![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Believer |
![]()
პოსტი
#1
|
![]() კეთილმორწმუნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 ![]() |
ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ...
პატრიარქმა მამა დავით ისაკაძე მიტრის ტარების უფლებით და დამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ![]() პატრიარქის და სინოდის გადაწყვეტილებებს წინ ვერ აღვუდგებით, მაგრამ მამა დავით ისაკაძე ცნობილი ექსტრემისტული ჯგუფის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) ერთ-ერთი სულიერი ლიდერია, მონაწილეობდა ჰელოვინის დარბევაში, სხვა ფაქტები რომ არ მოვიყვანო ბოლო დროს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში შეჭრის, გადაცემის ჩაშლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო! ეს ფაქტები დაგმო საზოგადოების და პოლიტიკოსების უდიდესმა ნაწილმა, მამა დავითი კი პატრიარქმა დააჯილდოვა.... რა ხდება ხალხნო ![]() http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრიდან იქადაგა. ქადაგებისას პატრიარქმა ბოროტებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მსოფლიოში ძალიან მომძლავრდა ბოროტება, რომელიც სიკეთით უნდა დაიძლიოს. ქადაგების შემდეგ ილია მეორემ ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი იაკობი, ხოლო სოფელ დიღმის ეკლესიის წინამძღვარ დავით ისაკაძესა და იღუმენ ელიზბარ ივანიშვილს მიტრისა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება მისცა. დღესვე პატრიარქმა 8 ქართული გვარი დალოცა. -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
![]() ![]() |
abo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 ![]() |
ერთ რამეს ვერ ვგებულობ. მმკ და სმმ-ს წესით კავკასია არ უნდა დაერბია, "თავისუფლების ბარტყები" შეიძლება კი. არსებობს ალტერნატიული მოსაზრებაც: მმკ-დ გადაცმული თავისუფლების ინსტიტუტელები ხომ არ ჩატრიალებულან საქმეში, რათა დისკრედიტაცია მოეხდინათ საპროტესტოდ მისული მრევლისთვის და ამით საპატრიარქოც ჩირქში გაესვარათ?თან ორ კურდღელს იჭერენ: კავკასია ეს ერთადერთი ოპოზ.ტვ. წყობიდან გამოყავთ წინასაარჩევნოდ, თან საპატრიარქოს სვრიან.
ეს რომ პროვოკაცია იყო ფაქტია. იმიტომ რომ აქუბარდიას ცემა და კავკასიის დარბევა ზუსტად თავისუფლების ინტიტუტის გეგმაში ჯდება. ამას თვითონ ხომ არ იზამდენ? ხოდა ნაპერწკალი შეაგდეს ხოლო შემდეგ აღტკინებული მრევლიც ავარდა... აქვს ამ ვერსიას საფუძველი. ისე გულაშვილი საეჭვო რომაა კი ვიცი. მოსალოდნელია ისიც მოსყიდული იყოს. აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 05:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი