![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ამ თემაში ჩვენ დავდებთ მხატვრულ ლიტერატურას, ეს ჩემი და კაიროსის იდეაა, უფრო სწორედ კაიროსმა მომიწონა.
აქ იქნება როგორც ქართული სხვა ენოვანი ნაწარმოებები. მალე გავხსნი თემას სადაც ჩვენ დავუპირისპირებთ თანამედროვე და "მამათა" მწერლობას. |
![]() ![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ივანე კრილოვი (თარგმანი აკაკი წერეთლისა)
მგელი და კრავი ერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ ჰსურდა. თურმე იმავ დროს მახლობლად, საჭირბოროტოდ კრავისა, დაძუნძულებდა პირღია მგელი, მსურველი ავისა. უეცრად სუნი რომ ეცა, რადგანც ჩიჩია უყვარდა, გამოიგონა შარები და საცოდავ კრავს მივარდა. შემოუძახა: „შე, ბრიყვო! აქ როგორა სვამ წყალსაო, რომ აღარ დასდევ კანონებს და აღარც სამართალსაო? ჩაგიდგამს წინა ფეხები, შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო! წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ, აღარც კი იბერტყ ყურსაო!“ - „რა ბრძანებაა, ბატონო, რას მერჩით მე საწყალსაო? თქვენ ზევითა ხართ – მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?“ - „მაშ, მე ვსტყუიო? გაჩუმდი! ნუ წაგიგდია ენაო! შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყვული წყენაო!“ - „ჯერ ერთი წლისაც არა ვარ, შარშანწინ როგორ მნახეო?“ - „მაშ, ძმა ყოფილა ის შენი, მიტომ მიგიგავს სახეო!“ - „არც ძმა მყავს, ჩემო ხელმწიფევ, ტყვილა რადა მდებთ ბრალსაო?“ - „შენი მოგვარე ხომ იყო? გადახდა უნდა ვალსაო! მომწყინდა შენი ბღავილი, ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო! შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო!“ უთხრა და ზურგზედ მოიდვა, ტყეში წაიღო საწყალი. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი? ეს არის ყველაზე პირველი ლექს-პოემა რომელიც პირველად ვისწავლე ზეპირად, ეხლა აღარ მახსოვს, ძალიან ლამაზია, კარგი ნათარგმნია. ივანე კრილოვი (თარგმანი აკაკი წერეთლისა) ჭრიჭინა და ჭიანჭველა დაჭრიჭინობდა, დახტოდა ჭრიჭინობელა პატარა და უშრომ-უზრუნველობით მთელი ზაფხული ატარა. მაგრამ ბოლო დროს, ზამთარმა თვალი რომ გამოუჭყიტა, შეკრთა მოცლილი მღერალი და შიშმა წელი მოსწყვიტა. გაჰქრა იგი დრო, როდესაც ყოველგან დროს ატარებდა, ცა ქუდად აღარ მიაჩნდა, მიწას ფეხს არ აკარებდა!.. სიმშილით კუჭი უხმება, თანაც სიცივით კანკალობს, ვეღარ ჰხტის, ენაც ჩაჰვარდა, ჩვეულებრივად ვერ გალობს! ან კი რაღა დროს ხტომაა და რა დროს ჭიანურია, როცა რომ ლხინის მოყვარეს სცივა, ჰშია და სწყურია? კარზე მიადგა ჭინჭველას ვედრებით: „ჩემო ნათლია! ნუ მომკლავ გაზაფხულამდე და გამომკვებე, მადლია!“ ჭინჭველამ ჰკითხა: „ზაფხული როგორღა გაატარეო?“ - „ვილხენდი, გამოვაყრუე ჭრიჭინით არე-მარეო“. - „მაშ, თუ მაგრეა, რადგანაც ზაფხულში იფარფაშეო, მიბრძანდი ეხლაც და სინჯე – იხტუნე, ითამაშეო!“ ასევე კრილოვია, ასევე აკაკის ნათარგმნია. ძალიან მხატვრულად და ულამაზესად არის გადმოცემული ეს ლექსები. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 01:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი