![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
თეთრი (რაფინირებული) შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი, მურაბა, ჯემი, სიროფები ამ ყველაფრის ხმარებას ჯობია მოვერიდოთ, რადგან შაქარი კუჭის წვენის სეკრეციას აფერხებს. თუ ტკბილეულობას სხვა საკვებთან ერთად იღებენ, ის კუჭში დიდხანს ჩერდება, დუღილს იწყებს და გარდა ამისა, კუჭის მოქმნილობას ასუსტებს. მჟავიანობა, კუჭის წვა - ამ პროცესის შედეგებია. თაფლი შაქრიან პროდუქტებს ეკუთვნის, რადგან ის უკვე გადამუშავებულია ფუტკრების საკვების მომნელებელი აპარატის მიერ, სისხლში შეიწოვება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ და ამასთან, არ ტვირთავს ღვიძლს და ორგანიზმის არც ერთ სხვა სისტემას.
თეთრი შაქარი წარმოადგენს კანცეროგენს და ხელს უწყობს კიბოს განვითარებას, განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებისას. ასევე შეუმჩნეველი, მაგრამ რეალურად ცუდი მოქმედება აქვს ადამიანის ენერგეტიკაზე (პრანაზე) და ქიმიას და ფიზიკას რომ თავი დავანებოთ აბინძურებს ენერგეტიკას და აძლიერებს ადამიანის მიჯაჭვულობას მატერიალურ სურვილებზე. საერთოდ ტკბილის ზედმეტად მოყვარული ადამიანები (უფრო კაცები იგულისხმება, იმიტომ რომ ქალებისთვის მეტი ტკბილი შეიძლება ვიდრე მამაკაცებისთვის) უნებისყოფონი არიან და მიდრეკილება უჩნდებათ სხვა უფრო მავნე ჩვევებისადმი მიჯაჭვისკენ. ეს ბევრმა ფსიქოლოგმა და არა მარტო ფსიქოლოგმა იცის. მილოშ ფორმანის ფილმში "ამადეუსი" სალიერის პორტრეტის შექმნაში ერთ-ერთი დიდი როლი უკავია იმას, რომ მას უზომოდ უყვარს ტკბილეული ![]() არადა ცელიბატს იცავს და ღმერთს ამის სანაცვლოდ მუსიკალურ კარიერაში წინსვლა სთხოვა ![]() მოკლედ დიდ რეჟისორებს და ხელოვან ადამიანებს ქვეცნობიერად ყოველთვის აქვთ მარადიული ცოდნა. მხოლოდ დანახვაა საჭირო ![]() პ.ს. იგივეს ვიტყოდი შოკოლადზე, სადაც დამატებითი მავნე ფაქტორი კოფეინია, რომელიც ასე ვთქვათ მსუბუქი "ნარკოტიკია" და მიჯაჭვულობას იწვევს. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 01:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი