პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 8 2007, 04:04 PM
პოსტი
#42
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მამაოსადმი დიდი პატივისცემით!
მამა ანდრია, სამწუხაროდ, ფორუმს შემუშავებული აქვს, ჩემი პირადი აზრით, ძალიან ჩარჩოებში ჩასმული კანონები, რომელთა გამო, ერთიდაიგივე კითხვაზე სხვადასხვა თემის გახსნას გვთავაზობენ... ამიტომ კითხვა, რომელიც იქ დავსვი აქ გადმოვიტანე, ეს იყო ერთგვარი მეორე კითხვა, იმ პასუხზე, რაც თქვენ ზებედეს კითხვაზე გაეცით: მომყავს თქვენი პასუხიდან ორი ნაწყვეტი: პირველი ციტატა: "...თუ წარწყმედაში ვგულისხმობთ ტანჯვას, მაშინ წარწყმედილს ვერ ვუწოდებთ ყველას, ვინც აღმოჩნდა ჯოჯოხეთში." მეორე ციტატა: "...მაგრამ ჯოჯოხეთში ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სატანჯველში ყოფნას. ასეთი ადამიანები იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებოდნენ აბრაამი და მართლები, რომელთა ნუგეში იყო მაცხოვრის მოლოდინი" ანუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც ტანჯვა არ არის? და სად წერია რომ "აბრაამის წიაღი" ჯოჯოხეთში ისევ არსებობს? იქნებ ეს ყველაფერი დამიდასტუროთ დოგმატიკით ან მამებით, ძალიან მნიშნველოვანი საკითხია და მომიტევეთ ჩაძიება... მაინტერესებს არის თუ არა ზემოთ მოცემული სწავლებები წმ. მამათა გადმოცემული? და თუკი გთხოვთ მიანიშნოთ. და გთხოვთ ზუსტად ( აბზაცი, და არა მხოლოდ ციტატა) მიანიშნოთ, რომელიც ამ სწავლებას გადმოცემს, მე რაცა მაქვს ესაა ინფორმაციები წმიდა მამებისა, რომლებიც არსად არ წერენ რომ ჯოჯოხეთში შეიძლება იყოს ისეთი ადგილი სადაც ტანჯვა არ იქნება, არამედ ერთხმად მიანიშნებენ საყოველთაო ტანჯვაზე: მაგალითად წმ. იოანე ოქროპირი: "იქ, წმიდა წერილის სიტყვებით, ცეცხლია, წყვდიადი, ბორკილები, მატლი დაუძინებელი, მაგრამ ისინი არა მარტო აღნიშნულს გულისხმობს, არამედ რაღაც სხვასაც, ბევრად უფრო საზარელს! ამაში რათა დარწმუნდე, პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაქციე შემდეგს: თუკი იქ ცეცხლია, მაშინ მითხარ, იქვე როგორღაა წყვდიადი? ხედავ, რომ ის ბევრად უფრო შემაძრწუნებელია აქაურობასთან შედარებით? იგი არ ქრება, ამის გამოც იწოდება ჩაუქრობლად. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი ტანჯვაა, განუწყვეტლივ იწვოდე, იყო წყვდიადში, დაუსრულებელად მოთქვამდე, კბილებს აღრჭენდე და არ იყო შესმენილი? როგორია, მთელი ქვეყნის მკვლელებთან ერთად იწვოდე, ვერაფერს ხედავდე, არც შენ სჩანდე და ხალხმრავლობაში მარტო გრძნობდე თავს? რამეთუ წყვდიადი და უსინათლობა არ იძლევა საშუალებას შეიცნო თვით ახლობელნიც კი, არამედ თითოეული ისეთ ყოფაში იქნება, თითქოსდა მარტო ის იტანჯება." აქ როგორც ვნახეთ ხსენებაც არაა "აბრაამის წიაღის ისევ ფუნქიონირების და ჯოჯოხეთში არსებული უტანჯველი ადგილის შესახებ" სწავლებისა პირიქით, ოქროპირს ყველაზე დიდ ტანჯვა სწორედ სამოთხეში არ ყოფნა მიაჩნია და შესაბამისად ეს სრულიად გამორიცხავს, რაიმე უტანჯველობას ჯოჯოხეთში: "..но я считаю гораздо тягчайшим геенны наказанием - не быть в той славе; и тому, кто лишился ее, думаю, должно скорбеть не столько от геенских мучений, сколько о лишении небесных благ: ибо это одно есть тягчайшее из всех наказаний. " ნაკრები ამ აზრებისა იხილეთ აქ (აქაც არც ერთი მსგავს რაც დაწერეთ არაფერს წერს): http://www.4shared.com/file/11846335/5e9eeb3b/jojo.html და კიდევ, თქვენ ადრე ბრძანეთ, რომ სულთმოფენობამდე ნათლისღება დაწესებული არ იყოო, მაგრამ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ თავად უფალი ნათლავდა და მოციქულებიც: 26. და მოვიდეს იოანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათვის შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა (იოანე, 3.26) სჯობს გავაღრმავო, რადგან შეიძლება თქვენ ეს მიპასუხოთ, რადგან ამაზე არსებობს ასეთი ვარაუდი,რომ მოგვიანებით იოანე აზუსტებს, უფალი არ ნათლავდა, არამედ მისი მოწაფენიო ( ამ ვარაუდს აქვს მნიშნველობა, რადგან თუკი ნათლისღება იწყება აღდგომის შემდეგ, მაშინა ავაზაკის საკითხი, შედარებით თითქოსდა ადვილად იხსნება, მაგრამ სიდონიაზე პასუხი ისევ გაუგებარი რჩება, ვფიქრობ მიახლოებით მაინც შეგვიძლია ვთქვათ, როდის გარდაიცვალა წმ.სიდონია...) წმ. იოანე მახარებელი წერს: "1. ვითარცა გულისხმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესოს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოანეს, 2. რამეთუ თვის იესო არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი" (იოანე 4;2) და ის რომ ეს ნათლობა მოწაფეთა იყო იგივე, რაც ნათლისმცემლის სინანულის ნათლობა, ეს აზრი არსებობს, მაგრამ მაინც ვერ ამართლებს სულთმოფენობამდე ნათლისღების აუცილებლობის უქონლობის შესახებ, ახლა მოვიყვან ტერტულიანეს ( შეიძლება აქ თქვან, რომ იგი წმიდანი არ არის, მაგრამ დავაზუსტებ, რომ ტერტულიანეს ეს სწავლება მიღებულია ეკლესიის მიერ და არ არის ანათემიტიზირებული), რომელი შავით თეთრზე უსვამს ხაზს, რომ ნათლისღება, როგორც საიდუმლო დაწესდა მაცხოვრის აღდგომის ანუ გამოხსნის აღსრულების შემდეგ "...не существует иного крещения, чем после Христа. Оно, конечно, не могло быть дано учениками, так как Господь не достиг еще тогда вершин Своей славы, и не сообщил еще действенности крещению страстями и воскресением. Ибо ни смерть наша не могла быть уничтожена ничем, кроме страдания Господа, ни жизнь восстановлена без Его Воскресения" სხვათაშორის ეგ ძალიან საინტერესო ტექსტია, შეგიძლიათ აქ იხილოთ: http://www.4shared.com/file/11876925/db2257c/_online.html მაპატიეთ, თუ სიტყვა გამიგრძელდა... დაგვავალებთ, თუკი თქვენს აზრსაც გაამყარებთ მამებით. ამ საკითხებთან დაკავშირებით მამა დავითის აზრიც მაინტერესებს! დიდი ბოდიში და დიდი მადლობა, მოუთმენლად ველი პასუხს! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი