![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
თამარ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 17-November 08 მდებარ.: საქართველო, ბორჯომი წევრი № 5,960 ![]() |
Atman
თემა ნამდვილად საინტერესოა; ახლა ყურადღებით ვერ ვკითხულობ უდროობის გამო, მაგრამ აუცილებლად "ჩავუჯდები" მოგვიანებით. შეკითხვა მაქვს ე.წ. "გუნების" გავლენაზე ადამიანის გაღვიძებისა და ადგომის დროის შესაბამისად. "გუნა" ქართულად როგორ ითარგმნება? რა იგულისხმება ამ გავლენაში? კიდევ, 3-5 საათამადე რომელი დრო იგულისხმება? 3-5-მდე ინდოეთისთვის თუა, ჩვენთან მგონი უფრო ადრე გამოვა, არა? დღევანდელ პირობებში ადამიანი 7-ზე თუ დგება სისტემატურად, ჩემი აზრით, უკვე გმირობის ტოლფასია. Atman ერთი შეკითხვა კიდევ: ინდური სახელები და სახელწოდებები, ალბათ, რაღაცას ნიშნავს ქართულად და უფრო გაგვარკვევდა საკითხის არსში, თუ შესაძლებელია ამ სახელების ქართული შესატყვისების მოძებნა. ამან შეიძლება ბევრი რამე აღმოგვაჩენინოს. მანდ სიტყვების შინაარსობრივი დატვირთვა კი გიწერია, მაგრამ მე სხვა რამეს ვგულისხმობ, თვითონ სიტყვის თარგმანს. შეიძლება, სიტყვის თარგმანი ზუსტად იმ შინაარსის შესატყვისი არ აღმოჩნდეს. მაპატიე, თუ ვართულებ ![]() მე მყავდა უფროსი მეგობარი (გარდაიცვალა), რომელიც სიტყვების შედარებებით და ამ სიტყვების მნიშვნელობებით უამრავ რამეს ხსნიდა. ეს ეხებოდა სამყაროს წყობასა და კანონებს, საქართველოს პრობლემებსა და ძალიან ბევრ რამეს, აქ ძნელია დატევა. ეს კაცი იყო კობა გურული (ქართული ლითონმქანდაკებლობის ამღორძინებელი 60-იან წლებში, მხატვარი, მოქანდაკე, ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი, მოაზროვნე - დიდი პიროვნება, უამრავი ნიჭითა და კრისტალური პატიოსნებით დაჯილდოვებული). |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 01:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი