![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
4. დაეჭვება (სამშაია). თუ გონებამ უკვე იცის, მიზანი, მაგრამ ჯერ ვერ შეიგრძნო გემო, ის მუდამ ეჭვებშია. და თუე ს ეჭვები დიდხანს გაგრძელდება, სული პროგრესირებას ვერ განიცდის.
5. სწორი გაგება. ჭკუა მუდამ აანალიზებს, აღიქვამს, მაგრამ სწორი აღქმა ხდება გონების მიერ. ანუ მხოლოდ გონებამ იცის რა არის კარგი და რა არის ცუდი. სწორი გაგება კი მოდის იქიდან, რომ ყველაფერს ვადარებთ ზესულს (რომლის გარეგანი გამოხატულებაა წმინდა წერილებში მოცემული ცოდნა და სულიერი მოძღვარი) და ცრუ ეგოს. სათნოების გუნაში მყოფი გონება მოძღვრის და წმინდა წერილების დარიგებებს ყოველთვის უფრო წინ აყენებს, ვიდრე საკუთარ (ცრუ ეგოს) ინტერესებს. ხოლო თუ პირიქით ხდება, ე.ი. მისი გონება ვნების ან უმეცრების გუნაშია. 6. არასწორი გაგება. გონება შეიძლება არასწორი მიზნით იყოს მიჯაჭვული. რადგანაც გონებას ამგვარი ფუნქცია აქვს, ამიტომ ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ჩვენი მიზნის ობიექტი. ვთქვათ ვირჩევთ მოძღვარს, ან მოძღვრებას, საჭიროა კარგად შევისწავლოთ ამ მოძღვრებაში არსებული ადამიანების ცხოვრება, მოძღვართა მიერ გავლილი გზა. კარგად უნდა ვიცოდეთ ვინაა ჩვენი მოძღვარი, ვინ იყო მისი მოძღვარი და ა.შ. ბრმად მინდობა მოძღვარზე იმის გამო რომ უეცრად მოგვეწონა და მოვიხიბლეთ, არ შეიძლება. ამ არჩევანის გაკეთება გადამწყვეტია ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ თუ სწორ არჩევანს გავაკეთებთ, გონება საბოლოოდ იქნება მიჯაჭვული სწორ ობიექტზე და მთელი ჩვენი ბედი და ცხოვრება შეიცვლება. 7. წარმოსახვა, რომელიც უფრო ჭკუის ფუნქციაა, მაგრამ ამასთან გონებაცაა დაკავშირებული, რადგან წარმოსახვა გვაძლევს ინსტრუქციას მოქმედებისთვის. განსაკუთრებით ეს გამოიხატება ისეთ საკითხებში, როგორიცაა “გათვალვა”, “ჯადო” და ა.შ... ბოროტი ვერასოდეს მოერევა მას, ვინც სიკეთეს აკეთებს. ანუ თუ მე ცუდი არ გამიკეთებია, სხვაც ვერ დამიშავებს რამეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია სხვას ჩემზე ზემოქმედება და “გათვალვა”, თუკი ეს ჩემი კარმითაა განპირობებული. პრობლემა იმაშია, რომ ადვილად შეიძლება მივეჯაჭვოთ ამ ცრუ იდეებს. თუ ვინმე დაგვაშინებს, გონების მიმართულება იცვლება და ამ ობიექტს უკავშირდება, რომლისგანაც მოდის შიში. ანუ გონება გადაერთვება უმეცრების გუნაში. იმისათვის, რომ გონება ვნების ან უმეცრების გუნის გავლენის ქვეშ არ მოექცეს, უნდა დავაკავოთ იგი განუწყვეტელი საქმიანობით, რომელიც წმენდს მას და ამაგრებს საჭირო ობიექტში. ყოველგვარი ცუდი გავლენა რომ ავიცილოთ, ყოველდღიურად ჩაბმული უნდა ვიყოთ სულიერ პრაქტიკაში, რომელიც გონებასთანაა დაკავშირებული. გონებაზე კი ის პრაქტიკა მოქმედებს, რომელიც დაკავშირებულია ხმასთან, იმიტომ რომ ხუთი გრძნობიდან ერთადერთი გრძნობა, რომელიც მხოლოდ გონებასთანაა დაკავშირებული, სმენის გრძნობაა. სმენა პირდაპირაა დაკავშირებული გონებასთან. შეხების გრძნობა დაკავშირებულია გონებასთან და ჭკუასთან, მხედველობა დაკავშირებულია ჭკუასთან. ადამიანზე სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას, მხოლოდ მისი ვიზუალური დანახვა არაა საკმარისი, აუცილებელია მოვისმინოთ მისი ხმა. რადგან გონებასთან პირველ რიგში ბგერაა დაკავშირებული, ვიზუალური გარეგნობა კი დაკავშირებულია ადამიანის კარმასთან და წარსულთან. თუ გონება კარმას გადასძლევს, ესე იგი სათნოების გუნაშია, ხოლო თუ საერთოდ აღარაა დამოკიდებული კარმაზე, ეს უკვე სულიერი გონებაა. გემოვნების შეგრძნება დაკავშირებულია პრანასთან (ფსიქიკურ ენერგიასთან). როცა გემრიელ საჭმელს ვჭამთ, ვიღებთ ფსიქიკურ ძალას, ხოლო თუ იმას ვჭამთ, რაც არ მოგვწონს, ფსიქიკური ძალა კლებულობს. მაგრამ ხდება ისე, რომ ადამიანს ის მოსწონს, რაც უმეცრების გუნასთანაა დაკავშირებული. ანუ არასწორი გემოვნება აქვს, ეს ხდება მაშინ, როცა გონებას არასწორი მიმართულება აქვს და სასიამოვნოა ის, რაც მავნებელია. ამის გამო ადამიანი იმუხტება ფსიქიკური ენერგიით, რომელიც უმეცრების მოდუსშია. ამის საუკეთესო მაგალითია ხორცი, რომელიც უმეცრების გუნაში მყოფი საკვებია და ადამიანები, რომლებიც ხორცით იკვებებიან, შესაბამის ენერგიეს იღებენ. მე ხშირად მეკითხებიან, თუ რატომაა მავნებელი ხორცის ჭამა. სიმართლეს გეტყვით: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები მასში საჭირო და სასარგებლო რაოდენობითაა. მაგრამ ხორცი ენერგეტიკულად ეს არის შეშინებული, განრისხებული ცხოველი, რომელიც რაღაც პერიოდი (სანამ ხორცი არ გაიხრწნება) ნატიფ სხეულში არსებობს და “წყევლის” მათ, ვინც დაკლა და ვინც ჭამს. და ეს ძალიან მოქმედებს ამ უკანასკნელთა კარმაზე. ღმერთი ყველა ცოცხალი არსების სურვილს ასრულებს და თუ ცოცხალ არსებას ჩემთან დაკავშირებით აქვს რამე სურვილი (თუნდაც ნეგატიური), რომელიც “სანქცირებულია” და აქვს ასეთი სურვილის ქონის უფლება, მაშინ ღმერთი უსრულებს მას ამ სურვილს და ეს “წყევლა” და სამართლიანი აღშფოთების ენერგია თავის გზას პოულობს. 8. გონების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა მეხსიერება. მეხსიერება ნიშნავს კავშირს, რწმენას. რას ვიხსენებთ? იმას რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ანუ რისიც გვჯერა. თუ ადამიანი გამუდმებით ნეგატიურს იხსენებს, ეს ნიშნავს რომ მისი რწმენა და შესაბამისად გონებაც უმეცრების გუნაშია. ანუ თუ ადამიანი განუწყვეტლივ შფოთავს და წარსულს განიცდის, მისი გონება ვერ წარიმართება სათნოების გუნისკენ. ჩვენ შეგვიძლია გაცნობიერებულად გამოვიყენოთ გონება. ამისთვის საჭიროა რაც შეიძლება ხშირად პრაქტიკულად გამოვიყენოთ იგი. ყველანაირი პრაქტიკა და ქმედება გაცნობიერებული უნდა იყოს და გონებით უნდა იყოს მართული. ყოველთვის უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: “რატომ ვაკეთებ ამას?” ყოველთვის უნდა ჩავრთოთ გონება, სანამ ქმედებას გავაკეთებდეთ. დავუშვათ ადამაინმა რაღაც გაიფიქრა ჭკუაში (ანუ შეასრულა აზრობრივი ქმედება). შედეგი გვიან მოვა, ან საერთოდ არ მოვა. თუ ქმედება სიტყვით გააკეთა, შედეგი ანუ რეაქცია შედარებით უფრო სწრაფი იქნება, მაგრამ ყველაზე სრაფი რეაქცია მაშინაა, როცა ადამიანი სხეულით აკეთებს ქმედებას. სამაგიეროდ სიტყვისმიერი ქმედება, ყველაზე ძლიერ შედეგს იძლევა, თუმცა ეს შედეგი შეიძლება გვიან მოვიდეს, შემდეგ ცხოვრებაშიც კი... მაგალითად შეურაცხყოფა მივაყენეთ წმინდანს, შედეგი შეიძლება გვიან მოვიდეს, მაგრამ ეს შედეგი ძლიერი იქნება. ამიტომ ყველა ჩვენი ქმედება, განსაკუთრებით სიტყვისმიერი და სხეულისმიერი, წინასწარ უნდა იყოს აწონ-დაწონილი. 9. შემეცნება - გონებამ უნდა შეისწავლოს, თუ რაში მდგომარეობს ბედნიერების უმაღლესი გემო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებაა, რაც შეიძლება გონებამ გააკეთოს. შემეცნების მთავარი მიზანი, ცხოვრების აზრის გაგებაა. გონება მაქსიმალურად უნდა მივმართოთ იმ ღირებულებებისკენ, რაც ღმერთამდე მიგვიყვანს. მეხსიერება არ უნდა გადავტვირთოთ უსარგებლო ინფორმაციით (თუე ს სამუშაოსთვის არ გვჭირდება). რაც შეიძლება ხშირად უნდა გავიხსენოთ ღმერთი. ვედებში წერია, რომ ბავშვის ჩასახვის დროსაც კი ღმერთზე უნდა ვიფიქროთ და ამით სუფთა და ამაღლებულ სულებს ვიზიდავთ ჩვენს შვილებად. 10. გონებასთანაა ასევე დაკავშირებული ჭკუის მიერ ინფორმაციის შენახვის ფუნქცია. ნებისმიერ ინფორმაციას გააჩნია მიზნის გემო, გემოს შეგრძნება ჭკუის ფუნქციაა, ხოლო მიზნის შეგრძნება გონების. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავფილტროთ ის ინფორმაცია, რომელიც ჭკუაში შეგვყავს. 11. მსჯელობა, განხილვა – ესაა ფუნქცია, რომელიც გონების და ჭკუის ურთიერთქმედებით ხორციელდება. გონება იღებს ჭკუიდან ინფორმაციას, ადარებს მიზანს და უკან აბრუნებს ჭკუაში. შემდეგ მომდევნო ინფორმაციას განიხილავს და ა.შ. ანუ ადამიანი ადარებს, შეესაბამება ესა თუ ის ინფორმაცია მიზანს თუ არა... არსებობს ასევე განხილვა, რომელიც არაა (ან მცირედაა) დაკავშირებული გონებასთან. ამას ნათლად გამოხატავს ეს იუმორესკა: “ვაშლები გუშინ დიდი იყო, მაგრამ ხუთი მანეთი ღირდა. დღეს პატარებია და სამი მანეთი ღირს, მაგრამ პატარებია, გუშინ კი დიდები იყო, მაგრამ სამაგიეროდ 5 მანეთი ღირდა...” ანუ ხანდახან ჭკუა მსჯელობს, მაგრამ გონება თითქმის გათიშულია. ამის ერთერთი სახეა “პრაჯალპა” ანუ საუბრები, რომლებიც გონებას არ უკავშირდება, ანუ არაფრისმომცემი და უაზრო “ჭორაობა”, რომელიც სასიცოცხლო ენერგიას გვაფლანგვინებს. 12. გადაწყვეტილების მიღების უნარი – გონების მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ეს ფაქტიურად გონების სულიერი თვისებაა, მაგრამ ხშირად ადამიანები მას არასწორად იყენებენ. 13. აბსტრაქტული აზროვნება – რომელსაც ჭკუა ახორციელებს, მაგრამ მას გონება ჩართავს ხოლმე არსებობს ორი ძალა, რომელიც გონებაზე მოქმედებს: პირველია ობიექტური გამოცდილება, რომელიც გარედან მოქმედებს და მიღებულია გრძნობისმიერი აღქმით, დასკვნებით, ანალოგიებით და მოწმობებით. მეორე ძალაა მეხსიერება, რომელიც შიგნიდან მოქმედებს. არსებობს გონების მიერ ჭკუაზე მოქმედების სამი საშუალება: აზრი, სიტყვა და ქმედება. მაგალითად ძლიერ გონებას აზრის ძალით შეუძლია შეცვალოს ბედი. გონება გაიფიქრებს: “არ შეიძლება” და თუ ჭკუა კარგად კონტროლირდება გონების მიერ და ადვილად უჯერებს მას, იგი დაემორჩილება გონებას და “ენდობა”. თუ გონებას ასეთი ძალა არა აქვს, მაშინ სიტყვით უნდა დააჯეროს საკუთარი თავი. ხმამაღლა უნდა მიმართოს საკუთარ თავს. ყველაზე საუკეთესო გზა კი მანტრები და ლოცვებია, რომლებიც სულიერ გონებას აღვიძებს. მესამე საშუალება ქმედებაა. მაგალითად თუ დილით ადრე ვერ ვდგებით ლოგინიდან, უნდა ვთხოვოთ ვინმეს, რომ ძალით წამოგვაგდოს. მოკლედ განვიხილოთ გონების ტიპები გუნების (მოდუსების) მიხედვით. 1. გონებას სათნოების მოდუსში – შეუძლია განსაზღვროს, რის გაკეთება ჯობია და რისი არა. მას ეს შესაძლებლობა აქვს იმის გამო, რომ დაკავშირებულია ზესულთან. თუ თვითონ ვერ წყვეტს, წმინდა წერილებს კითხულობს და იქ იპოვის პასუხს. თუ იქაც ვერ იპოვა, მაშინ თავის სულიერ მოძღვარს (ან სხვა რომელიმეს) შეეკითხება. ანუ სათნოების გუნაში მყოფი ადამიანი, განუწყვეტლივ ეძებს ზესულთან ურთიერთობის გზებს. გონება სათნოების მოდუსში წყვეტს, თუ რისი უნდა შეეშინდეს და რისი არ უნდა შეეშინდეს, ხოლო გონებას ვნების მოდუსში აქვს შიშის შეგრძნება, მაგრამ ვერ წყვეტს, უნდა შეეშინდეს თუ არა ამის. მას უბრალოდ ეშინია და მორჩა. ან უბრალოდ არ ეშინია და მორჩა, მაგრამ უნდა ეშინოდეს თუ არა ვერ გადაუწყვეტია. და ეს მხოლოდ სათნოების გუნაში მყოფ გონებას ძალუძს, რადგან მას უშიშრობის შეგრძნებას ზესული აძლევს. და ასევე ზესული აძლევს შიშის შეგრძნებასაც, რადგან არის ისეთი რაღაცეები, რისიც ადამიანს უნდა ეშინოდეს (უნდა გვეშინოდეს, რომ შეურაცხყოფა მივაყენოთ წმინდა ადამიანებს, ასევე ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით რელიგიურს, უნდა გვეშინოდეს უეცარი (გაუცნობიერებელი) სიკვდილის). გონება სათნოების მოდუსში მუდამ ანალიზს უკეთებს, თუ რა დაამონებს და მიაჯაჭვავს ამ ცხოვრებაში და რას მიყავს განთავისუფლებისკენ. მაგალითად დაფიქრდება და გააანალიზებს, საჭიროა თუ არა ბინისთვის ფულის მოგროვება. ვნების მოდუსში კი გონებას მიაჩნია, რომ უნდა დააგროვოს და მორჩა, შედეგებზე არ ფიქრობს. 2. გონება ვნების გუნაში - ამ დროს გონებას არა აქვს სრული კონტაქტი სინდისის ხმასთან (ზესულთან), ამის გამო მას ერთი დამახასიათებელი თვისება აქვს: არ შეუძლია განსაზღვროს ჭეშმარიტი რელიგია. არ შეუძლია გაიგოს – სწორია ეს რელიგია თუ არა. ის ყველაფერს საკუთარი სარგებლობის მიხედვით წყვეტს და სწორ გზაზე დადგომა უჭირს. ამიტომ მისთვის კარგი იქნება სათნოების გუნაში მყოფ ადამიანებთან ურთერთობა, რათა მათგან მაინც გაიგოს ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი. იგი ვერ ავლებს მკვეთრ ზღვარს დაშვებულ და დაუშვებელ ქმედებებს შორის. თითქმის ყოველთვის საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს. ყველაფერს თავად წყვეტს, სხვისი რჩევების გარეშე. 3. გონებას უმეცრების გუნაში – ეშინია ზესულის (სინდისის ხმის), ვერ იღებს მას. უჯანყდება სინდისის ხმას. ამიტომ მის ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმაა. უღმერთობას რელიგიად იღებს, ჭეშმარიტ რელიგიას კი უღმერთობად. დიად სულს უმნიშვნელოდ თვლის, საშუალო, უმნიშვნელო ადამიანს კი ამაღლებულად. გონება სიბნელეში და ილუზიებშია ჩაძირული და წარსული კარმა მთელი ძალით აწვება მას. ასეთი გონება უეჭველად გადააცდენს ადამიანს ჭეშმარიტი გზიდან. ასეთი გონების ძირითადი კრიტერიუმია: ოდნავ მაინც მიანიშნებ თუ არა საკუთარ ნაკლზე (ან სხვისი მაგალითითაც კი თუ მიანიშნებ ამაზე), მაშინვე აჯანყდება ამ იდეის წინააღმდეგ. ვნების გუნაში მყოფი ადამიანი უნდა დავაინტერესოთ (თუნდაც სარგებლის გამორჩენის მიზნით) სულიერი ღირებულებებით და იგი თანდათან ავა სათნოების მოდუსში. უმეცარ ადამიანს კი რაც უფრო მეტს ველაპარაკებით სულიერზე, უარეს შედეგს ვიღებთ. ამიტომ ასეთ ადამიანის ხსნის გზა მასზე ლოცვაა. ჩვენ წინა ლექციაზე ჩამოვთვალეთ ცნობიერების 5 ტიპი. ამ ტიპებს შეესაბამება გონების ასევე 5 ტიპი: 1. ანა-მაიას დონეს შეესაბამება გონების ტიპი, რომელსაც ქვია "მუდჰი" (ვირი). 2. პრანა-მაიას დონეს შეესაბამება “კშიპტა”, რომლის დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ უგულვებელყოფს გარშემომყოფთა აზრს (წინააღმდეგი არაა, მაგრამ არც იჯერებს). 3. მანა-მაიას დონეს შეესაბამება გონება – “ვიკშიპტა”, რომელიც ხასიათდება მრავალი მიმართულებით. ასეთ ადამიანს აინტერესებს ყველაფერი და გონება ჭკუის გავლენის ქვეშაა მოქცეული. 4. ვიგიანა-მაიას დონეს შეესაბამება – “ეკაგრა” - ერთი მიმართულების მქონე გონება. ანუ ეს არის დონე, როცა ადამიანი ცხოვრების გონიერ (სულიერი განვითარების) პლატფორმაზე დგება. ასეთი ადამიანი შემდეგ ცხოვრებაში დაიბადება ან ადამიანად, რომელსაც კარგი შესაძლებლობები ექნება სულიერი პრაქტიკისთვის, ან დაიბადება მაღალ პლანეტებზე. 5. “ნირუდჰა” არის გონება, რომელიც არა უბრალოდ ერთი მიმართულების მქონეა, არამედ მხოლოდ წმინდა სულიერი ენერგიისკენაა მიმართული. გონების ეს ტიპი შეესაბამება ცნობიერების დონეს, რომელსაც ეწოდება ანანდა-მაია. გაგრძელება იქნება... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 01:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი