![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Believer |
![]()
პოსტი
#1
|
![]() კეთილმორწმუნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 ![]() |
ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ...
პატრიარქმა მამა დავით ისაკაძე მიტრის ტარების უფლებით და დამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ![]() პატრიარქის და სინოდის გადაწყვეტილებებს წინ ვერ აღვუდგებით, მაგრამ მამა დავით ისაკაძე ცნობილი ექსტრემისტული ჯგუფის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) ერთ-ერთი სულიერი ლიდერია, მონაწილეობდა ჰელოვინის დარბევაში, სხვა ფაქტები რომ არ მოვიყვანო ბოლო დროს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში შეჭრის, გადაცემის ჩაშლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო! ეს ფაქტები დაგმო საზოგადოების და პოლიტიკოსების უდიდესმა ნაწილმა, მამა დავითი კი პატრიარქმა დააჯილდოვა.... რა ხდება ხალხნო ![]() http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრიდან იქადაგა. ქადაგებისას პატრიარქმა ბოროტებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მსოფლიოში ძალიან მომძლავრდა ბოროტება, რომელიც სიკეთით უნდა დაიძლიოს. ქადაგების შემდეგ ილია მეორემ ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი იაკობი, ხოლო სოფელ დიღმის ეკლესიის წინამძღვარ დავით ისაკაძესა და იღუმენ ელიზბარ ივანიშვილს მიტრისა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება მისცა. დღესვე პატრიარქმა 8 ქართული გვარი დალოცა. -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
![]() ![]() |
Believer |
![]()
პოსტი
#2
|
![]() კეთილმორწმუნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 ![]() |
terra
ციტატა საუბარი მქონდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტზე, ჰელოვინის დროს. სხვა ფაქტები: სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს და მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს თბილისის წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ-მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ გიორგი ჩაჩავას გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა თქვენო უწმიდესობავ, როგორც მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში ჩვენს ეკლესიაში არსებული ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან ჩემს მიმართ განხორციელდა არა ერთი თავდასხმა, რომელთა შესახებაც მე ყოველთვის თქვენ მოგმართავდით. მოგახსენებთ, რომ ა. წ. 6 ივლისს, მეუღლესა და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ჩავედი ქ. ბორჯომში. დაახლოებით 15 საათზე, ვიმყოფებოდით რა ქ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე, ჩვენთან მოიჭრა ფოლკსვაგენის ტიპის მიკროავტობუსი, რომლიდანაც გადმოხტნენ თბილისის, სოფელ დიღმის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ისაკაძე და “წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის” ექვსამდე წევრი. მათ მე და ჩემს ოჯახს ალყა შემოგვარტყეს და არ მოგვცეს გადაადგილების საშუალება. დაგვიწყეს ხმამაღალი შეურაცხყოფა იქ დამსწრე საზოგადოების წინაშე. მიწოდებდნენ “სატანას”, “ანტიქრისტეს”, “მართლმადიდებლობის მოღალატეს”, “მასონს”, “მოსყიდულს”, “ეკლესიის მტერს” და სხვა. აგრეთვე ჩემი და ჩემი ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ დაგვიწყეს ფოტოსურათების გადაღება. ფაქტიურად მე და ჩემი ოჯახი გარკვეული პერიოდი დატყვევებული ვყავდით და იქ დამსწრე ხალხის წინაშე დაუბრკოლებლად გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. ჩემს მიმართ განხორციელებულ თავდასხმათა შორის ბოლო შემთხვევა იყო ყველაზე ბინძური, რადგან ახლა უკვე დაზარალდნენ ჩემი მეუღლე და ბავშვი, რომლებიც იმყოფებოდნენ ძლიერი ფსიქოლოგიური შოკის ქვეშ. თქვენო უწმიდესობავ, საქართველოს ეკლესიაში მოთარეშე ექსტრემისტული დაჯგუფებებისა და მათი ხელმძღვანელი სასულიერო პირების, აგრეთვეE ჩვენს ეკლესიაში არსებული რუსული გავლენის საჯარო კრიტიკის გამო ჩემსა და ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს ფიზიკური დევნა- შევიწროება. ჩემმა სიტყვიერმა მომართვებმა თქვენს მიმართ, მათ შორის ამ ბოლო თავდასხმის თაობაზე, არავითარი შედეგი არ გამოიღო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული სასულიერო პირები და მათი მრევლი ან საერთოდ აღარ ემორჩილებიან ეკლესიის ხელმძღვანელობას ან საპატრიარქოს თანამშრომლები ხელს უწყობენ რელიგიურ ექსტრემისტებს. მესმის რა, ჩემი პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, იძულებული ვიქნები მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რათა მათ უზრუნველყონ ჩემი ოჯახის კონსტიტუციური უფლება ფიზიკური ხელშეუხებლობის შესახებ. აგრეთვე იძულებული ვარ მივმართო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რათა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდეს იმ დევნის შესახებ რომელიც ხორციელდება, როგორც ჩემს ასევე ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ და პატრიოტულ პოზიციებზე მდგომ სხვა სასულიერო პირების მიმართ. გთხოვთ მომიხსენიოთ თქვენს წმიდა ლოცვებში დეკანოზი გიორგი ჩაჩავა 22 ივლისი, 2004 წ. თბილისი რომ არ თქვათ ძველიაო, ახალი ფაქტები ის ვიდეოებია, სადაც მამა დავითმა და მისმა სულიერმა შვილებმა ტელეკომპანია კავკასია დაარბიეს, სცემეს ხალხი და ჩაშალეს გადაცემა! სტუდიაში მეორედ მამა დავითი შეიჭმა და კადრში ეს ყველაფერი ნათლად ჩანს, დააკვირდით: http://www.youtube.com/watch?v=R-sKhnUWgRc -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 05:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი