მნიშვნელოვანი ინიციატივები და ფორუმი, მივიღოთ მონაწილეობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მნიშვნელოვანი ინიციატივები და ფორუმი, მივიღოთ მონაწილეობა |
KAIROS |
Oct 11 2009, 01:38 AM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთერთ წინა თემაში "ფორუმის განვითარებისათვის" ვსაუბრობდით, იმის შესახებ თუ როგორ უნდა გავიდეთ ფორუმის გარეთ სხვადასხვა აქციებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ფორუმი "ჩორჩ.გე" იღებდეს მონაწილეობას სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივებში, რომლებიც აერთიანებენ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს, მსგავსი ინიციატივა იყო ხელმოწერების შეგროვება სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ძალიან კარგი ინიციატივა წამოვიდა საზღვარგარეთმყოფი ქართული სათვისტომოებიდან და კარგი იქნება თუკი ჩვენც შევუერთდებით!
ამით დავიწყოთ და შემდეგ თუკი რაიმე კარგი ინიციატივა იქნება, აქ დავდოთ, განვიხილოთ და შემდეგ ან ერთიანად (თუ შესაძლებელი იქნება, ამით ჩორჩ.გე-ც ისახელებს) ან ცალცალკე შევუერთდეთ ან პირიქით, არჩევანის საქმეა. ვდებ ამ ინიციატივის ტექსტს, რომელიც ელ. ფოსტით გავრცელდა: თქვენი ხელმოწერით შეიძლება ქართული ისტორიული ძეგლი გადარჩენა გთხოვთ, სულ ორიოდე წუთი დაუთმოთ პეტიციაზე ხელმოწერას, რომელიც განკუთვნილია ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის გადასარჩენად. ეს არის ”ოშკის” ეკლესია http://en.wikipedia.org/wiki/File:Oshki4.jpg . რომელიც აგებულია მეათე საუკუნეში და ამჟამად მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე. სულ საჭიროა 5000 ათასი ხელმოწერა. ქართულ სათვისტომოებს ვთხოვ გაავრცელოთ. ხელი მოაწერეთ: http://www.thepetitionsite.com/1/Tao-Klarjeti -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
May 8 2010, 04:53 AM
პოსტი
#42
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მართლმადიდებლური ფორუმი "church.ge" გმობს ამ დღეებში ქრისტიანობის სახელით ძალადობის ყველა გამოვლინებას და ასევე იმ მკრეხელობებს რაც მორწმუნე საზოგადოების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს, ვაცხადებთ, რომ მართლმადიდებლობის სახელით განხორციელებული ყველა ძალადობრივი აქტი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ არის მართლმადიდებლობა და წარმოადგენს მავანთა მიერ, ნებით ან უნებლიეთ განხორციელებულ მცდელობას ჩვენი სარწმუნოებისა და დედა ეკლესიოს სახელისა და ავტორიტეტის დამცირებისათვის. გამოვთქვამთ იმედს, რომ ორივე დაპირისპრებული მხარე გაითვალისწინებს საერთო შეშფოთებას, რაც მოყვა, როგორც მკრეხელური ლიტერატურის მიერ დაპირისპირების პროვოცირებას ასევე ყოვლადმიუღებელი ძალადობას, და მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდება. ფორუმელები _____________________________________________________________________________ ჩემო კარგებო, ეს ასე უცებ დავწერე, თქვენ შეგიძლიათ ჩაასწოროთ, სტილისტურად ან გრამატიკულად გამართოთ, მოაწყოთ გამოკითხვა (რომელიც ჩემი აზრით ზედმეტიც კია ასეთ ნათელ საკითხზე), მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენ აქტიური წევრები ამ ფორუმისა, ვერ და არ შეურიგდებით ვერც იმ განზრახ პროვოკაციებს რაც სწორედ დაძაბულების გამოწვევის მიზნით ხორციელდება ზოგიერთი ვაილიბერალის მიერ და უმეტესად ვერ შევურიგდებით ქრისტიანობის და მართლმადიდებლოს სახელით განხორციელებულ (კადრებია და დოკუმენტები), სტუდენტთა, მოქალაქეთა, ჟურნალისტთა ცემას და გინებას. ვაყენებ წინადადებას მივიღოთ ეს მიმართვა, თორემ სირცხვილია დუმილი ჩვენი მხრიდან . ამავდროულად პირადად მოვუწოდებ ფორუმის ლიბერალებს, არაა საჭირო ოცდაცხარამეტი თემა მმკ-ზე და დიდი ასოებით თითების ქნევა. ხედავთ, რა მოხდაო, ვიცით და ვწუხვართ რაც მოხდა, მაგრამ ფორუმის ადმინისტრაცია და მისი წევრები თავად გადაწყვიტავენ როგორ იმოქმედონ და თქვენი ეს უკვე გამაღიზიანებელი ერთიდაიგივე პოსტები ან სადმე ერთად უნდა გაერთიანდეს ან ზედმეტები წაიშალოს, ამავდროულად მეორე მხარის ფორუმელებსაც ვთხოვ, ამოვიდნენ რეალობიდან, რომ ძალადობა დასაგმობია, მითუმეტეს როცა იგი მართლმადიდებლობის სახელით ხორციელდება, ვიაზროვნოთ სამეუფო გზით! ვიმოქმედოთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
აბე |
May 13 2010, 06:28 PM
პოსტი
#43
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
_____________________________________________________________________________ ჩემო კარგებო, ეს ასე უცებ დავწერე, თქვენ შეგიძლიათ ჩაასწოროთ, სტილისტურად ან გრამატიკულად გამართოთ, მოაწყოთ გამოკითხვა (რომელიც ჩემი აზრით ზედმეტიც კია ასეთ ნათელ საკითხზე), მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენ აქტიური წევრები ამ ფორუმისა, ვერ და არ შეურიგდებით ვერც იმ განზრახ პროვოკაციებს რაც სწორედ დაძაბულების გამოწვევის მიზნით ხორციელდება ზოგიერთი ვაილიბერალის მიერ და უმეტესად ვერ შევურიგდებით ქრისტიანობის და მართლმადიდებლოს სახელით განხორციელებულ (კადრებია და დოკუმენტები), სტუდენტთა, მოქალაქეთა, ჟურნალისტთა ცემას და გინებას. ვაყენებ წინადადებას მივიღოთ ეს მიმართვა, თორემ სირცხვილია დუმილი ჩვენი მხრიდან . ამავდროულად პირადად მოვუწოდებ ფორუმის ლიბერალებს, არაა საჭირო ოცდაცხარამეტი თემა მმკ-ზე და დიდი ასოებით თითების ქნევა. ხედავთ, რა მოხდაო, ვიცით და ვწუხვართ რაც მოხდა, მაგრამ ფორუმის ადმინისტრაცია და მისი წევრები თავად გადაწყვიტავენ როგორ იმოქმედონ და თქვენი ეს უკვე გამაღიზიანებელი ერთიდაიგივე პოსტები ან სადმე ერთად უნდა გაერთიანდეს ან ზედმეტები წაიშალოს, ამავდროულად მეორე მხარის ფორუმელებსაც ვთხოვ, ამოვიდნენ რეალობიდან, რომ ძალადობა დასაგმობია, მითუმეტეს როცა იგი მართლმადიდებლობის სახელით ხორციელდება, ვიაზროვნოთ სამეუფო გზით! ვიმოქმედოთ; კაიროსი! ვუერთდები! და ეს მიმართვა როგორ უნდა გავაჟღეროთ? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი