![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
მებრძოლმა საჭურველი უნდა აისხას , ამასთანავე უნდა იცოდეს , ვის წინააღმდეგ იომოს და როგორ იომოს .....
ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლის საჭურველია :ლოცვა , ეკლესიაში სიარული , სრული მორჩილება( ღვთის მცნების )ღვთის სიტყვისა და წმინდა მამათა თხზულებების კითხვა , გონების სიფხილზე და ყურადღება თავის მიმართ ,ხორციელი შრომა , მრვიძარება , მუხლმოდრეკა , განმარტოება , საცნობელთა დაცვა , თავშეკავება , მარხვა.მაგრამ მათი არაკეთილგონივრული გამოყენება და ჯეროვანი მიზნისკენ მიუმართაოვა ცოდვის ძლევის ძალას გართმევთ . აღჭურვის მიზნად ჩვენში დამკვიდრებული ცოდვის განსაზღრა და ძლევა უნდა დავისახოთ რომელი ცოდვა მკვიდრობს ჩვენში ? - თავისმოყვარეობა , მისგან გამომდინარე ცნებათა მთელი ლაშქრით . თავისმოყვარება . მათგან ამოიზრდებიან რტოები - ამაო მედიდურება , სიძულვილი , შური , მრისხანება , მოწყინება , სურვილები . ვნებები რომ არ გვეუფლებოდნენ , ჩვენ მუდამ სწორად მოვიქცეოდით ახლა მოკლედ მიგითითებ , როგორ უნდა იბრძოლოთ ანუ როგორ აწარმოოთ სულიერი ბრძოლა და როგორ გამოიყენოთ სულიერ საჭურველი ... ნუ წამოიწყებთ ომს ვნებათა მთელი ლაშქრის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებით , არამდეს აღიჭურვეთ ყოველთვის ამ ვნებების წინააღმდეგ , რომელიც გმძლარობთ . სასწრაფოთ გაემიჯნეთ მტერს და დაუპირისპირდით სულიერი ბრძოლა არ ჰგავს ხორციელს : აქ მტერიც და ჩვენც ერთ სულში ერთ გულში ვიმყოფებით . ჩვენ გვგონია , რომ ჩვენ შემაშფოთებელი - ვნება ჩვენი ბუნებაა , და მისი დაკმაყოფილებისაკენ ამიტომაც ვისწრაფით , არადა ვნება არ არის ჩვენი ბუნება , არამედ მტერია ჩვენი . ვნების აღძვრისთანავე რომ ვასწრებდეთ ვნების ჩენგან გამიჯვნას , მის დაკმაყყოფილებისკენ სწრაფვის ნაცვლად , წინ აღვუდგებოდით მას . "ვნებებთან ბრძოლას სწავლა უნდა ამგვარი სწავლის დროს აი რა ღონე უნდა ვიხმაროთ : გონებით ჩაუღრმავდეთ ჩვენ შინაგან ადამიანში მასში ჩვენი შინაგანი მოწმე , ჩვენი გულის უტყუარი სარკე - სინდსი გვაქვს მაგრამ ის მიგდებულია და ხშირად გასვრილიც " -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
პრობლემა იმაზე დიდია ვიდრე გვგონია
![]() ქრისტეანობა ჩვენში, არ უნდა იქცეს რიტუალიზმად, მასში უნდა გამჟღავნდეს - სიყვარულის ძალაუფლება, რადგან: "თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწინლა.წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთები, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი.მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები." [ 1 კორინთ. 13; 1-3.] თუმცა ჩვენ ვაკრიტიკებთ პროტესტანტებს, იმის გამო, რომ საქმეს უარყოფენ, მაგრამ ჩავიხედოთ საკუთარ გულებში, განა ტაძარში სიარული ხშირად ამომწურავ საქმედ არ გვესახება? განა ლოცვა, რომელიც სარწმუნოების გამოვლინებაა, სრული და ჯანმრთელი არ გვგონია?.... საჭიროა ვიბრძოლოთ გაჭირვებულთა დახმარებით, სათნოებებით! თუ დააკვირდებით მაცხოვარი, თავის თავს, სწორედაც რომ გაჭირვებულებში განიხილავს, როცა გვეუბნება რომ სიკეთს მქმნელი; "მე მაპურებს" "მე მასმევს" "მე მაცმევს"... ხშირად რეალურად ვერ ვაცნობიერებთ რომ ვართ ომში - სადაც, ზარმაცი და ხელის არ განმძრევი - იღუპება... წმიდაო თეოფანე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 05:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი