სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Believer |
Mar 27 2010, 09:45 PM
პოსტი
#1
|
![]() კეთილმორწმუნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
საქართველოში "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" ფუძნდება დღეს "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" პრეზენტაცია გაიმართება. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" დამფუძნებლების განცხადებით, კავშირის მიზანს მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-განვითარება წარმოადგენს. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრები ღვთისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას და ქართული ცნობიერების შენარჩუნებას ვემსახუროთ. ჩვენი დიდი ერთობა იქნება ის ქმედითი ძალა, რომელიც ყველგან და ყოველთვის დაიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს და ქართულ ეროვნულ ფასეულობებს, მის კულტურასა და ტრადიციებს და რეალურად დემოკრატიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებისათვის თავდაუზოგავად იღვაწებს. ბოლოდროინდელი პოლიტიკური ბატალიებით და ქვეყანაში განვითარებული პროცესებით იმედგაცრუებული ქართველობა ნელ-ნელა გამორკვევას იწყებს და ხვდება, რომ ღვთის ძალისა და მისი შეწევნის გარეშე საქართველოს გადარჩენა და აღორძინება შეუძლებელია," - ნათქვამია "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” განცხადებაში. [b]მოძრაობის თავმჯდომარე "Georgian Times"-ის რედაქტორი მალხაზ გულაშვილია, მოძრაობის წევრები - ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა დევდარიანი, "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ელიზბარ ჯაველიძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუა, პოეტი რეზო ამაშუკელი, "ქართული ფილმის" პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი, ხელოვნებათმცოდნე ბაია ამაშუკელი, ახალგაზრდული მოძრაობის "წინ" თავმჯდომარე შოთა აფხაიძე, ასევე იური ვაზაგაშვილი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, გურამ ფირცხალავა, დიმა ჯაიანი და სხვები. "სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის" წარდგენა-ბრიფინგი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.[/b] http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=45027&Itemid=1 ახალი მართლმადიდებლური მოძრაობა თამარ ჩხეიძე http://netgazeti.ge/GE/2/News/1208/ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა ქრისტესმიერი ერთობით და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის სურვილით– ეს სწორედ ის ახალი ორგანიზაციაა, რომლის პრეცენტაცია ორგანიზაციის წევრებმა დღეს "ქორთიარდ მარიოტში" მოაწყვეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ პირს დასჯიან, ვიც ილია II -ს და ილია ჭავჭავაძეს ლანძღავს. ახალ ორგანიზაციას დამფუძნებელთა თქმით უკვე 5 ათასამდე წევრი ჰყავს. სლოგანით "დექით მტკიცედ და შეურყევლად" – ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს აერთიანებს. მათ შორის არიან ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, პოლიტიკოსი მამუკა გიორგაძე. ასევე რამდენიმე ჟურნალისტი, „ახალი თაობიდან“ ,სტუდია „ობიექტივიდან“ და „სვაბოდნაია გრუზიიდან“. ორგანიზაციის წევრია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუაც. თუმცა მის გარდა, შეხვედრას ამ კავშირის თანათავჯდომარე ავთანდილ უნგიაძე და მისი რამდენიმე თანამოაზრეც ესწრებოდნენ. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილია, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი და აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილი რუსეთ–საქართველოს საზოგადოების წევრი. "მართლმადიდებლობა ამ ორგანიზაციის მთავარი შემკვრელი და მამოძრავებელი ძალაა" – აცხადებენ ორგანიზაციის წევრები – „ქრისტესმიერი ერთობით ვიწყებთ დიდ ქართულ საქმეს.“ ამ განცხადებას კი წინ უძღვოდა საუბარი მონარქიის აღდგენაზე. „კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“. მალხაზ გულაშვილის თქმით ორგანიზაციის, რომელიც მისი თქმით არ არის პოლიტიკური, მიზანია მოლაპარაკებების გამართვა კავკასიელ ხალხთან და დიალოგი რუსეთთან. მართლმადიდებლური სულისკვეთების განმტკიცება, „კონკორდატის“ რეალური ამოქმედება, ეროვნულ უმცირესობებში მამულიშვილური სულისკვეთების აღზევება, აღზრდა –განათლებაში მართლმადიდებლობის წინა პლანზე წამოწევა და პატრიოტ–მართლმადიდებელთა კონსოლიდაცია – ესაა ახლადშქმნილი ორგანიზაციის მიზნები. დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია „პოლიტიკური ბატალიებით დაღლილ–დაქანცული ქართველების გამორკვევას „შეეცდება". ამ პროცესში ჩართვას აპირებენ მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, ლელიკო ჯაფარიძე, მომღერალი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან არის დაკავშირებული, და რომელიც წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა, ამავე პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა არა წევრის სტატუსით. მიუხედავად ამისა, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს ახალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. „მოქალაქის და მრევლის წევრის ერთ ადამიანში ჩამოყალიბების სურვილი არის ძალიან დიდი და მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა მართონ საზოგადოებრივი ცხოვრება“, – ამბობს მამუკა გიორგაძე. მალხაზ გულიაშვილმა ორგანიზაციის შექმნის მოტივის გარდა, იმაზეც ისაუბრა, რომ საპატრიარქოსა და კერძოდ ილია მეორესთან „სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას“ კავშირი არ აქვს. „მრევლის დაცვისთვის“ შექმნილი ორგანიზაციის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვა არ არის. თუმცა ამავე კავშირის წევრი, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას „ფულიანი ხალხის“ მათკენ გამოხედებას: „მე გავანთავისუფლებ საქართველოს ამ ჭირისგან ერთ თვეში, მოახედეთ ფულიანი ხალხი ჩვენკენ“ . თუმცა სანამ ფულიანი ხალხი ორგანიზაციის შესაძლებლობებს შეაფასებდეს, ნანა დევდარიანი, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, ადამიანების უფლებებზეც საუბრობს. ამჯერად კი ის როგორც მართლმადიდებლების უფლებების დამცველია. მისი თქმით, ომბუდსმენად მუშაობის მანძილზე, „ხშირად მიხდებოდა სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების დაცვა, ვიღაცები ფიქრობენ, რომ მართლმადიდებლობა არის უმრავლესობა და ამიტომ მას დაცვა არ სჭირდება.“ შეხვედრაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც ისმოდა. მაგალითად იგივე ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ „არც ერთი ჩვენგანი ძალით ვიღაცის მოჭკვიანებას არ აპირებს“, ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა: „ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“ მიმაგრებული სურათ(ებ)ი
-------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
![]() ![]() |
| ნაინა |
May 7 2010, 11:08 PM
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
რა ეშველება ამდენ გზააბნეულს.
-------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
Believer "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" Mar 27 2010, 09:45 PM
orthodox-georgia ვერ შეეშვა ეს ხალხ... Mar 27 2010, 10:15 PM
Believer orthodox-georgia
+1
საინტერე... Mar 28 2010, 02:24 AM
KAIROS
+1
მმკ-ს დანამატი იქ... Mar 28 2010, 03:48 AM
Believer KAIROS
მაშინ რას ვერჩ... Mar 28 2010, 04:04 AM
KAIROS
შენც იგივე შეცდომ... Mar 28 2010, 05:10 AM
მხევალი ნინო უიმე, რა მოძრაობა კ... Mar 28 2010, 09:31 AM
Believer საპატრიარქო ვალდე... Mar 28 2010, 09:43 AM
Amuza ეჰ, რა ძალიან ცხელა ... Mar 28 2010, 01:13 PM
Ismail
შუმერი ქაფიანიძე, ... Apr 6 2010, 04:18 PM
ქევანა
ლანძღვა ყველას სხ... Mar 28 2010, 09:12 PM
death მაგათგან არაფერი გ... Mar 28 2010, 10:30 PM
Believer გადაცემა "აქცენტ... Mar 29 2010, 12:57 AM
subterranean
არა Mar 29 2010, 04:34 AM
KAIROS
აი ეს ბ.ნი
http://geotimes.ge/in... Mar 29 2010, 05:40 AM
giga tatarashvilis fani ეს რაღააა? :D Apr 7 2010, 09:05 PM
A.v.B ბევრი არაფერი ვიცი... Apr 7 2010, 09:12 PM
led_guitar A.v.B
არა ვინც მართლმ... Apr 7 2010, 09:23 PM
A.v.B
A.v.B
არა ვინც მართლმ... Apr 7 2010, 09:26 PM
Believer A.v.B
სულის ცხონებას ... Apr 7 2010, 10:58 PM
A.v.B
A.v.B
სულის ცხონებას ... Apr 7 2010, 11:10 PM
Believer A.v.B
რამდენად მართლ... Apr 7 2010, 11:37 PM
A.v.B როცა მოიქცევა არამ... Apr 7 2010, 11:47 PM
led_guitar A.v.B
არა მე იეჰოვას მ... Apr 8 2010, 09:58 AM
A.v.B
A.v.B
არა მე იეჰოვას მ... Apr 9 2010, 12:32 AM
giga tatarashvilis fani A.v.B
აბა იეჰოველებს ა... Apr 9 2010, 07:14 AM
Believer აღარ ხუმრობენ ესენ... May 4 2010, 02:26 AM
Funkenstein
აღარ ხუმრობენ ესე... May 4 2010, 11:46 AM
კანუდოსელი გარდა თავმჯდომარი... May 4 2010, 12:01 PM
მხევალი ნინო ვაი :))) May 4 2010, 12:09 PM
კანუდოსელი სახეზეა ტიპიური მა... May 4 2010, 12:12 PM
terra არ მომწონს.
რა საჭი... May 4 2010, 12:15 PM
კანუდოსელი
არ მომწონს.
რა საჭი... May 4 2010, 12:18 PM
death http://i077.radikal.ru/1005/79/df71cff67f43.jpg
... May 4 2010, 12:59 PM
Believer
http://i077.radikal.ru/1005/79/df71cff67f43.jpg
... May 7 2010, 10:46 PM
ბექა
უკვე ჩაასწორეს :D :D ... May 11 2010, 05:39 AM
კანუდოსელი :D May 4 2010, 01:06 PM
Atman
http://i077.radikal.ru/1005/79/df71cff67f43.jpg
... May 4 2010, 01:09 PM
Funkenstein მამა თეოდორე გიგნა... May 4 2010, 01:37 PM
Otherguy „კონსტიტუციური მო... May 4 2010, 06:22 PM
Otherguy შეტაკება მომხდარა ... May 4 2010, 07:16 PM
llaasshhaa Otherguy
საქართველი ღვთ... May 5 2010, 02:21 AM
Otherguy
Otherguy
საქართველი ღვ... May 5 2010, 02:24 PM
KAIROS
სრული სიბნელე---
მა... May 5 2010, 02:40 AM
Funkenstein
სრული სიბნელე---
მა... May 5 2010, 02:54 PM
elusia
ეხლა ეკლესიაში თუ ... May 5 2010, 03:00 PM
elusia უი, უი, შენც დაგიჭერ... May 5 2010, 03:16 PM
sandro40 ეგენი მირჩევნია ლი... May 5 2010, 04:16 PM
Believer სახალხო მართლმადი... May 7 2010, 11:03 PM
ბადრი ნაციზმის სუნი მცემ... May 7 2010, 11:22 PM
ნონა
გვეშველება ნაინ გ... May 7 2010, 11:27 PM
lingvo ძალიან სამწუხარო ფ... May 7 2010, 11:57 PM
თამარი_ცქნაფო კავკასიას უყურებთ?... May 8 2010, 12:19 AM
ბადრი თამარი_ცქნაფო
ვაი May 8 2010, 12:28 AM
თამარი_ცქნაფო ეს სამარცხვინოები... May 8 2010, 12:29 AM
A.v.B ოო... საინტერესოა რა... May 8 2010, 12:33 AM
თამარი_ცქნაფო ისაკაძე და მისი სა... May 8 2010, 12:35 AM
A.v.B
ისაკაძე და მისი სა... May 8 2010, 12:38 AM

თამარი_ცქნაფო B)-->
sable
ისაკაძე და მისი სა... May 8 2010, 12:52 AM
თამარი_ცქნაფო
ან იქნებ ისინი გალ... May 8 2010, 12:53 AM
A.v.B რაც უნდოდა იტყვის...... May 8 2010, 12:45 AM
თამარი_ცქნაფო B)-->
A.v.B
B)--><div class='quotetop'>ც... May 8 2010, 12:51 AM
თამარი_ცქნაფო B)-->
ბიძია თომა ახალი სეკტა? ვა ხედ... May 8 2010, 12:54 AM
თამარი_ცქნაფო
ახალი სეკტა? ვა ხედ... May 8 2010, 12:56 AM
ბიძია თომა
:D :D
ჰა ცქნაფი დაფიქ... May 8 2010, 12:57 AM
თამარი_ცქნაფო
ჰა ცქნაფი დაფიქრდ... May 8 2010, 12:58 AM
ბიძია თომა
ეგენი ქიხები არია... May 8 2010, 12:59 AM
arjuni ფაშიზმია
კიდე კარგ... May 8 2010, 12:58 AM
თამარი_ცქნაფო
ფაშიზმია
კიდე კარ... May 8 2010, 12:59 AM
sable
ფაშიზმია
თავიდანვ... May 8 2010, 01:13 AM
თამარი_ცქნაფო
ეუფ ჯერჯერობით ის... May 8 2010, 01:17 AM
sable
აჰა
მაგას ისიც და... May 8 2010, 01:22 AM
MONTY იმდენს იზამენ რომ ... May 8 2010, 01:09 AM
arjuni თამარი_ცქნაფო
http://cosg... May 8 2010, 03:27 AM
Believer მალხაზ გულაშვილი რ... May 10 2010, 09:32 PM
arcivi9
მალხაზ გულაშვილი ... May 12 2010, 04:40 PM
Amuza სახალხო მართლმადი... May 10 2010, 10:28 PM
zviadauri როგოც ირკვევა მეგო... May 11 2010, 12:45 PM
terra http://maestro.ge/?address=uc&id=7982&page=1 May 11 2010, 03:37 PM
elusia რა ამოძრავებდა ამ ... May 13 2010, 09:01 AM
newbie
ციტატები როგორ ჩა... May 14 2010, 09:40 PM
ქევანა ბექა
ოი ბექაა, შენ ... May 14 2010, 10:09 PM
Tushi არ მოგწყინდათ ერთმ... May 14 2010, 10:32 PM
ქევანა Tushi
ეგ რომ მოგვწყინ... May 14 2010, 10:34 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st October 2025 - 02:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი