![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
პასუხები შეკითხვებზე:
კითხვა: “ბჰაგავად გიტაში” ნათქვამია, რომ ის ვინც ნახევარღმერთებს ეთაყვანება ამავე ნახევარღმერთების (სამოთხისეულ) პლანეტებზე მოხვდება. იშა-უპანიშადში კი ნათქვამია, რომ ასეთი ადამიანები ჯოჯოხეთში ხვდებიან. რატომაა წინააღმდეგობა ამ ორ ფრაზაში? პასუხი: იდეა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ადამიანი ნახევარღმერთებს ეთაყვანება, ის შესაბამისად ნახევარღმერთების პლანეტებზე ხვდება. ეს პლანეტები კი სამოთხისეული პლანეტებია მთვარის გზის გავლით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ჯერ სამოთხეში მოხვდება. იქ ისეთი ძალის განცხრომა და სიამოვნებაა, რომ ადამიანს თაყვანისცემისთვის აღარ სცალია. იქ ადამიანები უბრალოდ ბედნიერები არიან და ნეტარებაში არიან და ეს გაგრძელდება მანამ, სნამ მათი კარგი კარმა არ დამთავრდება. შემდეგ ისინი ისევ საშუალო დონის პლანეტებს უბრუნდებიან. რას აკეთებენ ამ პლანეტებზე? რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელიც წინა ცხოვრებაში 10 000 ან მეტი წელი განცხრომაში იყო? მე აგიღწერთ ასეთ ადამიანებს: ისინი ძალიან ლამაზები და მომხიბვლელები არიან, საერთოდ არ უყვართ მუშაობა, ცდილობენ სხვების ხარჯზე იცხოვრონ, ძალიან დიდი მიდრეკილება აქვთ ნარკოტიკების მოხმარებისადმი, რადგან ძალიან უნდათ ნეტარება და არ იციან სხვანაირად როგორ მოიპოვონ იგი. ეს ყველაფერი კი უმოკლესი გზაა ჯოჯოხეთში. შესაბამისად იშა-უპანიშადში უფრო “შორსმჭვრეტელური” შედეგია ნახსენები, ბჰაგავად-გიტაში კი შუალედური. კითხვა: რატომ ავადმყოფობენ წმინდა ადამიანები? პასუხი: არსებობს ორი პასუხი ამ კითხვაზე: 1. არსებობს სიწმინდის სხვადასხვა დონე. არსებობს ისეთი დონე, როცა ადამიანი უკვე დადგა სულიერ გზაზე, მაგრამ მისი კარმა ისევ აგრძელებს მის სხეულზე ზემოქმედებას. შედეგად მისი სული ძლიერდება, სხეული კი თავისი ინერციით მიდის. (ეს დამოკიდებულია წარსულ კარმაზე). 2. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისეთ მაღალ სულიერ პლატფორმაზე იმყოფებიან, რომ მათი მთელი კარმა დამწვარია და იდეაში ავადმყოფობა ვეღარ უნდა შეეხოს, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რა მისია აქვს ამ ადამიანს, ღმერთი ეხმარება გარკვეული ნიშან-თვისებების გამომუშავებაში და გამოცდებს უწყობს, ერთ-ერთი სახე გამოცდებისა არის ავადმყოფობები... თანაც ხშირად წმინდანის გარდაცვალების ერთადერთი გზა ავადმყოფობით სიკვდილია (თორემ თავისი ნებით შეიძლება წმინდანს არც მოუნდეს წასვლა და გააგრძელოს ადამიანების დახმარება, ამიტომ ღმერთს ავადმყოფობის მეშვეობით მიყავს იგი). -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 02:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი