სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტალინის კერპი შუა ქართლში - გორის ცენტრში, გვეკადრება ?! |
bravoshota |
Sep 18 2008, 10:48 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,242 |
იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი - ჯუღაევი) და საქართველო:
სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა სტალინის მიერ 1923 წელს. დედაქალაქად უნდოდათ გორი აერჩია, მაგრამ მაშინდელმა ინტელიგენციამ წინააგმდეგობა გაუწია სტალინის გეგმას და რაღაცნაირად წინ აღუდგნენ ამას.. მოგვიანებით, 1937 წელს სტალინმა, ყველა ეს ადამიანი დახვრიტა... მაშ ასე, როდესაც 1923 წელს შეიქმნა "სამხრეთ ოსეთის" ავტონომია, მაშინ ცხინვალში მხოლოდ და მხოლოდ 3(!!!) ოსური ოჯახი ცხოვრობდა... მანამდე, 1920-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, რუსი ბოლშევიკების მიერ წაქეზებული ოსი მეომრები რამოდენიმეჯერ შეიჭრნენ ცხინვალში, და ქართულ ძალებს რამოდენიმეჯერ მოუწიათ მათი გაძევება ჩრდილოეთით... ცხინვალში სახლობდნენ ქართველები, და სხვათაშორის ებრაელებიც.. მას შემდეგ რაც ავტონომია გამოცხადდა, ცხინვალში და სხვა ტერიტორიებზე დაიწყეს ჩამოსახლება რუსების მიერ წაქეზებულმა ოსებმა.. და იმ ადამიანის ძეგლი, ვინც ეს ხალხი დახვრიტა, ჯერ კიდევ დგას გორში და იმ ადამიანის ძეგლი, ვისი დაგეგმილიც იყო ეს ცხინვალის კონფლიქტი, ჯერ კიდევ დგას გორში და ბევრი გორელი პატივს სცემს ამ კერპს როდის გამოვსწორდებით ქართველნო ?? პატივს ვცემ ყველა ოსს, რომელიც მათი ისტორიული ძმების, ქართველების მხარეზე დგას!! ბევრი რამეა მაგათზე და მაგათ მხრიდან ქართველების სიყვარულზე დამოკიდებული |
Iona |
May 8 2010, 12:14 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
ციტატა სტალინის ძეგლი არ დგას თბილისში, არც საქართველოს სხვა ქალაქებში. მისი ძეგლი ერთადერთ ქალაქშია, გორში, სადაც ის დაიბადა. საგულისხმოა ერთი რამ: განსხვავებით ადოლფ ჰიტლერისა, იოსებ სტალინი ევროპის ისტორიაში არ არის შეფასებული, როგორც ცალსახად უარყოფითი პიროვნება. ცხადია, მას, როგორც საბჭოთა იმპერიის ბელადს მეტად ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენებენ, მაგრამ სტალინის მხარდამჭერობა და სტალინელობა მაგალითად, იმავე ჰიტლერელობისაგან განსხვავებით, არ არის დასჯადი ევროპის ქვეყნებში. ამიტომ, ტურისტული ფუნქციით, სტალინის ძეგლის არსებობა მის მშობლიურ ქალაქში, ჩემი აზრით გამართლებულია. ქართველი იყო, ბოლო-ბოლო... იდგას გორში კი სხვაგანაც არის თითო ოროლა შემორჩენილი შეიძლება მაგრამ მასე სოფლებშში სტალინის ქუჩები ოხრადაა )))))) პროსტა სახელის შეცვლად დაავიწყდათ მასე მისი სახლს მუზეუმიც გასაუქმებიელი - იმავე ლოგიკით არათუ ძეგლი იმ ძეგლის გორში დგომა სულ არ ნიშნავს სტალინისტობას და გარა ამისა კაცმა მეორე მსოფიო ომი მოიგო -- იმ ქართველების ხსენებას თუ მივაგებთ პატივს ვინც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა (200,000 კაცი მოკვდა ხომ ?) - მაშინ სტლინიც იბრძოდა, მაშინ რა გამოდის ნორმალური იყო მთავრობამ გაამრჯვების მემორილი რომ დაანგრია ქუთAისში ? -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი