![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Believer |
![]()
პოსტი
#1
|
![]() კეთილმორწმუნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 ![]() |
ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ...
პატრიარქმა მამა დავით ისაკაძე მიტრის ტარების უფლებით და დამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ![]() პატრიარქის და სინოდის გადაწყვეტილებებს წინ ვერ აღვუდგებით, მაგრამ მამა დავით ისაკაძე ცნობილი ექსტრემისტული ჯგუფის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) ერთ-ერთი სულიერი ლიდერია, მონაწილეობდა ჰელოვინის დარბევაში, სხვა ფაქტები რომ არ მოვიყვანო ბოლო დროს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში შეჭრის, გადაცემის ჩაშლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო! ეს ფაქტები დაგმო საზოგადოების და პოლიტიკოსების უდიდესმა ნაწილმა, მამა დავითი კი პატრიარქმა დააჯილდოვა.... რა ხდება ხალხნო ![]() http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრიდან იქადაგა. ქადაგებისას პატრიარქმა ბოროტებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მსოფლიოში ძალიან მომძლავრდა ბოროტება, რომელიც სიკეთით უნდა დაიძლიოს. ქადაგების შემდეგ ილია მეორემ ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი იაკობი, ხოლო სოფელ დიღმის ეკლესიის წინამძღვარ დავით ისაკაძესა და იღუმენ ელიზბარ ივანიშვილს მიტრისა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება მისცა. დღესვე პატრიარქმა 8 ქართული გვარი დალოცა. -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
![]() ![]() |
უჩა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
დიდი სისულელეა, ჩემი აზრით აქ ამის განხილვა.
ჯერ ძირფესვიანად რა ხდება, როგორ ხდება, რატო დააჯილდოვეს, რაღა ახლა მოხდა ეს არავინ არაფერი არ იცის აქ მყოფთაგან... მარტო ერთ მხარეს უყურებათ და ერთი მხარის მსჯელობით მსჯელობთ... ეკლესია კი დუმს და სიბოროტეს სიკეთით ებრძვის... მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ ჩვენ იმის სულიერება არ გვაქვს რომ ჩვენც დავდუმდეთ და სიბოროტეს სიკეთით, ლოცვით და ამნაირი საშუალებებით ვებრძოლოთ... ჩვენ ხომ მარტო განკითხვა, გაკრიტიკება და ადამიანების ჩაქოლვა გვეხერხება სიტყვებით. როგორც თუნდაც იმათ რომელ მხარესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ. ისინიც იგივენაირად არ იქცევიან?... ლოცვა, მდუმარების ღვაწლი, სიყვარული, თავამდაბლობა, იერარქიის პატივისცემა, მორჩილება ხომ ჩვენთვის უკვე აღარაფერია... მოდი ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ, დამნაშავეები სხვებში კი არა ჩვენ თავში ვეძებოთ, ჯერ ჩვენი თავი გამოვასწოროთ, ჩვენ ცოდვებზე ვიფიროთ და კიდე თავს სხვისი განკითხვით ნუ ვიმძიმებთ... ისე არც ეს არაა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური საქციელი რაც ამ თემაში ხდება მარა ამაზე არავინ არაფერს არ იძახის... მე ნამდვილად არ ვამართლებ იმ მამაოებს და იმ ფაქტს მაგრამ ამ მომენტში უფრო მეტი სულიერება გვმართებს ჩემი აზრით... როცა ეკლესიას ასე უჭირს ჩვენ სიტყვების ქვები კი არ უნდა ვესროლოდ არამედ გვერძე უნდა დავუდგეთ სულიერად და დავეხმაროთ, ჩვენც ხომ მისი ნაწილი ვართ... -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 05:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი