სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Atman |
Sep 10 2009, 09:23 AM
პოსტი
#1
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
| Atman |
May 15 2010, 06:20 PM
პოსტი
#2
|
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
სემინარის მეოთხე დღე
წინა ლექციაზე განვიხილეთ გონების განვითარების ეტაპები. თუ როგორ იზრდება გონების ძალა და ხარისხი განვითარების შესაბამისად. შევჩერდეთ მეცხრამეტე ეტაპზე, როცა ადამიანი გაურბის არასასურველ ურთიერთობებს და ეძებს ამაღლებულს. ურთიერთობა ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც ამ სამყაროში მოქმედებს. ის ჩვენს ბედს ცვლის და ხშირად ეს არ გვესმის. ხანდახან ვრთავთ ტელევიზორს, ხანდახან უსმენთ სხვადასხვა ადამიანებს და ეს ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ასეთი ადამიანი (მეცხრამეტე ეტაპზე), საზოგადოებასთან ურთიერთობისას და მაშინაც კი, თუ ტელევიზორის წინ დასვამ, მაინც არ ექნება ურთიერთობა ამ ყველაფერთან, რადგანაც შინაგანად აქვს მწვავე მოთხოვნილება, ჰქონდეს განუწყვეტელი სულიერი ურთიერთობები. მას არც ერთი წამით არ შეუძლია გაძლოს ღმერთზე ფიქრის გარეშე და თუ ხმამაღლა არა, გონებაში მაინც იმეორებს ღმერთის წმინდა სახელებს. ღმერთის ერთგული მუდამ ცოცხლობს, მუდამ ურთიერთობა უნდა და არ სურს უპიროვნო ბრაჰმანთან შერწყმა. გადის რა ამ ეტაპებს, ადამიანი ცდილობს იპოვოს თავისი მარადიული ურთიერთობები ღმერთთან. და ესაა ცხოვრების ყველაზე მთავარი მიზანი. “ბჰაგავად-გიტაში” შემდგომ ნათქვამია, რომ ბედის ყველა ეს ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნისგან იბადება, ხოლო თუ ცხოვრება სხვა მიმართულებით მიდის, ეს უეჭველად უმეცრებითაა გამოწვეული. როცა ღმერთის ერთგული ცნობიერების უმაღლეს ეტაპებს მიაღწევს, მასში გამოვლინდება 9 ნიშან-თვისება: 1. ყველაზე მთავარი თვისებაა სიამაყის არ არსებობა. ეს ყველაზე დიდი დაცვაა ერთგულისთვის, რადგან როცა ამაყი ადამიანები ასეთ უბრალო ადამიანს ხედავენ ყურადღებასაც არ აქცევენ, ხოლო თუ უბრალო ადამიანი ხედავს ასეთ ერთგულს, მიზიდულობა უჩნდება მის მიმართ. 2. განჯაჭვულობა (отрешонност). ადამიანს არ აინტერესებს არასაჭირო ობიექტები. 3. მიჯაჭვულობა ისეთი ადგილებისადმი, სადაც უფალი თავის ფეხით დადიოდა ან ცხოვრობდა; ისეთი საგნებისადმი, რაც უფალთანაა დაკავშირებული; და წიგნებისადმი, რომლებიც უფალს ეხება. 4. სიმშვიდე, რომელიც განპირობებულია ზესულთან - სიმშვიდის და ბედნიერების უწყვეტ წყაროსთან კავშირით. 5. ადამიანი დროს ფუჭად არ კარგავს. 6. სიყვარულის ცეცხლი გულში, რომელიც თანდათან ძლიერდება. ღმერთის ერთგულს თვალებიც ანთებული აქვს, ოღონდ არა აგრესიის, შურის, ან წყენის ცეცხლით (რომლებსაც ასევე ცეცხლოვანი ბუნება აქვთ), არამედ თბილი და ამავე დროს მწველი ცეცხლით, რომლის დანახვის დროსაც სხვა ადამიანს ჭკუა უჩერდება და გულში სითბო ეღვრება. ძნელია ასეთ ადამიანს თვალი მოსწყვიტო. 7. საკუთარი გზის მტკიცე რწმენა. როცა ადამიანს ასეთი რწმენა აქვს, ის არ კამათობს თავისი გზის ჭეშმარიტების თუ მცდარობის შესახებ. თუ ჩვენს რწმენას აკრიტიკებენ და ჩვენ ვბრაზდებით ამის გამო და ვიცავთ ჩვენს რწმენას, ესე იგი ჩვენი რწმენა ვნების გუნაშია. 8. განუწყვეტილი გემო უფლის წმინდა სახელებისადმი. 9. ღმერთის ბუნების და სიდიადეების აღწერის მიმართ მიჯაჭვულობა. დავუბრუნდეთ ცოდნის განხილვას. ცოდნა არის ის, რაც გონებაშია. ხოლო გონებაში რაცაა, ის ჩვენს ბედთანაა დაკავშირებული. უკვე ვთქვით, რომ ბედი გონების მიმართულებაზეა დამოკიდებული. არჩევანის თავისუფლება სულიერ გონებაში არსებობს. სულიერი გონება კი განვსაზღვრეთ, რომ ღმერთისადმი სწრაფვაა. გონება ცოდნისგანაა მოქსოვილი. ცოდნა სხვა არაფერია, თუ არა სხვადასხვა გემოები ბედნიერებისადმი. არსებობს ბედნიერების სხვადასხვა გემო და თვითოეული გემო შეიცავს კატეგორიას, რომელსაც ეწოდება ცოდნა ამ ბედნიერების შესახებ. სხვა ცოდნა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ცოდნა სხვადასხვა ბედნიერებების შესახებ. თუ ადამიანი ზოლებს ითვლის გველის კანზე, იმისთვის რომ დისერტაცია დაიცვას, სინამდვილეში მისი ცოდნა ზოლებზე კი არა, თავის მეცნიერულ სახელზე და დიდებაზეა. ის დიდებისკენ ისწრაფვის და ასეთ მეცნიერულ საშუალებას ირჩევს. ადამიანი ცხოვრობს ცოდნისთვის. ცოდნისთვის იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ბედნიერება. ის შეისწავლის ამცოდნას და მოიპოვებს ბედნიერებას, რადგან ბედნიერების გარეშე მარადიულობის შეგრძნება არ არსებობს. როცა ბედნიერები ვართ, მარადიულობაში ვიმყოფებით და დრო შეუმჩნევლად გარბის, ხოლო როცა უბედურები ვართ, სიცარიელეში ვიმყოფებით, დრო კი ძალიან ნელა და მძიმედ მიდის. მაშასადამე მარადიულობა, ცოდნა და ბედნიერება სულის სამი კატეგორიაა. ცოდნა შუაში იმყოფება. სწორედ მისგანაა მოქსოვილი გონება. არსებობს ცოდნის ორი ძირითადი ტიპი: მატერიალური და სულიერი. მატერიალური ცოდნა ორი კატეგორიად იყოფა: 1. “ავიდია” – ანუ ცოდნა, რომელიც ყოველთვის დეგრადაციისკენ, ჯოჯოხეთისკენ მიგვაქანებს. 2. “აპარავიდია” – მატერიალური ცოდნა, რომელიც ამაღლებს ცნობიერებას. აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ სულიერი ცოდნა მოიპოვოს. “ავიდია” ცოდნა, რომელიც უმეცრების გუნის გავლენის ქვეშაა, ესაა ცოდნა ყველაფრის შესახებ, რასაც ცნობიერების დეგრადაციისკენ მივყავართ. მაგალითად ადამიანი შეისწავლის, თუ როგორ გაყიდოს სიგარეტი (რეკლამირება, პიარი, მარკეტინგი და ა.შ.), როგორ დაამზადოს და გაყიდოს ალკოჰოლური სასმელები, როგორ დაამზადოს ნარკოტიკები, როგორ ივაჭროს შავ ბაზარზე. ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მივაყენოთ ზიანი ადამიანებს ან სხვა ცოცხალ არსებებს. მაგალითად ატომური ბომბის შექმნა, ქიმიური იარაღის შექმნა. ყველა ამ ცოდნას დეგრადაციისკენ და ჯოჯოხეთისკენ მივყავართ, რადგან ეს ცოდნა უმეცრების გუნის გავლენის ქვეშაა... რას ნიშნავს გუნა? გუნა ესაა თოკი, დაუძლეველი ძალა, რომელსაც ვერ დავძლევთ, თუ ვერ გავიგებთ მათი მოქმედების მექანიზმს. ისინი კი მოქმედებენ ძალიან მარტივად: ჩვენ ხელს ვაწერთ “ხელშეკრულებას” – “მე შევისწავლი სიგარეტებს, ან ნარკოტიკებს”. შედეგად მე ვექცევი უმეცრების გუნის სრული გავლენის ქვეშ. მოდის ცხოვრებისეული ეტაპები, რომლებიც უზარმაზარი ძალით მოქმედებენ ჩემზე. ვექცევი სხვადასხვა ადამიანების გავლენის ქვეშ (რომლებიც ასევე უმეცრების გუნის გავლენის ქვეშ არიან). თუ დავაპირებ ასეთი ცოდვილი ცხოვრებისგან გაქცევას, ამ ადამიანებმა შეიძლება დამაშინონ, დამაშანტაჟონ, მომკლან კიდეც... და ყველაფერი ეს იმის გამოა, რომ თავიდანვე “მოვაწერე ხელი” ასეთ ცოდნაზე. მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს: ვთქვათ ადამიანმა შეითვისა კონცეფცია, რომ თუ სხვებს არ მოატყუებ, ვერ იცხოვრებ. ესაა კონცეფცია უმეცრების გუნაში. ავიდიის ერთ-ერთი სახეა სამყაროს ღვთაებრივი და გონიერი მოწყობილობის უარყოფა, ანუ ათეიზმი. ხშირად ათეისტური კონცეფციები შეფარულ და შენიღბულ ხასიათს ატარებს. მაგალითად ფროიდის ფსიქოლოგია, რომელზეცაა დამყარებული თანამედროვე ფსიქოლოგია. ავიღოთ ფროიდისეული განსაზღვრება, რომ სექსუალური იმპულსია ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა და პროგრესის განმაპირობებელი ფაქტორი. ბჰაგავად-გიტაში კი კრშნა ამბობს, რომ ასე დემონები ფიქრობენ, რომლებიც სრული უმეცრების ქვეშ იმყოფებიან. ფსიქოლოგები ურჩევენ ადამიანს, რომ სექსუალური იმპულსი დაიკმაყოფილონ ოჯახში, ან ოჯახს გარეთაც, თუ ამას სხეული ითხოვს, ის კი არ იციან, თუ რა შედეგები მოყვება ამას, რადგან არ გააჩნიათ ცოდნა. ისინი, ვინც ასეთი ფილოსოფიის გავლენის ქვეშ ექცევიან, შესაბამისად უმეცრების გუნის ზემოქმედების ქვეშ გადადიან. ცოდნას ვნების გუნაში ეკუთვნის ცოდნის ისეთი ფორმები, როგორიცაა მაგალითად როგორ ვიკვებოთ დახვეწილად, როგორ გვქონდეს მაქსიმალურად სრულყოფილი სექსი, როგორ გვეძინოს კომფორტულად (რბილად და მოხერხებულად). როგორ მოვიპოვოთ სიმდიდრე (ბიზნესკურსები და ა.შ.). მრავალი სახის ცოდნა რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ცხოვრების თვითმიზნად არ უნდა გავიხადოთ იგი... ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე სურვილით, თუ ძალიან მოვინდომებთ მთელი ჩვენი კარგი კარმა ერთ ადგილას “მოვაქუჩოთ” და უეცარ წარმატებას მივაღწიოთ. ანუ ხდება დადებითი კარმის ერთ იდეაში კონცენტრაცია. ვთქვათ ადამიანს უნდა საზოგადოებაში დიდი წარმატების მიღწევა. დიდი ძალისხმევის შედეგად იკავებენ მაღალ პოსტებს, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა შესაბამისი უნარები და თვისებები. ამის შემდეგ ნაცვლად იმისა რომ იზრუნონ ხალხზე, ძარცვავენ მათ, ანუ იკრებენ ყველა იმ ადმიანის უარყოფით კარმას, რომლებიც მათ გარშემო არიან. ისევე როგორც სანაგვე ორმო იგროვებს ნაგავს... “მანუ სმრიტის” თანახმად თუ საზოგადოებრივი ლიდერი ხალხის შემოსავლის 10%-ს იღებს, შესაბამისად იგი ამ ხალხის ცოდვების 10%-ს იღებს თავის თავზე. ადვილი წარმოსადგენია სად მოხვდება ასეთი ადამიანი სიკვდილის შემდეგ... ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ცოდნას წარმოადგენს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მოვიპოვოთ დიდება და სახელი. ცოდნას სათნოების გუნაში ეწოდება “აპარავიდია”. ეს ცოდნა აღამაღლებს ადამიანს. ასეთ ცოდნას მიეკუთვნება: ცოდნა ჯანმრთელი ცხოვრების შესახებ იმისათვის რომ სულიერად განვვითარდეთ. ცოდნა ქცევის ეთიკური წესების შესახებ. ცოდნა სწორად კვების შესახებ (უარის თქმა ხორცზე, კვების სწორი რეჟიმი და ა.შ.). ცოდნა ნატიფი სხეულის აგებულების და გონების განვითარების წესების შესახებ. ხოლო ყველაზე ამაღლებული ცოდნა მატერიალური ცოდნებიდან არის ცოდნა სამყაროს მოწყობილობის შესახებ და სწორად ცხოვრების შესახებ. ეს ცოდნა უკვე სულიერშI გადადის. სულიერ ცოდნას ეწოდება “ვიდია”. ესაა 1. ცოდნა მატერიალური ბუნების მოდუსების (გუნების) მოქმედების მექანიზმების შესახებ. ასევე მათგან (გუნებისგან) განთავისუფლების შესახებ. 2. ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ განვთავისუფლდეთ მატერიალური ტანჯვისგან. 3. ცოდნა სულის შესახებ. მას აქვს სხვადასხვა განყოფილება: “გუჰია” – საიდუმლო ცოდნა, ანუ იგივე “გიანა იოგა”. ეს არის ინტელექტუალურ ანალიტიკური მეთოდი სულიერის მატერიალურისგან გამოსარჩევად. “გუჰია ტარ” – კიდევ უფრო საიდუმლო ცოდნა, როცა ადამიანი შეისწავლის თუ რა არის ბედნიერება, შეისწავლის ბრაჰმანს და პარამატმას (ზესულს). ასევე “შანტა რასა” როდესაც ადამიანი ბედნიერი და მშვიდია, ღმერთს შეიცნობს, მაგრამ მისი მსახურება ჯერ არ უნდა. დჰიანა იოგა ანუ მედიტაციას პარამატმაზე (ზესულზე). “გუჰია ტამ” – ყველაზე საკრალური ცოდნა: ესაა ბჰაკტი იოგა, რომელიც წარმოადგენს “დასია რასა” (დას-მსახურება), ანუ ცოდნა ღვთის მსახურების შესახებ. მაგალითად ქრისტიანები დასია რასაში იმყოფებიან ღმერთთან მიმართებაში. ასევე “სადჰანა ბჰაკტი”, “ნიშკამა კარმა იოგა” – როცა ადამიანი კარმულ საქმიანობას ეწევა, მაგრამ ამ საქმიანობის შედეგებზე (ნაყოფებზე) უარს ამბობს. ის მხოლოდ ღმერთის დაკმაყოფილებისთვის მუშაობს. “ბუდჰი იოგა” – როცა ადამიანი მიენდო ამ იდეას საკუთარი თავის სრულყოფის შესახებ და სხვა არაფერი აინტერესებს. “რაგანუგა ბჰაკტი” – როცა კავშირი ღმერთთან უკვე არსებობს და მზე (ღმერთი) გამოჩნდა მისი ცხოვრების ჰორიზონტზე. “სარვა გუჰია ტამამ” – საკრალურთა შორის ყველაზე საკრალური ცოდნა: “საკია რასა” და “ვატსალია რასა” ანუ ღმერთთან მეგობრული ან მშობლიური ურთიერთობა და “მადჰურია რასა” ცოდნის ყველაზე მაღალი გამოვლინება რაც კი სულიერ სამყაროში არსებობს: ცოლ-ქმრული ურთიერთობა (სვაკია რასა) და ურთიერთობა განშორების მდგომარეობაში (პარაკია რასა). ყველანაირი ცოდნა მოიპოვება სამი საშუალებით. 1. ობიექტის უშუალო აღქმა. 2. ანალიზი, შედარება იმისა რაც დავინახე ან მოვისმინე, ზესულთან (წმინდა წერილებთან და სულიერ მოძღვართან). 3. შაბდა – აბსოლუტურად უჩვეულო სულიერი ბგერა. სწორედ ის ბგერა, რომელმაც შექმნა ეს მატერიალური სამყარო. არაფერია უფრო ძლიერი ამ სამყაროში, ვიდრე შაბდა. ესაა ძალა, რომელსაც შეუძლია სასწრაფოდ შეცვალოს ადამიანის ბედი. ეს სულიერი ბგერა გვესმის სულიერი მოძღვრებისგან და ჩვენგან დამოუკიდებლად ცვლის ჩვენს ცნობიერებას. ადამიანი უბრალოდ უსმენს და მისი მთელი ცხოვრება იცვლება. როდესაც შაბდას (სულიერ ხმას) ვისმენთ, ან ღმერთის წმინდა სახელებს ვგალობთ, თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ მთელი ჩვენი ბედი მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ, და უკეთესობაში ითვლება ის, რაც სულიერ პროგრესს უწყობს ხელს და არა ის, რაც ჩვენ გვგონია რომ უკეთესია. ღმერთი უფრო კარგად წყვეტს რა არის ჩვენთვის უკეთესი, მთავარია მივენდოთ მას. სხვანაირი კლასიფიკაციით არსებობს ცოდნის მოპოვების ორი გზა: 1. აღმავალი გზა. ეს ნიშნავს პრინციპს – “მე შემიძლია”. ანუ ამ დროს ვცდილობთ ღმერთის წყალობისგან დამოუკიდებლად, ჩვენით მივიღოთ უმაღლესი ცოდნა. სწორედ ამაზეა დამყარებული თანამედროვე ექსპერიმენტალური მეცნიერება. უკვე შექმნეს “შიზოფრენიული” დანადგარები, ისეთი, როგორიცაა “ბიოველის გამზომი”. სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით რა არის ბიოველი. ჩვენ რომ პრანის (საციცოცხლო ენერგიის) გაზომვა შეგვეძლოს, ასეთ დანადგარს წამში შეეძლება ადამიანის მოკვლა. სასიცოცხლო ენერგია სიცოცხლესთანაა დაკავშირებული და თუ ეს ენერგია გაზომვადია, ესე იგი მასზე ზემოქმედება შეიძლება, ხოლო თუ ზემოქმედება შეიძლება, ადამიანი ვერ იცოცხლებს ასეთი “გაზომვის” პირობებში. ანუ ეს ბიოველის გაზომვები არ შეეხება პრანას, ეს უბრალოდ ნერვული იმპულსების პრანასთან სხვადასხვა დონეებზე ურთიერთქმედების ველებია, მაგრამ არაფერი საერთო ჩვენს სასიცოცხლო ენერგიასთან არა აქვს. მითუმეტეს ჭკუის ნატიფ სხეულთან და მით უფრო გონების ნატიფ სხეულთან... მხოლოდ წმინდა ადამიანს შეუძლია დაინახოს ადამიანის ინტელექტი, ფსიქიკური შესაძლებლობები, სასიცოცხლო ენერგია. ნატიფი ენერგიებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი 8 ენერგიაა: 1. სივრცის (ეთერული) ენერგია. 2. სასიცოცხლო ძალა, რომლის საშუალებითაც ვმოქმედებთ და ვმოძრაობთ. სწორედ ამ ენერგიის გამოსხივება ხდება. ეს იგივე ჰაერის ენერგიაა. 3. ყველა სახის ტრანსფორმაციის ენერგია ანუ ცეცხლის ენერგია. 4. ენერგია, რომელიც ყველაფერს აძლევს შეერთების საშუალებას, იგივე წყლის ენერგია. 5. ენერგია რომელიც იძლევა ფორმას ანუ მიწის ენერგია. 6. ჭკუის ენერგია. 7. გონების ენერგია. 8. ცრუ ეგოს ენერგია. ამ ყველა ენერგიის ხელსაწყოებით გაზომვა შეუძლებელია. 2. დაღმავალი (ზემოდან ჩამომავალი) გზა. ეს ნიშნავს, რომ ვიღებთ იმ ცოდნას, რაც დიდმა ბრძენებმა და წმინდანებმა მოგვცეს. კიდევ უფრო მაღალია ცოდნა, რომელიც თავად ღმერთმა გადმოგვცა და ეს ცოდნა რეალურად არსებობს. მაგალითად “ბჰაგავად გიტა”, “შრიმად ბჰაგავატამი”. ესაა ცოდნა, რომელზეც უნდა დავამყაროთ ჩვენი ცხოვრება. ცოდნის განვითარების ეტაპები: 1. გიანა –ცოდნის შესწავლა წმინდა წერილებიდან. ეს ცოდნა შედის ჭკუასა და გონებაში და იმისთვის რომ ეს ცოდნა გონებაში შევიდეს, საჭიროა რწმენა. თუ რწმენა არაა, ინფორმაცია მხოლოდ ჭკუაში გროვდება. 2. ვიგიანა – პრაქტიკით გაცნობიერებული და რეალიზებული მოძღვრისგან მოსმენილი ცოდნა. პრაქტიკის ყველაზე კარგი მეთოდია ვისწავლოთ ცოდნის მოსმენა და ვისწავლოთ ჭეშმარიტი ცოდნის ცრუსგან გარჩევა. 3. ტრანსცენდენტული ცოდნა – ანუ ცოდნა ღმერთის და სულიერი სამყაროს შესახებ. ასეთ ცოდნას მხოლოდ მაშინ იღებს ადამიანი, როცა ღმერთის წყალობა მოდის მასზე და ღმერთი ისურვებს ამას. 4. ცოდნა, რომელიც სცილდება მატერიალური გრძნობების საზღვრებს. (ესეც ტრანსცენდენტული ცოდნაა. 5. ყველაზე ამაღლებული – სულიერი ცოდნა. შემდეგ ლექციაზე ვისაუბრებთ ყველაფერი იმის შესახებ, რაც იწვევს გონების დეგრადაციას... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman აიურვედა (მეცნიერება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ) Sep 10 2009, 09:23 AM
arizona Atman
აი დილის ლოცვაზ... Sep 10 2009, 09:42 AM
Atman arizona
რამდენიმე სიტყ... Sep 10 2009, 09:53 AM
Atman ღორის გრიპის პროფი... Dec 16 2009, 11:29 PM
protestanti Atman
აიურვედა და გუნ... Dec 17 2009, 01:22 AM
Atman protestanti
აიურვედას რა... Dec 17 2009, 10:29 AM
self Atman დამაინტერესე ხო ... May 2 2010, 12:23 AM
.zakaria.
არ ვიცი რამდენად ... May 2 2010, 01:42 AM
syd საკმარისია სათაურ... May 2 2010, 02:24 AM
Atman self
სიტყვა აიურვედა... May 2 2010, 07:34 PM
ქევანა
შენ თუ დაგილევია? :)
... May 3 2010, 03:56 PM
Atman ქევანა
ავად რომ ვი... May 3 2010, 04:01 PM
newbie მეც წამოვალ მოწმედ... May 3 2010, 04:25 PM
Atman თეთრი (რაფინირებულ... May 10 2010, 11:24 AM
ქევანა Atman
ცოტა რომ ჭამოს ... May 10 2010, 03:44 PM
Atman ქევანა
თუ ძალიან გ... May 10 2010, 05:34 PM
izi-bartki Atman
ეე ბალღო შენ სად... May 10 2010, 09:39 PM
Atman [size=3]გადავწყვიტე და... May 12 2010, 11:25 AM
Atman ვედებში აღწერილია ... May 12 2010, 12:32 PM
Atman მატერიალური გონებ... May 12 2010, 02:30 PM
თამარ Atman
თემა ნამდვილად ს... May 12 2010, 03:22 PM
Atman თამარ
ვფიქრობ სიტ... May 12 2010, 03:36 PM
ქევანა ვა, ეს რა საინტერეს... May 12 2010, 09:44 PM
Atman ქევანა
აუცილებლა... May 12 2010, 09:50 PM
ქევანა Atman
ხო, ჯერ ვეცნობი, კ... May 12 2010, 10:04 PM
Molen Atman
გამიჩნდა ასეთი კ... May 13 2010, 10:34 AM
Atman Molen
პასუხი ასეთი იქ... May 13 2010, 10:43 AM
Atman სემინარის მეორე დღ... May 13 2010, 11:20 AM
Atman 4. დაეჭვება (სამშაია... May 13 2010, 03:08 PM
Atman სემინარის მესამე დ... May 14 2010, 12:02 PM
Atman პასუხები შეკითხვე... May 15 2010, 06:41 PM
.zakaria. პავლე მოციქული ავა... May 15 2010, 07:43 PM
Atman .zakaria.
ხო და წმინდანე... May 15 2010, 08:03 PM
Atman ისა ხალხო, ჯერ ეს სე... May 15 2010, 09:27 PM
ქევანა
დასდე ეს :D
ფილოსოფ... May 15 2010, 09:30 PM
Atman . May 15 2010, 09:34 PM
Atman სემინარის მეხუთე დ... May 17 2010, 05:53 PM
Atman სემინარის მეექვსე ... May 18 2010, 09:45 AM
self Atman ფსიქოლიგია :)
[b]ს... May 18 2010, 09:47 PM
Atman self
არ ვიცი, მაგ დონე... May 18 2010, 10:11 PM
Atman კიდევ ერთი რჩევა: წ... Jun 15 2010, 11:34 AM
Atman ვინმეს ხომ არ გაქვ... Jun 24 2010, 08:13 AM
Atman ახლა ცოტას კიდევ ვ... Jun 24 2010, 08:50 AM
Fee Atman ძალიან გთხოვ სხ... Jun 24 2010, 06:50 PM
Atman Fee
http://golosved.com/
ქართულ... Jun 24 2010, 06:58 PM
ქევანა
ატმან, ანუ შენ გინ... Jun 24 2010, 09:27 PM
Atman ქევანა
ყოფნით ზოგ... Jun 25 2010, 04:31 AM
Fee ატმან მადლობ ლინკი... Jun 25 2010, 04:38 PM
Atman Fee
ჰერკულესი კარგი... Jun 25 2010, 04:52 PM
Fee მთაში მივდივარ, არ ... Jun 26 2010, 12:27 PM
Atman Fee
რომ ჩამოხვალ მთი... Jun 26 2010, 12:30 PM
Fee :D:D:D Jun 26 2010, 01:09 PM
Atman [b]World According to Monsanto
სამყარ... Jun 30 2010, 08:25 AM
Atman „დიროლი“ ბავშვებშ... Jun 30 2010, 12:26 PM
Atman ვიწყებ წიგნის თარგ... Jul 5 2010, 10:17 AM
Atman მკითხველი: ბოლო დრ... Jul 6 2010, 08:35 AM
Atman ახლა ვისაუბროთ დილ... Jul 8 2010, 09:13 AM
Atman ძალიან მაგარი ვიდე... Jul 9 2010, 01:07 PM
აკაკი ატმან შენ გეცოდინე... Jul 12 2010, 12:46 AM
Atman აკაკი
ქართულ მითო... Jul 12 2010, 05:46 AM
self რაც ატმანი წავიდა ... Jul 25 2010, 06:22 PM
Atman self
http://www.torsunov.ru/ru/downloads/lections... Aug 10 2010, 06:43 PM
ikanosi Atman
ერთი ორი სიტყვით... Aug 10 2010, 06:46 PM
Atman ikanosi
ყველანაირი მედ... Aug 10 2010, 07:13 PM
ikanosi Atman
კონკრეტულად რომ... Aug 10 2010, 07:22 PM
Atman ikanosi
თითქმის ყველა დ... Aug 10 2010, 07:24 PM
ikanosi Atman
და რომ არ გაამარ... Aug 10 2010, 07:43 PM
Atman ikanosi
ყოველთვის არაფ... Aug 10 2010, 07:56 PM
ikanosi Atman
ქვები მე უნდა მი... Aug 10 2010, 08:11 PM
Atman ikanosi
შენ არ უნდა მიუ... Aug 10 2010, 08:18 PM
Atman [size=4]Обеты истинного врача.
... Aug 11 2010, 07:49 AM
Atman [img]http://s48.radikal.ru/i121/1008/89/d01b05b833... Aug 11 2010, 01:27 PM
Atman ძალიან მნიშვნელოვ... Aug 12 2010, 10:27 AM
ლურჯი ბუ Atman, მაგარი ხარ :)
კი გ... Aug 12 2010, 01:31 PM
terra
Atman, მაგარი ხარ :)
კი ... Aug 12 2010, 03:21 PM
Atman ლურჯი ბუ
terra
ტყუილთ... Aug 12 2010, 03:34 PM
terra Atman
განსაკუთრებით ა... Aug 12 2010, 03:36 PM
Atman terra
ამპარტავნება უ... Aug 12 2010, 04:00 PM
Atman [b]ეს არის ცხრილი, სა... Aug 12 2010, 07:04 PM
Atman [b][size=4]აქ არის დოშები... Aug 16 2010, 12:23 PM
Atman ნაწყვეტი ცნობილი ი... Aug 21 2010, 03:54 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st December 2025 - 04:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი