სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Atman |
Sep 10 2009, 09:23 AM
პოსტი
#1
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
| Atman |
May 13 2010, 11:20 AM
პოსტი
#2
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
სემინარის მეორე დღე:
თავიდან ვთქვათ გონების განსაზღვრება: გონება არის ის, ვინც ჩვენს ცხოვრებაში რაღაცაში გარკვეულია (იცის). ეს არის შეცნობის შინაგანი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევიცნობთ სპეციფიურ მახასიათებლებს ნებისმიერი ობიექტისა, რომლითაც მოხიბლული ვართ. გონება აკეთებს ჩვენს ცხოვრებაში არჩევანს, ანუ გონებაა ჩვენი ბედის წარმართვის მთავარი ინსტრუმენტი. მხოლოდ მას შეუძლია, რომ ზესულს დაუქვემდებაროს ჩვენი თავი. ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც წარმოდგენა ბედნიერებაზე. ადამიანი ბედნიერებისთვის ცხოვრობს. მას სხვაგვარად ცხოვრება არ შეუძლია. თუ ცხოვრებაში ბედნიერებას ვერ ხედავს, მისი ცხოვრება აზრს კარგავს. გონებას გააჩნია ყველგან შეღწევის უნარი. ჭკუა გვაკავშირებს გარშემომყოფ ობიექტებთან. ანუ ჭკუის მეშვეობით შეგვიძლია გავიხსენოთ ვინმე ან რამე, მაგრამ გონება ჭკუისგან იმით განსხვავდება, რომ იგი ძლიერაა მიჯაჭვული რაიმე ობიექტთან. ჭკუა შეიძლება ნებისმიერ ობიექტს დაუკავშირდეს, გონება კი უკავშირდება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან ობიექტებს, ანუ იმას რაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს ადამიანისთვის. ფაქტიურად გონებას მივყავართ ჩვენი ბედის გზაზე, იმის მიხედვით, თუ რისკენაა მიჯაჭვული. არსებობს მიჯაჭვულობის ორი სახე: 1. მიჯაჭვულობა ჩვენს კარმაზე. ანუ ჩვენ გვაქვს ის კარმული სამსკარები, რომლებსაც შეუძლიათ წაგვათრიონ თავისკენ. ისინი ბადებენ სურვილებს. სურვილები უზარმაზარ ძალას ფლობენ. ისინი გვიქმნიან შეგრძნებას, რომ “ასე უნდა ვიცხოვროთ და არა სხვაგვარად. და რომ ასე ცხოვრება სწორია”. ანუ კარმაზე მიჯაჭვული გონება ამ სურვილებს თვლის ჩვენი ცხოვრების მიზნად. 2. როცა გონება ცხოვრების უმაღლეს მიზნებზეა მიჯაჭვული. წინა შემთხვევაში ადამიანს არა აქვს არჩევანის თავისუფლება და თავისი სურვილების გზას მიუყვება, მეორე შემთხვევაში კი ადამიანს უჩნდება არჩევანის თავისუფლება, რადგან იგი თავისუფალია წარსულის კარმისაგან. თუ ამაღლებულ მიზნებს მივყვებით, კარმას აღარ შეუძლია, რომ დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ადამიანს – იყოს ჭეშმარიტად ბედნიერი. გონება მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს. და შეუძლებელია გონებას ერთი მიზანი ჰქონდეს, თუ ამ მიზანს ამაღლებული სულიერი თვისებები არ გააჩნია. მატერიალურ სამყაროში ვერ ვიპოვით ძალას, რომელიც მიიჯაჭვავდა გონებას და არასოდეს გაუშვებდა. რადგან აქ ბედნიერების ყველა ფორმას ანარეკლის ბუნება აქვს. მატერიალური სამყარო სარკეა, სადაც რაღაც აირეკლება. მაგალითად გავაკეთეთ რაიმე საგანი (ვთქვათ ხის თოჯინა). მასში ირეკლება ჩვენი სიყვარული. ვთქვათ ვინმეს მოეწონა ეს თოჯინა და გაიგო მისი “გემო”. ეს სხვა არაფერია, თუ არა სულიერი ენერგია, რომელიც ჩადებულია ამ თოჯინაში. მატერიალურ სამყაროში არაფერს არა აქვს ძალა სულიერის გარეშე. თავად მატერიალ კი სულიერი არაა ბუნებით და მას მხოლოდ არეკვლა შეუძლია. ანუ ხის თოჯინამ აირეკლა ჩვენი განწყობა, გემოვნება, სიყვარულის ენერგია. რაც არ უნდა ვაკეთოთ მატერიალურ სამყაროში, გარდა ღმერთის მსახურებისა, ვერ მივიღებთ უმაღლეს გემოს. ვერ მივეჯაჭვებით ამქვეყნიურს მარადიულად. თუნდაც იმიტომ, რომ ამქვეყნიურ ობიექტებს რაღაც განსაზღვრული რაოდენობით ბედნიერების ენერგია აქვთ, სული კი ბუნებით მარადიულად მზარდ ბედნიერებას ითხოვს. ვთქვათ მივიღეთ რაიმე ობიექტისგან ბედნიერება, ხვალ უფრო მეტი მოგვინდება ამავე უბიექტისგან. გონება გამუდმებით ეძებს მიზანს ბედნიერებისთვის. ბედნიერებაზე მიჯაჭვა კი მაშინვე ბადებს რწმენას. ბევრ ადამიანს გონება დაუმორჩილებელი ჰყავს. ის ველურივითაა, თვითონ ეძებს მიზნებს. ვთქვათ იპოვა ერთი მიზანი და ეს მიზანი მისი ცხოვრების აზრი გახდა. მაგრამ როცა მიხვდება რომ ეს მიზანი არასწორი იყო, დეპრესიაში ვარდება, ცხოვრების სტიმულს კარგავს, ფსიქიკა ენგრევა, მასში არ შედის სასიცოცხლო ენერგია... სასიცოცხლო ენერგიით მხოლოდ მაშინ ივსება ადამიანი, როცა გონებას აქვს განსაზღვრული მიზანი. ანუ გონების მიჯაჭვულობა რაიმე ობიექტზე ბადებს რწმენას, რომ ყველაფერი კარგადაა და მომავალშიც კარგად იქნება. რწმენის შედეგად ძლიერდება ენთუზიაზმი. რწმენა და ენთუზიაზმი მატერიალური ობიექტების და ღირებულებების მიმართაც არსებობს, მაგრამ მას აქვს დამახინჯებული, არაღრმა და წარმავალი ფორმა. მატერიალურ სამყაროში გონება გამუდმებით უნდა იყოს მიჯაჭვული მიზანზე. ყველა მიზანს გარკვეული ობიექტი გააჩნია. მატერიალურ სამყაროში სამი დონის პლანეტარული სისტემაა და გონებას უკვე დედამიწიდანვე შეუძლია მიეჯაჭვოს მიზნის ობიექტებს მაღალ პლანეტებზე, საშუალო პლანეტებზე (მათ შორის დედამიწაზე) ან დაბალ (ჯოჯოხეთურ) პლანეტებზე. და რომელ ობიექტებსაც მიეჯაჭვება, ბჰაგავად გიტაში ნათქვამია რომ უეჭველად მოხვდება შესაბამის ადგილას. როცა გონება სპონტანურად ეჯაჭვება ობიექტებს, ამას ეწოდება არაგონიერი (უგუნური) ცხოვრება. გონიერი ცხოვრება კი ნიშნავს რომ ჩვენით ვირჩევთ ობიექტებს, რომლებსაც უნდა მივეჯაჭვოთ. თანამედროვე ცივილიზაციაში თვლიან რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. საკითხავია რისგან ვართ თავისუფალნი? თავისუფლებისგან? მე ვიყავი ამერიკაში და შემიძლია ზუსტად ვთქვა, რომ ეს ყველაზე მონათმფლობელური ქვეყანაა მსოფლიოში. ადამიანი დამონებულია ვალებით, კრედიტებით, იპოთეკური სესხებით, სამუშაოთი... იქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ადამიანი თავის სამუშაოს ვერ მოწყდება, მუდამ დაკავებულია. თავისუფლების იდეა ამ სამყაროში ასეთია: “გავაკეთებ იმას რაც მსურს.” მაგრამ ჩნდება კითხვა, მართლა მე მინდა რაღაც, თუ სხვა რამის გამოა ეს სურვილი? მაგალითად მომინდა ჩაის დალევა და დავლიე. რამ იმუშავა ამ დროს? ჩემი არჩევანის თავისუფლებამ? არა! ამ დროს იმუშავა ჩემმა წარსულმა კარმამ და ამის შედეგად გავიქეცი ჩაის დასალევად. ანუ ჩვენი სურვილები წარსულის კარმის შედეგია. არავითარი თავისუფლება! ეს მონობაა. წარსულ კარმას ვერც ერთი წამით ვერ მოვწყდებით, რადგან ორი ვარიანტი გვაქვს, ან უნდა ვიაროთ კარმის გზით, ან იმ გზით რასაც ავირჩევთ. ვედები ამბობენ, რომ ადამიანი თავისით ვერ აირჩევს ცუდ გზას. თავისი ნებით ადამიანს მხოლოდ კარგი გზის არჩევა შეუძლია, ცუდ გზას კი წარსულის კარმის ზეწოლის შედეგად ირჩევს. თავისუფალი ნება ჩვენს ფსიქიკაში მხოლოდ განსაზღვრული სახით გამოვლინდება. ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენს გონებას ისეთ ობიექტს ვუკავშირებთ, რომელიც უსაზღვრო ბედნიერების წყაროა. ამის შემდეგ გონებას აღარ შეუძლია რომ განეჯაჭვოს ამ ობიექტს. მისი ფუნქცია ასეთია: ეჯაჭვება იმას რაც უკეთესია, რაც მეტ ბედნიერებას გვანიჭებს, მაგრამ ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ასე მარტივად და უბრალოდ არ შეგვიძლია გონების დაკავშირება უსაზღვრო ბედნიერების მონიჭების უნარის მქონე ობიექტთან, რადგანაც ცოდვები გვიშლიან ხელს. ჩვენი ცოდვები გვიშლიან ხელს ჭეშმარიტი რეალობის აღქმაში. ჩვენი აღქმის უნარი დაბინდულია სიწმინდის ნაკლებობის გამო. სწორედ ესაა ჩვენი პრობლემა, ამიტომ არც ისე ადვილია მაღალ სულიერ ობიექტებს დავუკავშიროთ გონება. სამაგიეროდ ძალიან ადვილად ექცევა იგი ცოდვების გავლენის ქვეშ. ამას ძალისხმევაც არ ჭირდება, უბრალოდ მოდუნება საკმარისია. და გვიჩნდება სურვილები, რომლებიც გვიმონებენ. უფრო ღრმად განვიხილოთ გონების ფუნქციები: 1. გონების მთავარი ფუნქცია კონტროლია. მან უნდა აკონტროლოს ჩვენი ბედი, ჭკუა, გრძნობები, სურვილები, მისწრაფებები და ა.შ. ის აკონტროლებს ჭკუას და გრძნობისმიერ ცოდნას (პრატიპატი). არსებობს ცოდნის გარკვეული სახე უმეცრების გუნაში, რომელიც უკვე ჩადებულია მატერიალური სამყაროს არსებობაში. როცა ვიბადებით ამ სამყაროში, ეს ცოდნა ჩვენში უკვე ჩადებულია. ბუნებრივად და ავტომატურად გვაქვს მატერიალური ობიექტებისკენ სწრაფვა. საჭიროა ვიცოდეთ, რომ ნახევარღმერთები, რომლებიც ჩვენს გრძნობებს მართავენ, ძალით განვითარებით უფრო დაბლა დგანან, ვიდრე ის ნახევარღმერთები, რომლებიც გრძნობათა ობიექტებს მართავენ. ანუ ამ უკანასკნელებისგან გაცილებით მეტად მოდის გემო ბედნიერების შეგრძნებისადმი. ამიტომ ჩვენი გრძნობები გამუდმებით დამონებულნი არიან გრძნობათა ობიექტების მიერ. მუდამ გვეჩვენება, რომ გრძნობათა ობიექტებშია ბედნიერება და მივისწრაფვით მათკენ. სწორედ ეს გრძნობისმიერი ცოდნაა, რომელიც გვხიბლავს და გვითრევს, შემდეგ კი პრობლემებს გვიქმნის. 2. გადაწყვეტილებების გააზრება. გონება ცდილობს აირჩიოს, სად უფრო მეტია ბედნიერება. ჩვენი გონება მერყევია და მრავალი მიმართულებისკენ აქვს მიდრეკილება. სულიერად მაღალგანვითარებულ ადამიანებს კი სწორხაზოვანი და მტკიცე გონება აქვთ. ჩვენ ბევრი მიზანი გვაქვს და როდესაც გააზრებას ვიწყებთ, ბევრს ვყოყმანობთ. სულიერმა ადამიანმა კი ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს და ბევრი ფიქრი არ სჭირდება. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ გააზრება ყველაფერს სჭირდება, თვით სულიერი ტრანსიც კი კონტროლირებადი უნდა იყოს რაღაც დონით. 3. ყურადღება. ყურადღების ფუნქცია ჭკუასაც აქვს, მაგრამ მისგან განსხვავებით გონების ყურადღება მიპყრობილია მთავარი მიზნის ობიექტისკენ. მაგალითად ჭკუით მოგვწონს ბევრი ქალი (ან მამაკაცი), მაგრამ გონება ირჩევს მხოლოდ ერთს (კარგ შემთხვევაში რა თქმა უნდა). ცნობიერების ძალიან მაღალ დონეზე კი გონება ირჩევს მხოლოდ ღმერთს და მასზე აქვს მთელი ყურადღება მიპყრობილი. ეს ღვთის წყალობაა და მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. “ბჰაგავად- გიტაში” კრშნა ამბობს, რომ თუ ადამიანი ერთგულად ემსახურება მას, თავად აძლევს სულიერ გონებას. ანუ ღმერთი იძლევა ძალას იმისთვის, რომ მასზე ვიფიქროთ. |
Atman აიურვედა (მეცნიერება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ) Sep 10 2009, 09:23 AM
arizona Atman
აი დილის ლოცვაზ... Sep 10 2009, 09:42 AM
Atman arizona
რამდენიმე სიტყ... Sep 10 2009, 09:53 AM
Atman ღორის გრიპის პროფი... Dec 16 2009, 11:29 PM
protestanti Atman
აიურვედა და გუნ... Dec 17 2009, 01:22 AM
Atman protestanti
აიურვედას რა... Dec 17 2009, 10:29 AM
self Atman დამაინტერესე ხო ... May 2 2010, 12:23 AM
.zakaria.
არ ვიცი რამდენად ... May 2 2010, 01:42 AM
syd საკმარისია სათაურ... May 2 2010, 02:24 AM
Atman self
სიტყვა აიურვედა... May 2 2010, 07:34 PM
ქევანა
შენ თუ დაგილევია? :)
... May 3 2010, 03:56 PM
Atman ქევანა
ავად რომ ვი... May 3 2010, 04:01 PM
newbie მეც წამოვალ მოწმედ... May 3 2010, 04:25 PM
Atman თეთრი (რაფინირებულ... May 10 2010, 11:24 AM
ქევანა Atman
ცოტა რომ ჭამოს ... May 10 2010, 03:44 PM
Atman ქევანა
თუ ძალიან გ... May 10 2010, 05:34 PM
izi-bartki Atman
ეე ბალღო შენ სად... May 10 2010, 09:39 PM
Atman [size=3]გადავწყვიტე და... May 12 2010, 11:25 AM
Atman ვედებში აღწერილია ... May 12 2010, 12:32 PM
Atman მატერიალური გონებ... May 12 2010, 02:30 PM
თამარ Atman
თემა ნამდვილად ს... May 12 2010, 03:22 PM
Atman თამარ
ვფიქრობ სიტ... May 12 2010, 03:36 PM
ქევანა ვა, ეს რა საინტერეს... May 12 2010, 09:44 PM
Atman ქევანა
აუცილებლა... May 12 2010, 09:50 PM
ქევანა Atman
ხო, ჯერ ვეცნობი, კ... May 12 2010, 10:04 PM
Molen Atman
გამიჩნდა ასეთი კ... May 13 2010, 10:34 AM
Atman Molen
პასუხი ასეთი იქ... May 13 2010, 10:43 AM
Atman 4. დაეჭვება (სამშაია... May 13 2010, 03:08 PM
Atman სემინარის მესამე დ... May 14 2010, 12:02 PM
Atman სემინარის მეოთხე დ... May 15 2010, 06:20 PM
Atman პასუხები შეკითხვე... May 15 2010, 06:41 PM
.zakaria. პავლე მოციქული ავა... May 15 2010, 07:43 PM
Atman .zakaria.
ხო და წმინდანე... May 15 2010, 08:03 PM
Atman ისა ხალხო, ჯერ ეს სე... May 15 2010, 09:27 PM
ქევანა
დასდე ეს :D
ფილოსოფ... May 15 2010, 09:30 PM
Atman . May 15 2010, 09:34 PM
Atman სემინარის მეხუთე დ... May 17 2010, 05:53 PM
Atman სემინარის მეექვსე ... May 18 2010, 09:45 AM
self Atman ფსიქოლიგია :)
[b]ს... May 18 2010, 09:47 PM
Atman self
არ ვიცი, მაგ დონე... May 18 2010, 10:11 PM
Atman კიდევ ერთი რჩევა: წ... Jun 15 2010, 11:34 AM
Atman ვინმეს ხომ არ გაქვ... Jun 24 2010, 08:13 AM
Atman ახლა ცოტას კიდევ ვ... Jun 24 2010, 08:50 AM
Fee Atman ძალიან გთხოვ სხ... Jun 24 2010, 06:50 PM
Atman Fee
http://golosved.com/
ქართულ... Jun 24 2010, 06:58 PM
ქევანა
ატმან, ანუ შენ გინ... Jun 24 2010, 09:27 PM
Atman ქევანა
ყოფნით ზოგ... Jun 25 2010, 04:31 AM
Fee ატმან მადლობ ლინკი... Jun 25 2010, 04:38 PM
Atman Fee
ჰერკულესი კარგი... Jun 25 2010, 04:52 PM
Fee მთაში მივდივარ, არ ... Jun 26 2010, 12:27 PM
Atman Fee
რომ ჩამოხვალ მთი... Jun 26 2010, 12:30 PM
Fee :D:D:D Jun 26 2010, 01:09 PM
Atman [b]World According to Monsanto
სამყარ... Jun 30 2010, 08:25 AM
Atman „დიროლი“ ბავშვებშ... Jun 30 2010, 12:26 PM
Atman ვიწყებ წიგნის თარგ... Jul 5 2010, 10:17 AM
Atman მკითხველი: ბოლო დრ... Jul 6 2010, 08:35 AM
Atman ახლა ვისაუბროთ დილ... Jul 8 2010, 09:13 AM
Atman ძალიან მაგარი ვიდე... Jul 9 2010, 01:07 PM
აკაკი ატმან შენ გეცოდინე... Jul 12 2010, 12:46 AM
Atman აკაკი
ქართულ მითო... Jul 12 2010, 05:46 AM
self რაც ატმანი წავიდა ... Jul 25 2010, 06:22 PM
Atman self
http://www.torsunov.ru/ru/downloads/lections... Aug 10 2010, 06:43 PM
ikanosi Atman
ერთი ორი სიტყვით... Aug 10 2010, 06:46 PM
Atman ikanosi
ყველანაირი მედ... Aug 10 2010, 07:13 PM
ikanosi Atman
კონკრეტულად რომ... Aug 10 2010, 07:22 PM
Atman ikanosi
თითქმის ყველა დ... Aug 10 2010, 07:24 PM
ikanosi Atman
და რომ არ გაამარ... Aug 10 2010, 07:43 PM
Atman ikanosi
ყოველთვის არაფ... Aug 10 2010, 07:56 PM
ikanosi Atman
ქვები მე უნდა მი... Aug 10 2010, 08:11 PM
Atman ikanosi
შენ არ უნდა მიუ... Aug 10 2010, 08:18 PM
Atman [size=4]Обеты истинного врача.
... Aug 11 2010, 07:49 AM
Atman [img]http://s48.radikal.ru/i121/1008/89/d01b05b833... Aug 11 2010, 01:27 PM
Atman ძალიან მნიშვნელოვ... Aug 12 2010, 10:27 AM
ლურჯი ბუ Atman, მაგარი ხარ :)
კი გ... Aug 12 2010, 01:31 PM
terra
Atman, მაგარი ხარ :)
კი ... Aug 12 2010, 03:21 PM
Atman ლურჯი ბუ
terra
ტყუილთ... Aug 12 2010, 03:34 PM
terra Atman
განსაკუთრებით ა... Aug 12 2010, 03:36 PM
Atman terra
ამპარტავნება უ... Aug 12 2010, 04:00 PM
Atman [b]ეს არის ცხრილი, სა... Aug 12 2010, 07:04 PM
Atman [b][size=4]აქ არის დოშები... Aug 16 2010, 12:23 PM
Atman ნაწყვეტი ცნობილი ი... Aug 21 2010, 03:54 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st December 2025 - 04:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი