IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აიურვედა (მეცნიერება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ)
Atman
პოსტი Sep 10 2009, 09:23 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Atman
პოსტი May 12 2010, 11:25 AM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



გადავწყვიტე დავიწყო სემინარის თარგმნა თემაზე "გონების იოგა". ძალიან საინტერესო სემინარია და გირჩევთ წაიკითხოთ. ეს არის ლექციების კურსი და აქვს უფრო ლექციის ფორმატი, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვეცდები დავაკონსპექტო და თან ლექციის სტილიც შევინარჩუნო. თავიდან ბევრი რამ გაურკვეველი იქნება, მაგრამ თანდათან წინამდებარე დებულებები უფრო ნათელი და გასაგები გახდება. ეს არის ძალიან ცნობილი აიურვედისტის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის (და ვაიშნავის) ოლეგ ტორსუნოვის სემინარი. ვისაც სურვილი ექნება რუსულად მოისმინოს, პმ-ში დამიკავშირდეს და აუდიოლექციებს მივაწვდი. თარგმანი არაპროფესიონალურია და იმაედია მომიტევებთ smile.gif

მოკლედ დავიწყეთ და ნელ-ნელა შემოვამატებ smile.gif





გონების იოგა
(ბუდჰი იოგა)



როგორც უკვე ავღნიშნეთ სამყაროს (მატერიალურს) სფეროს ფორმა აქვს. და ძირითადი ნაწილი ამ სფეროში გარსებს უკავიათ, ცარიელი სივრცე კი მისი შუაგულია და ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს (იხ. სამყაროს კოსმოგრაფია). თავიდან ამ სფეროს ჰქონდა ენერგიის ფორმა და მას ერქვა პრათჰანა (მატერიალური არსებობის იდეა). და ეს იდეა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ სულიერმა არსებებმა მოინდომეს ღმერთისგან დამოუკიდებელი არსებობა. მაჰავიშნუ თავისი მზერით (რომელიც იგივე შივაა) ააქტივებს მატერიალური სამყაროს ენერგიებს. ამ მზერაში არის ასევე მატერიალური დროის ენერგია. სულიერი დრო არის მარადიულად მზარდი ბედნიერების დრო (ანანდამ ბუდჰი ვარდანამ), მატერიალურ სამყაროში კი პირიქით, ყოველი წამის გასვლის შემდეგ ჩვენ ვბერდებით, ბედნიერების შეგრძნება კლებულობს და ა.შ. ყველაზე დიდი ძალა მატერიალურ სამყაროში დროა. როგორც კი მაჰა-ტატვა (სამყაროსეული გონი) იწყებს ფუნქციონირებას (რომელიც პრათჰანას და უფლის მზერის ენერგიის შეერთებითაა წარმოქმნილი), მაშინვე გამოვლინდება მატერიალური სამყაროს გუნები (მოდუსები). თავიდან ჩნდება სათნოების (სატვა) გუნა, შემდეგ ვნების (რაჯა) გუნა, ბოლოს კი უმეცრების (ტამა) გუნა.

მაჰატატვას მდგომარეობას უმეცრების გუნაში ეწოდება ტამასა ბუდჰი (ბუდჰი-გონება, разум). ეს ტამასა-ბუდჰი (გონება უმეცრების გუნაში) წარმოქმნის ცრუ ეგოს. ანუ საკუთარი თავის ცრუ გაიგივებას პიროვნებად. საკუთარი თავის ინდივიდუალური აღქმა ორი სახისაა:

1. ჭეშმარიტი ეგო – ანუ მსახურების სურვილი. ეს არის სულის ბუნებრივი და მარადიული მდგომარეობა. (ამის შესახებ დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ).

2. ცრუ ეგო (აჰანკარა) – რომელიც მატერიალური სამყაროს ყველაზე ნატიფი და ღრმა სტრუქტურაა და ყველაფერი მის გარშემო ეწყობა. აჰანკარა უმეცრების გუნაში წარმოშობს უხეშ მატერიალურ ელემენტებს. (როდესაც ჩვენი ცნობიერება ქიმიურ ელემენტებზეა მიჯაჭვული ესეც აჰანკარას დამსახურებაა (უმეცრების გუნაში). აქედან მოდის ყველა ფსიქოლოგიური და სულიერი პრობლემა, არასწორი მიზნები, არასწორი ინტერესები.

როცა ცრუ ეგო ვნების (რაჯა) გუნაშია იბადება გრძნობები, რომლებიც მიისწრაფვიან გრძნობათა ობიექტებისკენ. და იბადება მატერიალური გონება (разум). ვნება (რაჯას) არის მისწრაფება გარეგნული ბედნიერებისკენ, გარეგანი ობიექტებისკენ, ხვალინდელი დღისკენ.

ვნების გუნაში მყოფი ადამიანებისთვის ბედნიერება ყოველთვის ხვალაა (მომავალშია) და არა აქ და ახლა. სათნოების გუნაში მყოფი ადამიანები კი აქ და ახლა არიან ბედნიერები მსახურებით და ამ მსახურების შედეგებზე (ხვალინდელ დღეზე) არ არიან დამოკიდებულნი. უმეცრების გუნაში მყოფი ადამიანის ბედნიერება კი წარსულშია.

აჰანკარა ვნების მოდუსში ბადებს გრძნობებს. აჰანკარა სათნოების მოდუსში ბადებს ჭკუას (რომელიც გონების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და არა პირიქით). ანუ იერარქია წესით ასეთი უნდა იყოს: სულს უნდა ემორჩილებოდეს გონება, გონებას ჭკუა, ჭკუას გრძნობები.

ჭკუის პირვანდელი ბუნება სათნოების გუნაში ყოფნაა. შეუძლებელია ვნების გუნაში მყოფმა გონებამ დაიმორჩილოს სათნოების გუნაში მყოფი ჭკუა იმიტომ რომ სათნოების გუნა უფრო ნატიფია, ვიდრე ვნების (ისევე როგორც წყალი ვერ დაიკავებს ზედაპირზე ქვას). ამიტომ ადამიანი, რომელიც მატერიალური საქმიანობითაა დაკავებული, ვერ შეძლებს ჭკუის ცონტროლს და შესაბამისად ვერ იქნება ბედნიერი. სწორედ ამ წინააღმდეგობაზეა დამყარებული მატერიალური ცხოვრება.

წესით ქალს უფრო მორჩილი ბუნება აქვს ვიდრე მამაკაცს. მას უფრო ნატიფი ჭკუა აქვს, ნატიფი გრძნობები. მამაკაცს კი ესენი უფრო უხეში აქვს... და როგორ შეიძლება ქალი ემორჩილებოდეს მამაკაცს? (ქალი ჭკუის განსახიერებაა, მამაკაცი კი გონების). დჰარმის მიხედვით მამაკაცი ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს, ქალი კი მამაკაცს, მაგრამ როგორ შეუძლია უხეში მატერიალური თვისებებით სავსე მამაკაცმა დაიმორჩილოს ქალი, რომელიც სამყაროს უფრო მკაფიოდ და ნატიფად აღიქვამს? ეს სრული აბსურდია და ძალადობითაა შესაძლებელი... ამიტომ ბუნებრივი მორჩილება და ურთიერთობა მხოლოდ იქაა, სადაც სულიერი ცხოვრება და დჰარმა...

განვიხილოთ განსხვავება სულიერ და მატერიალურ გონებას შორის: სულიერი გონება ეკუთვნის სულს. სულს აქვს ცნობიერება და საკუთარი თავის ჭეშმარიტ ეგოდ აღქმის შეგრძნება. ცნობიერება იყოფა: გონებად, ჭკუად, გრძნობებად და სულიერ ენერგიად.

როცა ვხვდებით მატერიალურ სამყაროში, აქ სულს ქმედება არ შეუძლია, მას მხოლოდ სურვილის შესაძლებლობა აქვს და მას აქვს კონცეფცია, თუ რა უნდა ამ სამყაროში. ამის გამო ღმერთი აკმაყოფილებს რა ჩვენს სურვილებს, ყოველ წამს გვემსახურება. ამისთვის სპეციალურად მოგვცა მატერიალური გონება, რომელიც მოქსოვილია ამ ქვეყნიური ბედნიერების იდეისგან (ანუ ვნების გუნაში იმყოფება). ამიტომ თუ ადამიანის გონება ღმერთისკენ არაა მიმართული, ის განწირულია რომ მარადიულად ამ ქვეყნიური ბედნიერება ეძებოს. ერთადერთი საშუალება, რომ სულიერი გონება გავაღვიძოთ, ჩვენი გონების ღმერთისკენ წარმართვაა.

მატერიალურ გონებას აქვს სამი ბუნება: სათნო, ვნებიანი და უმეცარი ბუნება. ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება მატერიალური გონება იყოს სათნოებაში, თუ ის ვნების გუნისგანაა “მოქსოვილი”? პასუხი: ეს შესაძლებელია, თუ იგი ურთიერთქმედებაში მოდის სულიერ გონებასთან. ამიტომ სათნოების გუნაში ვერ იქნება ადამიანი, ვინც არ სწავლობს სულიერ საკითხებს. ცივილიზაცია, სადაც ახლა ვცხოვრობთ, მატერიალური ცოდნის განვითარებაზეა დაფუძნებული და ვნებისა და უმეცრების მოდუსში იმყოფება. სინდისის (იგივე ზესულის ანუ პარამატმას) ხმას ბოლომდე მხოლოდ ის ადამიანი აღიქვამს, რომელიც სათნოების მოდუსშია. ვნების მოდუსში მყოფი მხოლოდ მაშინ აღიქვამს ამ ხმას, როცა აწყობს, უმეცარს კი სძულს სინდისის ხმა და ყველანაირად ცდილობს გაექცეს. სულიერი პრაქტიკის და ღმერთის ძიების მიზანი დასაწყისისთვის სწორედ სულიერი გონების აღქმის დაბრუნებაა.

პატარა ბავშვებს მატერიალური გონება უმეცრების მოდუსში აქვთ (ანუ გრძნობები იმორჩილებან ჭკუას, ჭკუა კი გონებას), ბავშვს როცა რამეს გამოსტაცებ ხელიდან, ჰგინია რომ სხეულის ნაწილი წაართვეს და ტირილს იწყებს, იმდენად აქტიური აქვს ცრუ გაიგივება სხეულთან და გრძნობათა ობიექტებთან... ახალგაზრდები ძირითადად ვნების მოდუსში არიან. მოხუცებს კი სათნოების მოდუსში (ეს რა თქმა უნდა კარგ შემთხვევებში).

კათჰა უპანიშადში ადამიანი ეტლთანაა შედარებული. ცხენები გრძნობებია, რომლებიც გრძნობათა ორგანოებისკენ მიისწრაფვიან. აღვირი (იგივე საჭე) ჭკუაა, მეეტლე გონებაა. “სპიცები” რომლებიც ბორბლებშია, ჰაეროვანი ნაკადებია (პრანა), და როცა ცხენები დაუმორჩილებელია და ბორბალი ზედმეტი სიჩქარით არასწორ ადგილებში მოძრაობს, პრანა ირღვევა და ჩნდება ავადმყოფობები. და საერთოდ თითქმის ყველა ავადმყოფობა უკონტროლო გრძნობებითაა გამოწვეული. ბორბლები ცოტა სხვა ჭრილშიცაა შედარებული და წერია, რომ ბორბლის ზემოთ ღმერთისკენ სწრაფვაა, ქვემოთ კი უღმერთობა, და როცა პრანა ზემოთ მიემართება, ადამიანი რელიგიურობისკენ ისწრაფვის, ხოლო როცა ქვემოთ მიემართება, უღმერთობისკენ. კათჰა უპანიშადში წერია, რომ მიზანი, რომლისკენაც მეეტლე წარმართავს ცხენებს, ღმერთი უნდა იყოს და არა მატერიალური ღირებულებები.

პატანჯალის იოგა სუტრებში ნათქვამია, რომ ცნობიერება (ჩიტტა) ადამიანში მოქმედებს როგორც ზესულის (პარამატმას) ფუნქცია. მხოლოდ ზესულს შეუძლია მოიცვას სხეული ცნობიერებით, იმიტომ რომ სულსაც აქვს ცნობიერება, მაგრამ მას აქვს დაქვემდებარებული (მორჩილი) ბუნება. ჩვენი სხეულის მოქმედება, ზესულის ენერგიითაა განპირობებული. ანუ სულის სურვილის შესაბამისად მოქმედებს ზესულის (და არა სულის) ენერგია ცნობიერების სახით.

არსებობს ცნობიერების სხვადასხვა დონე:

1. ანა – მაია, (სხეულებრივი ცნობიერება), როცა ცნობიერება უხეშ მატერიასთან ურთიერთქმედებს, ანუ ცნობიერება საკუთარ თავს მატერიალურ სხეულთან აიგივებს. როცა ცნობიერებას სხეულისკენ წარვმართავთ, შესაბამისად მიზანი სხეული ხდება. ანა - მაია ნიშნავს – მე მინდა ჭამა, ძილი, თავდაცვა, სექსი. და მთელი ენერგია ამ სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიდის. ასეთი ცნობიერების დონეზე იმყოფებიან ხეები, მცენარეები, სიცოცხლის ნაკლებადმოძრავი ფორმები... ადამიანში ეს დონე შეესაბამება ახალშობილის ასაკს.

2. პრანა – მაია, როცა ცნობიერება ურთიერთქმედებს მატერიალურ სამყაროში აქტიურობის სურვილთან. ასეთი ცნობიერებისთვის ბედნიერებაა ამ სამყაროში წარმატების მიღწევა, შრომა (ფიზიკური), სპორტი, ცხოვრების ჯანმრთელი წესი, ყოველ დილით სირბილი და ა.შ. მოკლედ ყველაფერი რაც აქტიურ მოქმედებასთანაა დაკავშირებული. ანუ ცხოვრების ისეთი ფორმა, რომელიც ჭამაზე, ძილზე, თავდაცვაზე და სექსზე უფრო ამაღლებულია. “ჭამა ცხოვრებისთვის და არა ცხოვრება ჭამისთვის”. ასეთი ცნობიერების დონეზე იმყოფებიან ცხოველები, რომლებიც უფრო განვითარებულნი არიან აქტიურობის თვალსაზრისით (ძაღლები, ირმები, კატები...) ადამიანში ეს დონე შეესაბამება ბავშვობის ასაკს.

3. მანა – მაია (მანას – ჭკუა), როცა ცნობიერება მიჯაჭვულია ჭკუაზე. ანუ ბედნიერებას თავისივე ჭკუაში ეძებს. პოეზია, ხელოვნების სიყვარული, მეცნიერება (განსაკუთრებით თეორიული მეცნიერებებისადმი სიყვარული). ადამიანში ასაკობრივად ეს შეესაბამება ჭაბუკობის (მოსწავლეობის) ასაკს.

4. ვიგიანა – მაია (ვიგიანა – გონება). როცა ცნობიერება გონებაზეა კონცენტრირებული დამ ის განვითარებას ცდილობს. მხოლოდ ამ დონეზე იწყებს ადამიანი ჭეშმარიტ ცხოვრებას. ამ დროს იწყებს სული გამოღვიძებას. ამ დროს იწყება გონების განწმენდა მატერიალური მიჯაჭვულობებისგან და ძალაში შემოდის სულიერი გონება. მხოლოდ ვიგიანა მაიას დონეზეა შესაძლებელი გონების სათნოების გუნამდე აყვანა. ამ დროს იწყება მატერიალურ დროზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი იწყებს დღის რეჟიმის დაცვას, დილით ადრე ადგომას, სურვილების ცონტროლს...

5. ანანდა – მაია, (ანანდა – ნეტარება) როცა გონება გაიწმინდა, ცნობიერებას უკვე შეუძლია ზესულის (პარამატმას, იგივე სულიწმიდას) დანახვა. კათჰა უპანიშადში ნათქვამია, რომ ხეზე 2 ჩიტი ზის. ერთია ზესული, იგი მეორე ჩიტს (ატმას უყურებს) და ყველა სურვილს უსრულებს მას, ბედნიერება უნდა მისთვის და ემსახურება თავისი ენერგიით, მეორე ჩიტი კი (ატმა, ანუ სული), ამ ხეზე ნაყოფებს ეძებს და მათკენ იყურება, ზესულს კი ყურადღებას არ აქცევს. ეს ნაყოფები გარედან ტკბილია, შიგნით კი მწარე და რაც უფრო მეტს ჭამს ამ ნაყოფებს, უფრო და უფრო მწარე ხდება. მერე ერთი ნაყოფიდან მეორეზე გადავდივართ და მისი გასინჯვა გვინდება, თავიდან ისიც ტკბილია, მერე კი მწარდება (შეადარეთ სამოთხის ვაშლებს). და სანამ მეორე ჩიტისკენ არ გავიხედავთ და მას არ მივაპყრობთ მთელ ყურადღებას ასე გაგრძელდება. პირველი შეხება ზესულთან მაშინ ხდება, როცა სულიერ პრაქტიკას ვიწყებთ. ანანდა – მაიას სულიერი ბუნება აქვს და არავითარი კავშირი არა აქვს მატერიასთან.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Atman   აიურვედა (მეცნიერება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ)   Sep 10 2009, 09:23 AM
arizona   Atman აი დილის ლოცვაზ...   Sep 10 2009, 09:42 AM
Atman   arizona რამდენიმე სიტყ...   Sep 10 2009, 09:53 AM
Atman   ღორის გრიპის პროფი...   Dec 16 2009, 11:29 PM
protestanti   Atman აიურვედა და გუნ...   Dec 17 2009, 01:22 AM
Atman   protestanti აიურვედას რა...   Dec 17 2009, 10:29 AM
self   Atman დამაინტერესე ხო ...   May 2 2010, 12:23 AM
.zakaria.   არ ვიცი რამდენად ...   May 2 2010, 01:42 AM
syd   საკმარისია სათაურ...   May 2 2010, 02:24 AM
Atman   self სიტყვა აიურვედა...   May 2 2010, 07:34 PM
ქევანა   შენ თუ დაგილევია? :) ...   May 3 2010, 03:56 PM
Atman   ქევანა ავად რომ ვი...   May 3 2010, 04:01 PM
newbie   მეც წამოვალ მოწმედ...   May 3 2010, 04:25 PM
Atman   თეთრი (რაფინირებულ...   May 10 2010, 11:24 AM
ქევანა   Atman ცოტა რომ ჭამოს ...   May 10 2010, 03:44 PM
Atman   ქევანა თუ ძალიან გ...   May 10 2010, 05:34 PM
izi-bartki   Atman ეე ბალღო შენ სად...   May 10 2010, 09:39 PM
Atman   [size=3]გადავწყვიტე და...   May 12 2010, 11:25 AM
Atman   ვედებში აღწერილია ...   May 12 2010, 12:32 PM
Atman   მატერიალური გონებ...   May 12 2010, 02:30 PM
თამარ   Atman თემა ნამდვილად ს...   May 12 2010, 03:22 PM
Atman   თამარ ვფიქრობ სიტ...   May 12 2010, 03:36 PM
ქევანა   ვა, ეს რა საინტერეს...   May 12 2010, 09:44 PM
Atman   ქევანა აუცილებლა...   May 12 2010, 09:50 PM
ქევანა   Atman ხო, ჯერ ვეცნობი, კ...   May 12 2010, 10:04 PM
Molen   Atman გამიჩნდა ასეთი კ...   May 13 2010, 10:34 AM
Atman   Molen პასუხი ასეთი იქ...   May 13 2010, 10:43 AM
Atman   სემინარის მეორე დღ...   May 13 2010, 11:20 AM
Atman   4. დაეჭვება (სამშაია...   May 13 2010, 03:08 PM
Atman   სემინარის მესამე დ...   May 14 2010, 12:02 PM
Atman   სემინარის მეოთხე დ...   May 15 2010, 06:20 PM
Atman   პასუხები შეკითხვე...   May 15 2010, 06:41 PM
.zakaria.   პავლე მოციქული ავა...   May 15 2010, 07:43 PM
Atman   .zakaria. ხო და წმინდანე...   May 15 2010, 08:03 PM
Atman   ისა ხალხო, ჯერ ეს სე...   May 15 2010, 09:27 PM
ქევანა   დასდე ეს :D ფილოსოფ...   May 15 2010, 09:30 PM
Atman   .   May 15 2010, 09:34 PM
Atman   სემინარის მეხუთე დ...   May 17 2010, 05:53 PM
Atman   სემინარის მეექვსე ...   May 18 2010, 09:45 AM
self   Atman ფსიქოლიგია :) [b]ს...   May 18 2010, 09:47 PM
Atman   self არ ვიცი, მაგ დონე...   May 18 2010, 10:11 PM
Atman   კიდევ ერთი რჩევა: წ...   Jun 15 2010, 11:34 AM
Atman   ვინმეს ხომ არ გაქვ...   Jun 24 2010, 08:13 AM
Atman   ახლა ცოტას კიდევ ვ...   Jun 24 2010, 08:50 AM
Fee   Atman ძალიან გთხოვ სხ...   Jun 24 2010, 06:50 PM
Atman   Fee http://golosved.com/ ქართულ...   Jun 24 2010, 06:58 PM
ქევანა   ატმან, ანუ შენ გინ...   Jun 24 2010, 09:27 PM
Atman   ქევანა ყოფნით ზოგ...   Jun 25 2010, 04:31 AM
Fee   ატმან მადლობ ლინკი...   Jun 25 2010, 04:38 PM
Atman   Fee ჰერკულესი კარგი...   Jun 25 2010, 04:52 PM
Fee   მთაში მივდივარ, არ ...   Jun 26 2010, 12:27 PM
Atman   Fee რომ ჩამოხვალ მთი...   Jun 26 2010, 12:30 PM
Fee   :D:D:D   Jun 26 2010, 01:09 PM
Atman   [b]World According to Monsanto სამყარ...   Jun 30 2010, 08:25 AM
Atman   „დიროლი“ ბავშვებშ...   Jun 30 2010, 12:26 PM
Atman   ვიწყებ წიგნის თარგ...   Jul 5 2010, 10:17 AM
Atman   მკითხველი: ბოლო დრ...   Jul 6 2010, 08:35 AM
Atman   ახლა ვისაუბროთ დილ...   Jul 8 2010, 09:13 AM
Atman   ძალიან მაგარი ვიდე...   Jul 9 2010, 01:07 PM
აკაკი   ატმან შენ გეცოდინე...   Jul 12 2010, 12:46 AM
Atman   აკაკი ქართულ მითო...   Jul 12 2010, 05:46 AM
self   რაც ატმანი წავიდა ...   Jul 25 2010, 06:22 PM
Atman   self http://www.torsunov.ru/ru/downloads/lections...   Aug 10 2010, 06:43 PM
ikanosi   Atman ერთი ორი სიტყვით...   Aug 10 2010, 06:46 PM
Atman   ikanosi ყველანაირი მედ...   Aug 10 2010, 07:13 PM
ikanosi   Atman კონკრეტულად რომ...   Aug 10 2010, 07:22 PM
Atman   ikanosi თითქმის ყველა დ...   Aug 10 2010, 07:24 PM
ikanosi   Atman და რომ არ გაამარ...   Aug 10 2010, 07:43 PM
Atman   ikanosi ყოველთვის არაფ...   Aug 10 2010, 07:56 PM
ikanosi   Atman ქვები მე უნდა მი...   Aug 10 2010, 08:11 PM
Atman   ikanosi შენ არ უნდა მიუ...   Aug 10 2010, 08:18 PM
Atman   [size=4]Обеты истинного врача. ...   Aug 11 2010, 07:49 AM
Atman   [img]http://s48.radikal.ru/i121/1008/89/d01b05b833...   Aug 11 2010, 01:27 PM
Atman   ძალიან მნიშვნელოვ...   Aug 12 2010, 10:27 AM
ლურჯი ბუ   Atman, მაგარი ხარ :) კი გ...   Aug 12 2010, 01:31 PM
terra   Atman, მაგარი ხარ :) კი ...   Aug 12 2010, 03:21 PM
Atman   ლურჯი ბუ terra ტყუილთ...   Aug 12 2010, 03:34 PM
terra   Atman განსაკუთრებით ა...   Aug 12 2010, 03:36 PM
Atman   terra ამპარტავნება უ...   Aug 12 2010, 04:00 PM
Atman   [b]ეს არის ცხრილი, სა...   Aug 12 2010, 07:04 PM
Atman   [b][size=4]აქ არის დოშები...   Aug 16 2010, 12:23 PM
Atman   ნაწყვეტი ცნობილი ი...   Aug 21 2010, 03:54 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2025 - 02:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი