![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
თამარ
ციტატა "გუნების" გავლენაზე ადამიანის გაღვიძებისა და ადგომის დროის შესაბამისად. "გუნა" ქართულად როგორ ითარგმნება? რა იგულისხმება ამ გავლენაში? ვფიქრობ სიტყვა გუნას ყველაზე რეალური შესატყვისი, ქართული სიტყვებიდან სიტყვა "გუნებაა" ანუ განპირობებული განწყობილება, რომელიც ჩვენზე არაა დამოკიდებულიდა მის ემოციურ, ფსიქოლოგიური მოქმედების ქვეშ ვექცევით. თავად გუნების (ანუ მოდუსების) არსი კარგად რომ გაიგო წაიკითხე "ბჰაგავად-გიტას" შესაბამისი თავი "მატერიალური ბუნების გუნები". კრიშნაზე უკეთ ვერავინ აგიხსნის მაგას. მოკლედ კი ვიტყვი, რომ არსებობს 3 გუნა: უმეცრების, ვნების და სათნოების. და ყველაფერი რასაც მატერიალური ენერგია ეხება, გუნების გავლენის ქვეშაა. ყველაფერი: საკვები, ცოდნა, წიგნები, სამუშაო სფეროები, მისწრაფებები, გუნების მიხედვით იყოფა. ეს რთული და საკმაოდ ვრცელი თემაა და თუ დრო მექნება დაწვრილებით განვიხილავ მოგივიანებით. ციტატა კიდევ, 3-5 საათამადე რომელი დრო იგულისხმება? 3-5-მდე ინდოეთისთვის თუა, ჩვენთან მგონი უფრო ადრე გამოვა, არა? დღევანდელ პირობებში ადამიანი 7-ზე თუ დგება სისტემატურად, ჩემი აზრით, უკვე გმირობის ტოლფასია. 3-5 საათამდე დროს ეწოდება "ბრაჰმა-მუჰურტა" და ეს ყველაზე წმინდა დროა, ანუ ეს დრო ყველა გუნისგან თავისუფალია. 5 საათიდან ძალაში შედის უკვე სათნოების გუნა. 9-10 საათიდან ვნების გუნა, ხოლო საღამოს უმეცრების გუნა იწყებს მოქმედებას. მზე ინდოეთშიც დაახლოებით იმ დროს ამოდის, რა დროსაც ჩვენთან, ასე რომ ეს დროები საქართველოსაც შეესაბამება. უბრალოდ განსხვავება ინდოეთისგან ისაა, რომ შუადღით იქ ძალიან ცხელა და მაქსიმალურად ცდილობენ ადრე ადგნენ და გამოიყენონ დილის (სიგრილე). მაგრამ 7 საათზე ადგომა აიურვედის თვალსაზრისით საქართველოსთვისაც გვიანია. ჩვენი წინაპრები მამლის პირველივე ყივილზე დგებოდნენ, ანუ არა უგვიანეს 6 საათისა. თანაც 6 საათზე ორგანიზმში ენერგეტიკული გადართვა ხდება გაღვიძების რეჟიმზე და როცა ამ დროს არ ვიღვიძებთ, მზე "დამსჯელად" მოქმედებს ჩვენზე. ამიტომ გირჩევთ ადგეთ არა უგვიანეს 6 საათისა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ![]() ციტატა ერთი შეკითხვა კიდევ: ინდური სახელები და სახელწოდებები, ალბათ, რაღაცას ნიშნავს ქართულად და უფრო გაგვარკვევდა საკითხის არსში, თუ შესაძლებელია ამ სახელების ქართული შესატყვისების მოძებნა. ამან შეიძლება ბევრი რამე აღმოგვაჩენინოს. ცოტ-ცოტა დაკვირვებებს ვახდენ ამ საკითხზე და ღრმად ვერ "ჩავუჯექი" ჯერჯერობით ![]() პ.ს. ეს სახელწოდებები ინდური კი არა ვედურია. ჰინდი საკმაოდ განსხვავდება სანსკრიტისგან. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 01:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი