IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აიურვედა (მეცნიერება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ)
Atman
პოსტი Sep 10 2009, 09:23 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Atman
პოსტი May 12 2010, 02:30 PM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მატერიალური გონების ფუნქციები

მატერიალურ გონებას აქვს 5 ძირითადი ფუნქცია:

1. დაეჭვება
2. შეცდომაში (ილუზიაში) შესვლა (ცდომილება)
3. სწორ აღქმაზე, სწორ გაგებაზე გადასვლა (ანუ ჭეშმარიტ გზაზე დადგომა, როცა ზესულთან მოდის ურთიერთობაში)
4. მეხსიერება
5. მოქმედებისგან გაქცევის, ანუ თავდავიწყების, ძილის სურვილი (ყველაფრისგან გაქცევის სურვილი). ჭკუა არასოდეს წყვეტს მოქმედებას, არასოდეს არ ძინავს. ჭკუა ღრმა ძილის დროსაც კი ჩართულია, უბრალოდ ვერ აღვიქვამთ მას, რადგან ღრმა ძილის დროს გონება ზესულისკენაა მიმართული და სიმშვიდით იმუხტება. მხოლოდ წმინდა ადამიანებს არ ჭირდებათ ღრმა ძილი, იმიტომ რომ მათ ისედაც აქვთ შეხება ზესულთან და ყოველ წამს სიმშვიდის და ბედნიერების ენერგიეს იღებენ მისგან. ჩვეულებრივ ადამიანებს კი არ შეუძლიათ ღრმა ძილის გარეშე ნორმალური არსებობა.


ახლა განვიხილოთ ეს ფუნქციები ცრუ ეგოსთან დამოკიდებულობაში. როცა გონებას სწორი გაგება აქვს, ის ურთიერთქმედებს ზესულთან და არა ცრუ ეგოსთან, რადგან შეუძლებელია სწორი გაგების მიღება სხვა გზით, გარდა ზესულისა.

ილუზია გამოწვეულია იმით, რომ გონება ურთიერთქმედებს ცრუ ეგოსთან და ჭეშმარიტების (ზესულის) ხმას ყურადღებას აღარ აქცევს.

დაეჭვება გონების ის მდგომარეობაა, როცა იგი წარამარა დახტის, ხან ზესულისკენ, ხან ცრუ ეგოსკენ და ვერ გაუგია რომელია ჭეშმარიტება. ანუ ეს ფუნქცია კარგია იმ მომენტამდე, სანამ ჭეშმარიტებას ეძებს, მაგრამ მას შემდეგ რაც ზესულის ხმას დაუკავშირდება, ის უკვე ხელის შემშლელი ხდება. ანუ ეჭვიანი და კრიტიკული დამოკიდებულება გონიერების მაჩვენებელია მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ ჭეშმარიტ გზაზე დავდგებით და პარამატმის შეცნობას დავიწყებთ.

მეხსიერება ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა და წარმართავს ადამიანს ან ჯოჯოხეთისკენ, ან სულიერი სამყაროსკენ, იმის მიხედვით თუ რა გვახსოვს. უფრო დაწვრილებით განვიხილოთ მეხსიერების ფუნქცია:

თავად მეხსიერება ჭკუის სიღრმეშია მოთავსებული და ურთიერთქმედებს გონებასთან. ანუ მეხსიერება გავლენას ახდენს გონებაზე და პირიქითაც, გონება გავლენას ახდენს მეხსიერებაზე (მართავს მას). მთავარია რომლის მოქმედება გადაძლევს. ან გონება მართავს მეხსიერებას, ან პირიქით.

პატანჯალის იოგა სუტრებში ჭკუა წარმოდგენილია როგორც ტბა (რამდენიმე ფენად). ტბის ყველაზე ზედა ფენა ჩვენი ფიქრებია. გაცნობიერებული და რეალური. აქვეა ემოციებიც (მარჯვენა ნახევარსფეროში). ნება და სურვილები მარცხენა ნახევარსფეროშია. მამაკაცებში ნება და სურვილები ჭარბობს, ქალებში ფიქრები და ემოციები. ეს ყველაფერი ტბის ზედაპირზეა ტალღების სახით.

შემდეგი ფენა, რომელიც ტბის ძირითადი ნაწილია და ზედაპირიდან ფსკერამდე შრეს მოიცავს ე.წ. ქვეცნობიერია. ეს ის ფენაა, სადაც ჩვენი გაუცნობიერებელი სურვილები, მისწრაფებები, განწყობილებებია.

ტბის ფსკერი რომელსაც “მოჰა ბჰაგა” ეწოდება, მოიცავს კარმულ სიღრმისეულ მეხსიერებას წინა ცხოვრებების შესახებ. მეხსიერების კვანძები, ანუ შთაბეჭდილებები (სამსკარები) პირველად სწორედ ამ ფსკერიდან ამოტივტივდება ზედა ფენებში, მას შემდეგ რაც აღიგზნებიან... მათი აგზნება დროის მოქმედებით ხდება, დრო კი პლანეტების საშუალებით მოქმედებს მათზე (ეს ცალკე ვრცელი თემაა და ამაზე არ შევჩერდები, თუმცა ლექციაში ზოგადად ახსნილია). პლანეტები მოქმედებენ კარმულ კვანძებზე და ამოატივტივებენ სამსკარებს დროის შესაბამისად. ეს სამსკარები ჯერ შუა შრეში (ქვეცნობიერში) ამოდის და ჩვენ გვიჩნდება წინათგრძნობები, შფოთვები (თუე ს სამსკარა უარყოფითია რა თქმა უნდა). როცა რაიმე მძიმე სამსკარა ქვეცნობიერის შრეში ამოდის, ის თავდაპირველად ჩვენს ახლობლებზე, გარშემომყოფ ადამიანებზე იწყებს მოქმედებას (ფსიქიკური ენერგიის სახით), შედეგად ისინი ჩვენგან საფრთხეს, შფოთს გრძნობენ და აღარ სიამოვნებთ ჩვენთან ურთიერთობა. ისინი სხვანაირად გვიყურებენ, უჩნდებათ ეჭვები, ჩვენ კი მიზეზს ვერ ვხვდებით და თანდათან თავად ვხდებით აგრესიულები მათი დამოკიდებულების გამო. ეს ყველაფერი გამოიწვია პლანეტების რაღაც განლაგებამ, რომლებმაც ასე ვთქვათ ამ სამსკარის პროვოცირება და ამოტივტივება გამოიწვიეს. ერთ დღეს ყველაფერი კარგად იყო, მეორე დღეს კი ცხოვრება დამძიმდა და ეს შეიძლება წლობითაც კი გაგრძელდეს (სამსკარასაც გააჩნია).

სათნოების გუნაში მყოფი გონების ფუნქციაა, რომ არ დანებდეს ამ კარმულ სამსკარებს. და ის ადამიანები, ვისაც სულიერებასთან აქვთ შეხება, გაცილებით ადვილად უძლებენ ამ ცხოვრებისეულ სირთულეებს. ოღონდ გაძლება ნიშნავს მშვიდად ყოფნას (შანტის) და არა იმას რომ ერთი წელი ითმინო და მერე მოთმინების ფიალა რომ აგევსება ერთ დღეში იყარო ჯავრი ყველაფერზე. და ეს შანტი (სიმშვიდე) სულიერი სამყაროდან მოდის. ანუ როცა ადამიანი მშვიდია, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი სამყაროს ენერგია ურთიერთქმედებს მასთან. გაუწონასწორებლობა და შიში მატერიალური ცხოვრების საფუძველია და შეუძლებელია მშვიდად იყო მატერიალურ სამყაროში, თუკი სულიერ ენერგიეს არ ღებულობ. ყველაფერი რომ ინგრეოდეს გარშემო, სათნოების გუნაში მყოფი ადამიანი მაინც მშვიდია და მომავლის რწმენით და იმედით ცხოვრობს. თუმცა იმედის და მომავლის რწმენა ცრუც შეიძლება იყოს და უმეცრების, ან ვნების გუნისგანაც იყოს გამოწვეული.

თუ მეხსიერება გადაძლევს გონებას, გონება ცრუ ეგოთი ივსება და ადამიანი უსუსურობის, სასოწარკვეთილების მდგომარეობაში გადადის. ხოლო თუ სულიერი გონება გადაძლევს, ადამიანი მტკიცედ აგრძელებს ცხოვრების გზას. ასეთი ადამიანი არ ნებდება და სიმშვიდე გაცილებით მეტია მასში, ვიდრე შფოთვა. (ანუ მისი გონება სათნოების გუნაშია).


პასუხები პირველი ლექციის შეკითხვებზე:

1. რა არის ქვეცნობიერი?

ქვეცნობიერი არის ჭკუის ღრმა ფენა, რომელიც ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
მისი ძირითადი ფუნქციებია მთელი ჩვენი მატერიალური სტრუქტურის შენარჩუნება, ის განაგებს ჯანმრთელობის, ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციების რეგულაციების საკითხებს, მასში ინახება ჩვენი ფარული სურვილები, მისწრაფებები, ხასიათის ბუნება. ქვეცნობიერის წინააღმდეგ უეცარი აჯანყება არ შეიძლება, ჩვენ უნდა “დავამშვიდოთ” იგი, მივყვეთ ჩვენს ბუნებას, შევასრულოთ ის სამუშაო, რაც ჩვენი დაბადებით არის განპირობებული.

მაგალითად ავიღოთ მამაკაცის და ქალის სხეული. ვთქვათ დავიბადეთ მამაკაცად. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი მოვალეობა ამ სამყაროში (არ ვგულისხმობ სულიერ მოვალეობებს და სულს სქესი არ გააჩნია) საზოგადოებაში წარმატება და კარიერული წინსვლაა (ესაა ძირითადად მამაკაცთა გუნა-კარმა). მაგრამ ვთქვათ მამაკაცმა უარი თქვა გუნა კარმაზე და ბერული ცხოვრება (ასკეტური სულიერი ცხოვრება) გადაწყვიტა, მაშინ ის მოვალეობები, რომლებიც დაბადებით ერგო მას, უკვე აღარ არსებობს და მისი მთავარი მოვალეობა სულიერი ცხოვრება ხდება.

ქალის ბუნება ოჯახია. მისი გუნა-კარმა ნიშნავს ოჯახის ბედნიერებას. თუ შეხვდა ქმარი, რომელსაც ფინანსური შემოსავალი ვერ შემოაქვს, ანუ მძიმე მამაკაცური კარმა აქვს, ეს ნიშნავს რომ მასაც მძიმე ქალური გუნა კარმა აქვს. ატმოსფეროს ოჯახში ქმნის ქალი და არა მამაკაცი. ანუ პირველ რიგში ქალზეა დამოკიდებული ოჯახური ჰარმონია. ის უბიძგებს მამაკაცს აქტიურობისკენ და წარმატებისკენ, თავისი სიყვარულით, სათნოებით და მორჩილებით.

2. როგორ მოქმედებენ ადამიანზე პლანეტები?

არსებობს ადამიანების 2 კატეგორია: პირველ კატეგორიას სწამს ღმერთის, მეორეს კი არა. პირველ კატეგორიას უნდა რომ ღმერთს ემსახუროს, ამიტომ ისინი ძალიან არ იძირებიან ამ მატერიალურ სამყაროში. ისინი ემსახურებიან ღმერთს და პარალელურად, თავისი სულიერი განვითარების მიხედვით აცნობიერებან სამყაროს კანონებს, პლანეტების მოქმედებას, გუნების მოქმედებას და ა.შ. თუმცა ზედმეტი დაინტერესება პლანეტების მოქმედებებით, სამყაროს კანონებით არ შეიძლება, იმიტომ რომ ქვეცნობიერ დონეზე ეს იწვევს ნახევარღმერთებისადმი თაყვანისცემის მიდრეკილებას. შედეგად ასეთი ადამიანი დეგრადაციას განიცდის.

იშა-უპანიშადში წერია, რომ თუ ადამიანი ნახევარღმერთებს ეთაყვანება, ან ბევრს ფიქრობს იმ საკითხებზე, რაც მათთანაა დაკავშირებული და თავის მთავარ მოვალეობად ამ ყველაფრის გაცნობიერებას თვლის, ასეთი ადამიანი ჯოჯოხეთში მოხვდება. ცოტა არ იყოს წინააღმდეგობაში მოვდივართ, თითქოს ის ამაღლებულ არსებებზე ფიქრობს და არა დემონებზე, ამიტომ წესით პროგრესს უნდა განიცდიდეს და არა პირიქით, მაგრამ ნახევარღმერთებისადმი თაყვანისცემა, მატერიალურ გონებას აძლიერებს და სულიერს ასუსტებს, ე სკი შესაბამისად ზრდის ჯოჯოხეთში მოხვედრის შანსს.

თაყვანი უნდა ვცეთ ღმერთს და შესაბამისად ნახევარღმერთებიც (და პლანეტებიც) კეთილგანწყობილნი გახდებიან ჩვენს მიმართ. წყალი ფესვებს უნდა დავასხათ და არა ფოთლებს ან ღეროებს.

ანუ კარმის “გამოსწორებისთვის” საჭიროა ღმერთის მსახურება და სიყვარული და არა ასტროლოგიის შესწავლა და სატურნის გავლენის შემცირება (რომელიც სხვათა შორის ერთერთი დიდი მასწავლებელია და გვასწავლის იმით რომ გვსჯის ცუდი საქციელებისთვის. სწორედ ამაშია სატურნის მისია და მისი მმართველია ნახევარღმერთი “შუნია” და იგი კეთილგანწყობით შემოგვხედავს როცა სწორ გზაზე ვდგებით და ღმერთის მსახურებას ვიწყებთ).

3. რას იტყვით წინა ცხოვრებების გახსენების პრაქტიკებზე?

მრავალი ადამიანი ჰოლოტროპული სუნთქვის ან სხვა პრაქტიკების დახმარებით ცდილობს წინა ცხოვრებების გახსენებას. გეტყვით ერთ საოცარ ფაქტს, რაც წმინდა წერილების შესწავლით აღმოვაჩინე. ჩვენ იმის გამო არ გვაქვს წინა ცხოვრების ხედვის უნარი, რომ ეს არ დაგვიმსახურებია. ახლა წარმოიდგინეთ რომ ცოტა ვისუნთქეთ და ის რაც არ დაგვიმსახურებია, უცებ მოგვეცა. ნუთუ ფიქრობთ რომ მეხსიერება წინა ცხოვრებების შესახებ ასეთი იაფფასიანია? ვედებში წერია, რომ ადამიანი, რომელიც თანმიმდევრულად იხსენებს ყველაფერს, რაც წინა ცხოვრებებში მოხდა, თავისუფლდება. იმიტომ რომ წარსულის გახსენებისთვის, ის უნდა განწმენდილი იყოს იმ ჭუჭყისაგან, რაც დაგროვილი აქვს. მოჰა ბჰაგა, ანუ ის ფსკერი, რომელშიც კარმა ვასანები და სამსკარებია, გამოყოფს სულს ზესულისაგან დამ ის ხედვაში უშლის ხელს. სწორედ ამ შრის გამო ვერ ვხედავთ ზესულს. როცა წარსულის სიღრმეში შევდივართ, შესაბამისად უფრო კარგად ვხედავთ ჩვენ წარსულ ცოდვებს და წინ მივიწევთ ზესულისკენ. ნუთუ ფიქრობთ, რომ ზესულისკენ წინსვლის პროცესი ასეთი მარტივი და იაფფასიანია, რომ უბრალოდ ბევრი ისუნთქე 1 საათი და ყველაფერი დაინახე? წინა ცხოვრებები მხოლოდ წმინდა ადამიანებს ეხსნებათ სერიოზული სულიერი პრაქტიკის შედეგად.

რას ხედავენ ადამიანები, რომლებმაც ჰოლოტროპულად ისუნთქეს? საქმე იმაშია, რომ ამ სუნთქვის შედეგად მათი დამცავი ფსიქიკური შრე დნება და ამის შედეგად მათი ცნობიერება შედის ე.წ. მეხუთე განზომილებაში, რომელსაც ჭკუის განზომილებასაც უწოდებენ, ანუ იმ ზონას, სადაც მოქმედებენ ნახევარღმერთები და დემონები. აქვე არსებობენ სულებიც (духи). ანუ ეს ის ზონაა, რომელიც ჩვენთვის უცნობია და ფსიქიკურად ამ ზონისგან დაცულები ვართ. და როდესაც ფორსირებული სუნთქვის შედეგად ადამიანი ამ ატმოსფეროში შედის, ადამიანი შეიძლება შეხებაში მოვიდეს სხვის ჭკუასთან, მის მეხსიერებასთან, შეიძლება დაინახოს ამ სხვა ადამიანის ჭკუის წარსული ცხოვრება, აღწეროს ყოველივე, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ წარსულთან აერიოს ეს ყველაფერი. მეორე ვარიანტია რომ სულების ზემოქმედების ქვეშ მოექცეს, რომლებიც კარნახობენ, თუ ვინ იყო წინა ცხოვრებაში. ამ დროს სულებს აწყობთ, რომ ადამიანი უმეცრებაში დატოვოს (ტამასა ბუდჰის მდგომარეობაში). ხოლო იმისათვის რომ ადამიანი უმეცრების გუნაში იყოს, ხშირად უნდა მიაწოდო მას “მნიშვნელოვანნი” ინფორმაცია, თუ ვინაა იგი, რადგან უმეცრების მთავარი მახასიათებელი სიამაყეა. ამიტომ სული ეუბნება ადამიანს: “შენ წინა ცხოვრებაში იყავი კლეოპატრა, ნაპოლეონი, მეფე და ა.შ.”. ხანდახან ასეთ რაღაცას გვეუბნებიან არა სულები, არამედ ასტროლოგები.

ამ ყველაფრის შედეგად ადამიანი ხვდება ილუზიის ტყვეობაში და იჯერებს ამ ყველაფერს. ჭკუას კი ერთი თვისება აქვს, მას შეუძლია ყველაფრის სინთეზირება მოახდინოს ცრუ მონაცემების საფუძველზე და თავისი ილუზორული რეალობა შექმნას. ასე ხვდებიან ფსიქიატრიულში...

ქრისტიანობაში არსებობს ხიბლის ცნება. ხიბლი ნიშნავს საკუთარი “ძლევამოსილების” დაჯერებას. ანუ რწმენას, რომ შეგვიძლია შევძვრეთ იქ, სად შეძრომაც სხვებისთვის შეუძლებელია. ეს ყველაფერი იწვევს უმეცრების გუნის მოქმედების ქვეშ გადასვლას.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Atman   აიურვედა (მეცნიერება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ)   Sep 10 2009, 09:23 AM
arizona   Atman აი დილის ლოცვაზ...   Sep 10 2009, 09:42 AM
Atman   arizona რამდენიმე სიტყ...   Sep 10 2009, 09:53 AM
Atman   ღორის გრიპის პროფი...   Dec 16 2009, 11:29 PM
protestanti   Atman აიურვედა და გუნ...   Dec 17 2009, 01:22 AM
Atman   protestanti აიურვედას რა...   Dec 17 2009, 10:29 AM
self   Atman დამაინტერესე ხო ...   May 2 2010, 12:23 AM
.zakaria.   არ ვიცი რამდენად ...   May 2 2010, 01:42 AM
syd   საკმარისია სათაურ...   May 2 2010, 02:24 AM
Atman   self სიტყვა აიურვედა...   May 2 2010, 07:34 PM
ქევანა   შენ თუ დაგილევია? :) ...   May 3 2010, 03:56 PM
Atman   ქევანა ავად რომ ვი...   May 3 2010, 04:01 PM
newbie   მეც წამოვალ მოწმედ...   May 3 2010, 04:25 PM
Atman   თეთრი (რაფინირებულ...   May 10 2010, 11:24 AM
ქევანა   Atman ცოტა რომ ჭამოს ...   May 10 2010, 03:44 PM
Atman   ქევანა თუ ძალიან გ...   May 10 2010, 05:34 PM
izi-bartki   Atman ეე ბალღო შენ სად...   May 10 2010, 09:39 PM
Atman   [size=3]გადავწყვიტე და...   May 12 2010, 11:25 AM
Atman   ვედებში აღწერილია ...   May 12 2010, 12:32 PM
Atman   მატერიალური გონებ...   May 12 2010, 02:30 PM
თამარ   Atman თემა ნამდვილად ს...   May 12 2010, 03:22 PM
Atman   თამარ ვფიქრობ სიტ...   May 12 2010, 03:36 PM
ქევანა   ვა, ეს რა საინტერეს...   May 12 2010, 09:44 PM
Atman   ქევანა აუცილებლა...   May 12 2010, 09:50 PM
ქევანა   Atman ხო, ჯერ ვეცნობი, კ...   May 12 2010, 10:04 PM
Molen   Atman გამიჩნდა ასეთი კ...   May 13 2010, 10:34 AM
Atman   Molen პასუხი ასეთი იქ...   May 13 2010, 10:43 AM
Atman   სემინარის მეორე დღ...   May 13 2010, 11:20 AM
Atman   4. დაეჭვება (სამშაია...   May 13 2010, 03:08 PM
Atman   სემინარის მესამე დ...   May 14 2010, 12:02 PM
Atman   სემინარის მეოთხე დ...   May 15 2010, 06:20 PM
Atman   პასუხები შეკითხვე...   May 15 2010, 06:41 PM
.zakaria.   პავლე მოციქული ავა...   May 15 2010, 07:43 PM
Atman   .zakaria. ხო და წმინდანე...   May 15 2010, 08:03 PM
Atman   ისა ხალხო, ჯერ ეს სე...   May 15 2010, 09:27 PM
ქევანა   დასდე ეს :D ფილოსოფ...   May 15 2010, 09:30 PM
Atman   .   May 15 2010, 09:34 PM
Atman   სემინარის მეხუთე დ...   May 17 2010, 05:53 PM
Atman   სემინარის მეექვსე ...   May 18 2010, 09:45 AM
self   Atman ფსიქოლიგია :) [b]ს...   May 18 2010, 09:47 PM
Atman   self არ ვიცი, მაგ დონე...   May 18 2010, 10:11 PM
Atman   კიდევ ერთი რჩევა: წ...   Jun 15 2010, 11:34 AM
Atman   ვინმეს ხომ არ გაქვ...   Jun 24 2010, 08:13 AM
Atman   ახლა ცოტას კიდევ ვ...   Jun 24 2010, 08:50 AM
Fee   Atman ძალიან გთხოვ სხ...   Jun 24 2010, 06:50 PM
Atman   Fee http://golosved.com/ ქართულ...   Jun 24 2010, 06:58 PM
ქევანა   ატმან, ანუ შენ გინ...   Jun 24 2010, 09:27 PM
Atman   ქევანა ყოფნით ზოგ...   Jun 25 2010, 04:31 AM
Fee   ატმან მადლობ ლინკი...   Jun 25 2010, 04:38 PM
Atman   Fee ჰერკულესი კარგი...   Jun 25 2010, 04:52 PM
Fee   მთაში მივდივარ, არ ...   Jun 26 2010, 12:27 PM
Atman   Fee რომ ჩამოხვალ მთი...   Jun 26 2010, 12:30 PM
Fee   :D:D:D   Jun 26 2010, 01:09 PM
Atman   [b]World According to Monsanto სამყარ...   Jun 30 2010, 08:25 AM
Atman   „დიროლი“ ბავშვებშ...   Jun 30 2010, 12:26 PM
Atman   ვიწყებ წიგნის თარგ...   Jul 5 2010, 10:17 AM
Atman   მკითხველი: ბოლო დრ...   Jul 6 2010, 08:35 AM
Atman   ახლა ვისაუბროთ დილ...   Jul 8 2010, 09:13 AM
Atman   ძალიან მაგარი ვიდე...   Jul 9 2010, 01:07 PM
აკაკი   ატმან შენ გეცოდინე...   Jul 12 2010, 12:46 AM
Atman   აკაკი ქართულ მითო...   Jul 12 2010, 05:46 AM
self   რაც ატმანი წავიდა ...   Jul 25 2010, 06:22 PM
Atman   self http://www.torsunov.ru/ru/downloads/lections...   Aug 10 2010, 06:43 PM
ikanosi   Atman ერთი ორი სიტყვით...   Aug 10 2010, 06:46 PM
Atman   ikanosi ყველანაირი მედ...   Aug 10 2010, 07:13 PM
ikanosi   Atman კონკრეტულად რომ...   Aug 10 2010, 07:22 PM
Atman   ikanosi თითქმის ყველა დ...   Aug 10 2010, 07:24 PM
ikanosi   Atman და რომ არ გაამარ...   Aug 10 2010, 07:43 PM
Atman   ikanosi ყოველთვის არაფ...   Aug 10 2010, 07:56 PM
ikanosi   Atman ქვები მე უნდა მი...   Aug 10 2010, 08:11 PM
Atman   ikanosi შენ არ უნდა მიუ...   Aug 10 2010, 08:18 PM
Atman   [size=4]Обеты истинного врача. ...   Aug 11 2010, 07:49 AM
Atman   [img]http://s48.radikal.ru/i121/1008/89/d01b05b833...   Aug 11 2010, 01:27 PM
Atman   ძალიან მნიშვნელოვ...   Aug 12 2010, 10:27 AM
ლურჯი ბუ   Atman, მაგარი ხარ :) კი გ...   Aug 12 2010, 01:31 PM
terra   Atman, მაგარი ხარ :) კი ...   Aug 12 2010, 03:21 PM
Atman   ლურჯი ბუ terra ტყუილთ...   Aug 12 2010, 03:34 PM
terra   Atman განსაკუთრებით ა...   Aug 12 2010, 03:36 PM
Atman   terra ამპარტავნება უ...   Aug 12 2010, 04:00 PM
Atman   [b]ეს არის ცხრილი, სა...   Aug 12 2010, 07:04 PM
Atman   [b][size=4]აქ არის დოშები...   Aug 16 2010, 12:23 PM
Atman   ნაწყვეტი ცნობილი ი...   Aug 21 2010, 03:54 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2025 - 01:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი