთ ყოვლისშემძლე ღმერთთან და ეს უსუსური ადამიანები რას გხდებიან : ) ვერც ვრაფერს -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
Otherguy |
May 5 2010, 02:24 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy საქართველი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და მტერი ვერაფერს გახდება მართლმადიდებლობასთან ბრძოლაში მართლმადიდებლობასთან მებრძოლი ბევრი უნხავს მსოფლიოს მაგრამ გამარჯვებული არცერთი დამარცხებული კი ყოვეთვის თითონ არიან ვინაიდან ვერ აცნობიერებენ რომ მათ საქმე ცოცხალ ღმერთან აქვთ ყოვლისშემძლე ღმერთთან და ეს უსუსური ადამიანები რას გხდებიან : ) ვერც ვრაფერს ისლამიც ასევე დაუმარცხებელია, კათოლიციზმი და ასე შემდეგ... მართლმადიდებლობის დამარცხებას რას ეძახი? ცხადია ყოველთვის იარსებებენ მართლმადიდებლები, მაგრამ საქართველო სუფთად მართლმადიდებლური ქვეყანა აღარ იქნება... ამიტომ არის დემოკრატია შეუთავსებელი მართლმადიდებლობასთან... ასევე შეუთავსებელია ეთნიკური კუთხითაც... საქართველო იმიტომ ჰქვია რომ ქართველები უნდა ცხოვრობენ უმრავლესობაში... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი