![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Believer |
![]()
პოსტი
#1
|
![]() კეთილმორწმუნე ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 ![]() |
ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ...
პატრიარქმა მამა დავით ისაკაძე მიტრის ტარების უფლებით და დამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ![]() პატრიარქის და სინოდის გადაწყვეტილებებს წინ ვერ აღვუდგებით, მაგრამ მამა დავით ისაკაძე ცნობილი ექსტრემისტული ჯგუფის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) ერთ-ერთი სულიერი ლიდერია, მონაწილეობდა ჰელოვინის დარბევაში, სხვა ფაქტები რომ არ მოვიყვანო ბოლო დროს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში შეჭრის, გადაცემის ჩაშლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო! ეს ფაქტები დაგმო საზოგადოების და პოლიტიკოსების უდიდესმა ნაწილმა, მამა დავითი კი პატრიარქმა დააჯილდოვა.... რა ხდება ხალხნო ![]() http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრიდან იქადაგა. ქადაგებისას პატრიარქმა ბოროტებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მსოფლიოში ძალიან მომძლავრდა ბოროტება, რომელიც სიკეთით უნდა დაიძლიოს. ქადაგების შემდეგ ილია მეორემ ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი იაკობი, ხოლო სოფელ დიღმის ეკლესიის წინამძღვარ დავით ისაკაძესა და იღუმენ ელიზბარ ივანიშვილს მიტრისა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლება მისცა. დღესვე პატრიარქმა 8 ქართული გვარი დალოცა. -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
![]() ![]() |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
ნონა
ციტატა მაგრამ რაკი ამბობთ ალბათ გაანალიზებულიც გაქვთ და დარწმუნებულიც ხართ. დიახ მე ამ ფორუმზე კარგა ხანია ვარ და სხვადასხვა პიროვნებებზე ადრინდელი პოსტების მიხედვითაც საკმაოდ მყარი შეხედულებები მაქვს -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 05:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი