სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| KAIROS |
Mar 8 2007, 04:04 PM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მამაოსადმი დიდი პატივისცემით!
მამა ანდრია, სამწუხაროდ, ფორუმს შემუშავებული აქვს, ჩემი პირადი აზრით, ძალიან ჩარჩოებში ჩასმული კანონები, რომელთა გამო, ერთიდაიგივე კითხვაზე სხვადასხვა თემის გახსნას გვთავაზობენ... ამიტომ კითხვა, რომელიც იქ დავსვი აქ გადმოვიტანე, ეს იყო ერთგვარი მეორე კითხვა, იმ პასუხზე, რაც თქვენ ზებედეს კითხვაზე გაეცით: მომყავს თქვენი პასუხიდან ორი ნაწყვეტი: პირველი ციტატა: "...თუ წარწყმედაში ვგულისხმობთ ტანჯვას, მაშინ წარწყმედილს ვერ ვუწოდებთ ყველას, ვინც აღმოჩნდა ჯოჯოხეთში." მეორე ციტატა: "...მაგრამ ჯოჯოხეთში ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სატანჯველში ყოფნას. ასეთი ადამიანები იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებოდნენ აბრაამი და მართლები, რომელთა ნუგეში იყო მაცხოვრის მოლოდინი" ანუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც ტანჯვა არ არის? და სად წერია რომ "აბრაამის წიაღი" ჯოჯოხეთში ისევ არსებობს? იქნებ ეს ყველაფერი დამიდასტუროთ დოგმატიკით ან მამებით, ძალიან მნიშნველოვანი საკითხია და მომიტევეთ ჩაძიება... მაინტერესებს არის თუ არა ზემოთ მოცემული სწავლებები წმ. მამათა გადმოცემული? და თუკი გთხოვთ მიანიშნოთ. და გთხოვთ ზუსტად ( აბზაცი, და არა მხოლოდ ციტატა) მიანიშნოთ, რომელიც ამ სწავლებას გადმოცემს, მე რაცა მაქვს ესაა ინფორმაციები წმიდა მამებისა, რომლებიც არსად არ წერენ რომ ჯოჯოხეთში შეიძლება იყოს ისეთი ადგილი სადაც ტანჯვა არ იქნება, არამედ ერთხმად მიანიშნებენ საყოველთაო ტანჯვაზე: მაგალითად წმ. იოანე ოქროპირი: "იქ, წმიდა წერილის სიტყვებით, ცეცხლია, წყვდიადი, ბორკილები, მატლი დაუძინებელი, მაგრამ ისინი არა მარტო აღნიშნულს გულისხმობს, არამედ რაღაც სხვასაც, ბევრად უფრო საზარელს! ამაში რათა დარწმუნდე, პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაქციე შემდეგს: თუკი იქ ცეცხლია, მაშინ მითხარ, იქვე როგორღაა წყვდიადი? ხედავ, რომ ის ბევრად უფრო შემაძრწუნებელია აქაურობასთან შედარებით? იგი არ ქრება, ამის გამოც იწოდება ჩაუქრობლად. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი ტანჯვაა, განუწყვეტლივ იწვოდე, იყო წყვდიადში, დაუსრულებელად მოთქვამდე, კბილებს აღრჭენდე და არ იყო შესმენილი? როგორია, მთელი ქვეყნის მკვლელებთან ერთად იწვოდე, ვერაფერს ხედავდე, არც შენ სჩანდე და ხალხმრავლობაში მარტო გრძნობდე თავს? რამეთუ წყვდიადი და უსინათლობა არ იძლევა საშუალებას შეიცნო თვით ახლობელნიც კი, არამედ თითოეული ისეთ ყოფაში იქნება, თითქოსდა მარტო ის იტანჯება." აქ როგორც ვნახეთ ხსენებაც არაა "აბრაამის წიაღის ისევ ფუნქიონირების და ჯოჯოხეთში არსებული უტანჯველი ადგილის შესახებ" სწავლებისა პირიქით, ოქროპირს ყველაზე დიდ ტანჯვა სწორედ სამოთხეში არ ყოფნა მიაჩნია და შესაბამისად ეს სრულიად გამორიცხავს, რაიმე უტანჯველობას ჯოჯოხეთში: "..но я считаю гораздо тягчайшим геенны наказанием - не быть в той славе; и тому, кто лишился ее, думаю, должно скорбеть не столько от геенских мучений, сколько о лишении небесных благ: ибо это одно есть тягчайшее из всех наказаний. " ნაკრები ამ აზრებისა იხილეთ აქ (აქაც არც ერთი მსგავს რაც დაწერეთ არაფერს წერს): http://www.4shared.com/file/11846335/5e9eeb3b/jojo.html და კიდევ, თქვენ ადრე ბრძანეთ, რომ სულთმოფენობამდე ნათლისღება დაწესებული არ იყოო, მაგრამ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ თავად უფალი ნათლავდა და მოციქულებიც: 26. და მოვიდეს იოანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათვის შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა (იოანე, 3.26) სჯობს გავაღრმავო, რადგან შეიძლება თქვენ ეს მიპასუხოთ, რადგან ამაზე არსებობს ასეთი ვარაუდი,რომ მოგვიანებით იოანე აზუსტებს, უფალი არ ნათლავდა, არამედ მისი მოწაფენიო ( ამ ვარაუდს აქვს მნიშნველობა, რადგან თუკი ნათლისღება იწყება აღდგომის შემდეგ, მაშინა ავაზაკის საკითხი, შედარებით თითქოსდა ადვილად იხსნება, მაგრამ სიდონიაზე პასუხი ისევ გაუგებარი რჩება, ვფიქრობ მიახლოებით მაინც შეგვიძლია ვთქვათ, როდის გარდაიცვალა წმ.სიდონია...) წმ. იოანე მახარებელი წერს: "1. ვითარცა გულისხმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესოს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოანეს, 2. რამეთუ თვის იესო არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი" (იოანე 4;2) და ის რომ ეს ნათლობა მოწაფეთა იყო იგივე, რაც ნათლისმცემლის სინანულის ნათლობა, ეს აზრი არსებობს, მაგრამ მაინც ვერ ამართლებს სულთმოფენობამდე ნათლისღების აუცილებლობის უქონლობის შესახებ, ახლა მოვიყვან ტერტულიანეს ( შეიძლება აქ თქვან, რომ იგი წმიდანი არ არის, მაგრამ დავაზუსტებ, რომ ტერტულიანეს ეს სწავლება მიღებულია ეკლესიის მიერ და არ არის ანათემიტიზირებული), რომელი შავით თეთრზე უსვამს ხაზს, რომ ნათლისღება, როგორც საიდუმლო დაწესდა მაცხოვრის აღდგომის ანუ გამოხსნის აღსრულების შემდეგ "...не существует иного крещения, чем после Христа. Оно, конечно, не могло быть дано учениками, так как Господь не достиг еще тогда вершин Своей славы, и не сообщил еще действенности крещению страстями и воскресением. Ибо ни смерть наша не могла быть уничтожена ничем, кроме страдания Господа, ни жизнь восстановлена без Его Воскресения" სხვათაშორის ეგ ძალიან საინტერესო ტექსტია, შეგიძლიათ აქ იხილოთ: http://www.4shared.com/file/11876925/db2257c/_online.html მაპატიეთ, თუ სიტყვა გამიგრძელდა... დაგვავალებთ, თუკი თქვენს აზრსაც გაამყარებთ მამებით. ამ საკითხებთან დაკავშირებით მამა დავითის აზრიც მაინტერესებს! დიდი ბოდიში და დიდი მადლობა, მოუთმენლად ველი პასუხს! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS პასუხების დაზუსტება Feb 7 2007, 09:23 PM
დეკ. ანდრია დილის ლოცვებში ჩვე... Feb 10 2007, 02:28 AM
kaxa როგორ ფიქროთ, დღევ... Feb 13 2007, 04:27 PM
დეკ. ანდრია
როგორ ფიქროთ, დღევ... Feb 13 2007, 09:26 PM
KAIROS პასუხის პასუხი
დი... Feb 14 2007, 01:51 PM
KAIROS და კიდევ, ვიცი, რომ ... Feb 20 2007, 05:31 PM
დეკ. ანდრია ყოველი ადამიანი ნე... Mar 1 2007, 05:54 PM
KAIROS ძალიან დიდი მადლობ... Mar 1 2007, 10:40 PM
გუჯა ალექსანდრეს კითხვ... Mar 2 2007, 06:10 PM
დეკ. ანდრია როცა ადამიანის ცდო... Mar 7 2007, 02:17 PM
KAIROS გმადლობთ მამაო!
ვ... Mar 7 2007, 07:20 PM
KAIROS
გმადლობთ მამაო!
... Jan 8 2008, 12:53 AM
იოანა KAIROS
დიდი ხანია მინდ... Mar 11 2007, 02:04 AM
KAIROS არ უნდა წაშალოს ად... Mar 12 2007, 01:31 PM
ლეონტი აი ვისთვის არ შეიძ... Mar 12 2007, 05:45 PM
KAIROS მინდა ორი რამ დავა... Mar 12 2007, 09:19 PM
იოანა კაიროს
:user:
შენთან ა... Mar 13 2007, 08:02 PM
admin ამ მიპინულ თემაში, ... Mar 22 2007, 01:33 AM
Mama Daviti ღმერთმა დაგლოცოს შ... Mar 22 2007, 06:33 AM
KAIROS შემინდეთ მამაო,
ე.ი... Mar 22 2007, 06:36 PM
admin მამა დავითი ბრწყინ... Mar 24 2007, 03:05 PM
გლახა admin
საერთოდ სხვისი კ... Mar 24 2007, 04:29 PM
admin
გააჩნია სად აკეთე... Mar 24 2007, 05:44 PM
KAIROS ქვემოთ გაეცა პასუხ... Oct 8 2007, 08:23 PM
KAIROS როგორც ვატყობ უპას... Oct 31 2007, 09:13 PM
KAIROS .....................
საკითხი გ... Oct 31 2007, 09:47 PM
იოანა პოსტები, რომლებიც ... Nov 7 2007, 12:15 AM
sarah თუ ვინმე ხედავს,რო... Nov 21 2007, 02:32 PM
კანუდოსელი ვინაიდან ეს თემა ე... Nov 26 2007, 02:19 PM
მამა ირაკლი
ვინაიდან ეს თემა ე... Nov 27 2007, 01:43 AM
კანუდოსელი
ჯერ ერთი აშკარად ვ... Nov 27 2007, 11:02 AM
გლახა ციტატა(მამა ირაკლი... Nov 27 2007, 03:55 PM
afxazi მამა ირაკლი
პირვე... Nov 28 2007, 02:37 PM
KAIROS დამლოცეთ მამაო!
ე... Nov 28 2007, 03:42 PM
ანა არვიცი რა როგორ რა... Dec 13 2007, 03:14 PM
Маиа მე როგორც გავიგე ს... Dec 13 2007, 11:45 PM
KAIROS მეგობრებო, აქ ახალ... Dec 14 2007, 01:55 PM
KAIROS დავამატებდი:
ან შე... Jan 8 2008, 01:47 AM
მართა
სიღრმეს არ ჩევეძი... Jan 8 2008, 02:14 AM
vinvar იცით, არ მესმის რატ... Jan 23 2008, 04:14 PM
მამა ირაკლი დიდი ხანია აქმ გან... Jan 23 2008, 11:07 PM
KAIROS
კითხვების დაზუსტ... Jan 24 2008, 02:01 AM
bekarika ძალიან გთხოვთ მიმი... Apr 1 2008, 06:55 PM
Elke მამაო,
მეგობრებმა ... Apr 14 2008, 01:59 PM
KAIROS ვიმეორებთ თემას ქვ... Apr 14 2008, 08:41 PM
m16 ერთი კითხვა მაქვს ... Apr 14 2008, 09:11 PM
KAIROS
M16
იყო მაგაზე საუბა... Apr 14 2008, 11:05 PM
QrIsTiAnI ! რას ფიქრობთ ფილმზე... Jul 24 2008, 04:11 PM
მამა ირაკლი ამაზე დავწერეთ.ბოდ... Jul 25 2008, 09:58 PM
QrIsTiAnI ! მითხარით რას ფიქრო... Jul 29 2008, 12:26 AM
HANIBALA რავიცი მე რომ რამე... Sep 14 2008, 04:02 AM
abo
სწორი ხარ, საუბედუ... Sep 14 2008, 11:35 AM
elenele ჩემო ძმებო და დებო ... Oct 26 2008, 10:38 PM
KAIROS მეგობარო, აზრის გა... Oct 27 2008, 03:43 AM
saria-giorgi
მეგობარო, აზრის გა... Oct 28 2008, 04:06 PM
elenele კარგი ჩემო კარგო უ... Oct 27 2008, 02:55 PM
მხევალი ნინო saria-giorgi
გამიხარდა შე... Oct 28 2008, 05:47 PM
KAIROS
აქ ჩემო სარია, ოდნა... Oct 29 2008, 04:01 AM
saria-giorgi მხოლოდ ერთს ვიყვი,... Nov 4 2008, 11:01 AM
კანუდოსელი saria-giorgi
ეს რანაირად მ... Nov 4 2008, 03:01 PM
KAIROS
კაიროსის ცნობიერე... Nov 7 2008, 03:33 AM
kato_Bato კანუდოსელი
მოძღვა... Nov 7 2008, 11:34 AM
korinteli გამეცით პასუხი თუ ... Nov 30 2008, 02:16 AM
KAIROS კორინთელი, ვფიქრობ... Nov 30 2008, 03:21 AM
kato_Bato KAIROS
კაიროს, მერე მაქ... Nov 30 2008, 11:28 AM
KAIROS ღვთისმეტყველების ... Nov 30 2008, 08:51 PM
კანუდოსელი korinteli
თქვენთანაც იგი... Dec 1 2008, 11:53 AM
kato_Bato KAIROS
ჩამოვაყალიბებ, ... Dec 1 2008, 12:20 PM
qartleli დიდის კრძალვით მინ... Dec 12 2008, 01:17 AM
KAIROS
ძამიკო, ეს კითხვა, ... Dec 12 2008, 04:05 AM
qartleli კაიროს, დიდი მადლო... Dec 15 2008, 09:57 PM
KAIROS
კი მეგობარო, ეგრეა,... Dec 16 2008, 03:06 PM
qartleli ჩემო კაიროს ისე გა... Dec 23 2008, 11:50 PM
KAIROS
კი ძამიკო, უკვე ორი... Dec 23 2008, 11:53 PM
კანუდოსელი qartleli
ამ არგუმენტებს... Dec 24 2008, 04:32 PM
BleiD აქ უნდა დავსვა კით... Dec 28 2008, 07:38 PM
k@the BleiD
ახალი თემა გახს... Dec 28 2008, 07:52 PM
ბექა დედა ზოგი რა დაფრთ... Jan 26 2009, 11:05 PM
Delusion რაღაც ამ ბოლო დროს ... Jan 27 2009, 03:54 PM
KAIROS აოფებთ მეგობრებო, ... Jan 27 2009, 06:46 PM
Nina25 ჰაი მოგესალმებით ყ... Feb 23 2009, 03:17 PM
G_I_O_R_G_I_
ამ კითხვას 2000 წელია... Feb 23 2009, 04:20 PM
Nina25 არ იყოლიოთ სხვა ღმ... Feb 23 2009, 06:20 PM
staywhite Nina25
ეს თემა შენი კით... Feb 23 2009, 06:39 PM
KAIROS აუცილებლად გადადი... Feb 23 2009, 06:41 PM
lch ამ თემაში კი არადა ... Feb 25 2009, 01:59 AM
QARTVELI_GOGO am zapxuls eklesiidan damovige eklesiis qvis patar... Mar 16 2009, 01:01 PM
betaneli luka ჩვენ არ ვცემთ თაყვ... Mar 16 2009, 02:40 PM
betaneli luka მაპატიოს უფალმა და... Mar 16 2009, 02:53 PM
QARTVELI_GOGO am zapxuls eklesiidan damovige eklesiis qvis patar... Mar 16 2009, 02:57 PM
betaneli luka ასეთ შემთხვევაში პ... Mar 16 2009, 05:22 PM
KAIROS მართალია ლუკა, კით... Mar 16 2009, 09:42 PM
QARTVELI_GOGO მადლობთ თუმცა კი ვ... Mar 16 2009, 09:46 PM
Belief საზოგადოებაში გავ... Mar 18 2009, 11:31 PM
gujia გამარჯობათ. ვიცი რ... Mar 19 2009, 11:54 AM
KAIROS
მეგობრებო, თუ თქვე... Mar 20 2009, 03:44 AM
.:Lela:. ისა და რა მაინტერე... Apr 2 2009, 08:16 PM
KAIROS ლელუშ, თუ სამოძღვრ... Apr 2 2009, 10:50 PM
.:Lela:. KAIROS
გადავიტანე :)
ვი... Apr 3 2009, 05:51 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th November 2025 - 10:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი