მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება? |
Atman |
Mar 30 2010, 05:58 PM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
afxazi |
May 7 2010, 05:40 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ციტატა მამა ღმერთის პიროვნული განსახიერება ქრისტეა, თვითონ ტერმინი განსახიერება არაადეკვატურია, აქ უნდა იყოს, სახარების საფუძველზე, ტერმინი ხატი. თუმცა წინადადება არასწორია და შეუსაბამო დოგმატიკასთან. პიროვნული განსახიერება ნიშნავს ფაქტიურად იგივეობას, ეს კი დაუშვებელია. პიროვნება ერთია, განმაცხადებელი ბუნებისა. სამება არის ერთი სრული არსი სამ სრულ ჰიპოსტასში (პირში). მამა ძე და სულიწმინდა არსით ერთნი, მხოლოდ თითო-თითო ჰიპოსტასური თვისებით სხვაობენ (მამა უშობელია, ძე შობილი, სულიწმინდა კი მამისგან გამომავალი). ბევრი რომ არ გავაგრძელოთ სწორი ფორმა იქნებოდა შემდეგი: "ძე არის მამის ხატი". სარკე შეიძლება ირეკლავდეს ვინმეს გამოსახულებას, მაგრამ სარკე სხვაა და მასზე გამოსახული სხვა. ციტატა ხოლო სული წმიდა კი მისი სულია. ეს ფრაზაც ძალიან არასწორია (მე მგონი სიფრთხილე გვმართებს დოგმატიკაზე საუბრისას). ისევე როგორც მამა და ძე, აევე სულიწმინდაც ჰიპოსტასია (პირია) და არა იგივეორივი მამასთან და ძესთან, ან ნაკლები მათზე. სულიწმინდა არ არის სული მამისა. ციტატა ანუ ქრისტეს ბუნება გვიჩვენებს ღმერთის ბუნებას. ქრისტეში ალბათ მან განასახიერა საკუთარი თავი ყველაზე მეტად, თუმცა ამავე დროს ის როგორ თომას სახარებაშია ნათქვანი არის ყველა ჩვენთაგანშია და ამასთან ჩვენს ირგვლივ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ის ვერ იქნება ყველა ჩვენთაგანში განსახიერებული სრულყოფილად, ხოლო ქრისტეში მოხდა მისი ყველაზე სრულყოფილად განსახიერება. unsure.gif აი ეს წინადადება კი სუფთა არიანულია, რომელიც ქრისტეს, ძე ღმერთს ქმნილებად აღიარებდა, თუმცა მიუთითებდა რომ ის ქმნილებათა შორის უპირველესი და აღმატებულია, თუმცა მაინც ქმნილება. ძე არის მამის თანასწორი და ერთარსი მისი., ისევე როგორც სულიწმინდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი