მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
KAIROS |
Feb 2 2009, 08:59 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მეცნიერულ სამყაროში, გვქონდეს ახალი აღმოჩნების შესახებ ინფორმაცია და მიღწევებსაც ვეცნობოდეთ, ჩვენს რიგებში არიან უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერები, სხვადასხვა დარგში , ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. ბევრი საკმაოდ კარგადაა ჩახედული ამ საქმეებში და ნამდვილად წაგვადგება ერთმანეთისათვის ამ სიახლეების მიწოდება და მათზე საუბარი.
ახლა პირველს თავადვე დავწერ, იმდენად უცნაურად მომხვდა ყურში, რომ ლამის ალოგიკურადაც ჟღერდა ქრისტიანისათვის, ნუ ახლა თეოლოგიას შევეშვათ და მეცნიერულად ასეა, რომ აღმოაჩინეს... მედუზა , რომელიც ფაქტობრივად არ კვდება, ანუ უკვდავი მედუზა ახლა ამ უკვდავებას სულის უკვდავების რანგში ნუ გავიგებთ, ამას ქვია "ბიოლოგიური უკდავება", ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ამ 4-5 მილიმეტრიან დიამეტრის მედუზას Turritopsis nutricula ახასიათებს მითიური გაახალგაზრდავების თვისება, Smithsonian ინსტიტუტის და ლეჩეს მეცნიერულ-საკვლევი უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით ეს გაახალგაზრდავება ხდება ბიოლოგიური ციკლის უკუცვალებადობის ხარჯზე... Cheating deth: the immortal life cycle of Turritopsis http://8e.devbio.com/preview_article.php?ch=2&id=6 რას გვეტყვიან საქმეში ჩახედული ხალხი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
abo |
May 1 2010, 01:25 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
კანუდოსელი
ცოტა ძნელია... -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კანუდოსელი |
May 12 2010, 10:33 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ასტრონომების მიერ რენტგენულ სპექტრში დაკვირვებისას, ნაპოვნია სუპერმასიური შავი ხვრელი (რომელიც მზის მასას აჭარბებს მილიარდჯერ) რომელიც არა გალაქტიკის ცენტრშია, როგორც აქამდე მიიჩნევდნენ, არამეტ გაურბის ცენტრს საკმაოდ დიდი სიჩქარით (იხილეთ ნახაზზე წითელი რგოლი).
სუპერმასიური შავი ხვრელების წარმოშობის თეორიის მიხედვით, ისინი წარმოიქმნებიან რამდენიმე მცირე ზოის შავი ხვრელების შერწყმის შედეგად. როგორც გათვლები აჩვენებს, ასეთი შერწყმისას შესაძლოა განვითარდეს არამდგრადობა, წარმოიქმნას კიდევ ერთი შავი ხვრელი, რომელიც განიზიდება ცენტრალური ობიექტის მიერ დიდი სიჩქარით. სრული ვერსია იხილეთ აქ: http://www.sciencedaily.com/releases/2010/...00510075523.htm -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანუდოსელი |
May 13 2010, 10:50 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
როგორც ცნობილია ზოგიერთი ადამიანი მტკიცედ დგას პოზიციაზე, რომ სამყაროს წლოვანება ბიბლიური უნდა იყოს და ასახელებენ რამდენიმე 1000 წელიწადს. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ერთერთი ბოლო აღმოჩენა.
მოკლედ ცნობილია, რომ სამყაროში ასობით მილიარდი გალაქტიკაა, თუმცა არსებობს გალაქტიკური გროვები-კლასტერები, სადაც გალაქტიკები შედარებით მჭიდროდ არიან განლაგებულნი ერთმანეთთან - მაგალითად ჩვენი გალაქტიკა (ირმის ნახტომი) არის ვირგო კლასტერის შემადგენელი 1000-2000 გალაქტიკიდან ერთერთი. ამას წინათ გერმანულმა და იაპონურმა სამეცნიერო კოლაბორაციისგან შემდგარმა ჯგუფმა დააფიქსირა ყველაზე შორეული გალაქტიკური კლასტერი (ნაჩვენებია სურათზე), რომელიც იმდენად შორსაა ჩვენგან, რომ სინათლე ჩვენამდე მოსასვლელად ანდომებს 9,6 მილიარდ წელიწადს. ეს ნიშნავს, რომ რადგან ჩვენ დავინახეთ კლასტერი, ე.ი. მისმა "სინათლემ" ჩვენამდე მოაღწია, და რადგან მოაღწია, ე.ი. ის გამოსულა 9,6 მილიარდი წლის წინ და ე.ი. სამყაროს წლოვანება მინიმუმ ამდენი წლოვანების უნდა იყოს http://www.sciencedaily.com/releases/2010/...00512164920.htm -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი