![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
ხატმებრძოლთა არგუმენტაცია
ეს არგუმენტაცია იყო დაფუძნებული ძველაღთქმისეულ აკრძალვაზე, აგრეთვე წმ. იოანე ღვთისმეტყველის პირველ ეპისტოლეში ნათქვამ სიტყვებზე - „ღმერთი არავის სადა უხილავს“ (1 ინ. 4:12), და მისსავე სახარებაში თქმულზე: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (ინ. 1:18). ამ დროს მდუმარედ უვლიდნენ გვერდს ამავე სტროფის გაგრძელებას: „მხოლოდშობილმან ძემან, რომელიც იყო მამის წიაღში, მან განგვიცხადა“(ინ. 1:18). ხატმებრძოლები აცხადებდნენ შემდეგს: - თქმა იმისა, რომ ქრისტეს ხატი განასახიერებს მის კაცობრივ ბუნებას ღვთაებრიობის გარეშე, ნესტორიანობში (ნესტორის მწვალებლობაში) დაბრუნებას ნიშნავს; - პირიქით, ცნობა იმისა, რომ ხატი წარმოადგენს მის ღვთაებრიობას, კაცობრივი ბუნების გარეშე, შეუძლებელია, რადგან ღმერთის გამოსახვა შეუძლებელია (არიანელობის მწვალებლობა); - მასში კაცობრივის და ღვთაებრივის აღრევის დაშვება მონოფიზიტურ მწვალებღობში ჩავარდნას ნიშნავს. ხატმებრძოლები აცხადებდნენ, რომ მათ პოზიციას მხარი დაუჭირა ქალკედონის კრებამ (IV მსოფლიო კრება, 451 წ.), რომელმაც განაცხადა, რომ ქრისტეში ორი ბუნება შეერთებულია „განუცალკევებლად და შეურევნელად“. მათი თქმით, აქედან მომდინარეობს მათი უსათუო უარყოფა ქრისტეს ხატისა, როგორც მატერალური გამოსხულებისა. საუკეთესო ღვთისმეტყველური არგუმენტაცია ხატთა დასაცავად ხატთა თაყვანისცემის დამცველი არგუმენტაციის მთავარი არქიტექტორები იყვნენ იოანე დამასკელი (650-730), თეოდორე სტუდიელი (759-826) და პატრიარქი ნიკიფორე (დაახ. 750-828). მათი მტკიცებულებები მოკლე გადმოცემით შემდეგში მდგომარეობს. - უფალმა თავისი განკაცებით მოსეს სჯული ახალი აღთქმით გაამდიდრა და განმარტა. მან განგვიცხადა ჩვენ ჭეშმარიტი ღმრთის შემეცნება და განგვათავისუფლა მანამდე გარდაუვალი კერპთაყვანისმცემლობისგან. ძველ აღთქმაში იყო მხოლოდ სიტყვა, განკაცების შემდეგ მას მოჰყვა ხედვა. ძე - მამის ხატია, როგორც ამტკიცებს თავად იესო: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (ინ. 14:9). ეს თემა ვითარდება იოანეს სახარებაში და კვლავ იწევს წინა პლანზე წმ. მოციქულ პავლეს მიერ, რომელიც ხედავდა ქრისტეში „ხატს უხილავი ღმრთისა“(კოლ. 1:15), რომელშიც შეიქმნა და აღმოცენდა ყოველივე. უხილავი მამის ხატი, როგორც განაცხადა 325 წელს I მსოფლიო კრებამ ნიკეაში, თავის მხრივ ატარებს ღვთაებრივ ბუნებას და მხოლოდ სულიწმიდა იძლევა უხილავი ღმრთის ხატის შემეცნებას. არ იყო დაბრმავებული ქრისტეს თანამედროვეთა უმრავლესობა როდესაც ვერ დაინახა მასში რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ იოსების, ხუროს შვილი? გარდა ამისა, „მას შემდეგ, რაც ქრისტე იშვა დედისაგან, რომლის გამოსახვაც შესაძლებელია, მასაც, ბუნებრივია, იგივე ხატება აქვს, როგორიც შეესაბამება მისი დედის სახეს. და თუ შეუძლებელი იქნებოდა მისი გამოსახვა ხელოვნების მეშვეობით, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ის მხოლოდ მამისაგან იშვა და არ განკაცებულა“ (თეოდორე სტუდიელი, მე-3 უარყოფა, თ.II, პგ.99, გვ.417); - თავის აღდგომით, რისი წინარესახეც იყო მისი ფერისცვალება თაბორის მთაზე, ქრისტემ აკურთხა და გარდაქმნა მატერია, რომელსაც ახლა ძალუძს, წარმოსახოს თავად იესო და ცხონების საიდუმლო. განკაცება ამართლებს და პოსტულირებს ხატს, რადგან ხატის მეშვეობით ღმერთი მოიცავს მატერიას და აღორძინებს მას, იმოსება-რა სხეულით, რომელიც თავის მხრივ ღვთისმტვირთველი ხდება („ღმრთის ტაძარი და მტვირთველი“ - კორ. 3:17, 15:49 და II კორ. 6:16). „მე არ ვეთაყვანები მატერიას, - წერდა იოანე დამასკელი, - ვეთაყვანები ღმერთს შემოქმედს, რომელიც ჩემს გამო მატერიალური გახდა და მატერიაში დაიდო ბინა და მატერიის მეშვეობით ისურვა ჩემი გადარჩენა“ („ღვთაებრივ ხატებათა შესახებ“, I,16 პგ.94 გვ.1245 AC). ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი, განკაცებული სული, მაღლდება ხორციელისგან სულიერისაკენ! - ქალკიდონის კრებამ მკაფიოდ განსაზღვრა ორი ბუნება („ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი“), მაგრამ ხატმებრძოლებს ეს დაავიწყდათ. არსებობს „ჰიპოსტასური ერთობა“, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთმა კაცობრივი ბუნება იტვირთა. ამიტომ, ქრისტეს ხატი არ არის არც მისი ღვთაებრიობის გამომხატველი, არც მისი ადამიანობის, არამედ მისი პიროვნების გამომხატველია, რომელიც აერთიანებს თავის თავში ამ ორ ბუნებას. სხვაგვარად რომ ითქვას, ხატი წარმოადგენს მარადიული სიტყვის განკაცებულ პიროვნებას, და არა მის ადამიანურ ბუნებას, ღვთაებრივისგან დაცილებულს. - ამიტომ ლოგიკურია, რომ ქრისტეს ხატი, როგორც ასეთი, შეიცავს ქრისტეს პიროვნებას. ხატი ხსნის გამოსახული არსობის გარკვეულ მყოფობას და შეუძლია, იყოს მორწმუნეთა თაყვანისცემის საგანი. ეს თაყვანისცემა მიეკუთვნება არა ნივთიერებას, არამედ მყოფობას. ხატსა და მის პროტოტიპს შორის კავშირი არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს მათ გატოლებას. ამიტომ პიროვნების გამოსახულება, ვის სახელსაც ატარებს ხატი, ეკუთვნის იმ პიროვნებას, ხოლო „პატივი, რომელიც მიეგება ხატს, ეკუთვნის მის პირველსახეს“ (II ნიკეის კრება). - მაცხოვრის ხატთან შედარებით, სახარება - სიტყვიერი ხატია. თეოდორე სტუდიელმა ასე უპასუხა ხატმებრძოლებს, რომლებიც ვერ ბედავდნენ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხატების დასაბუთებას: „ქრისტეს არანაირად არ დაუვალებია თავისი სიტყვების ჩაწერა, თუნდაც მცირე ჩანაწერების სახით. ამისდა მიუხედავად მისი ხატი ჩაიწერეს მოციქულებმა და დღემდე ინახება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, რაც წარმოდგენილია ნაწერისა და ქაღალდის მეშვეობით, ხატზე წარმოსახულია სხვადასხვა ფერითა და სხვა ნივთიერებით“. (Refutatio I, X, PG 99, 340 d). „მთავარია, - წერს ლეონიდე უსპენსკი, - რომ ხატისათვის ბრძოლა ეკლესიის ისტორიაში ორი ეპოქის ზღვარს ემთხვევა, რომლებიც გამოხატავენ განკაცების დოგმატის ორ განსხვავებულ ასპექტს“. პირველი ეპოქის განმავლობაში, რომელიც თავისი არსით ქრისტოლოგიური იყო და უკავშირდებოდა მსოფლიო კრებებს, ხატი „პირველ რიგში მოწმობდა განკაცების ფაქტზე“. მეორე ეპოქა, პნევმატოლოგიური, გრძელდებოდა IX ს-იდან XVI ს-მდე და პასუხობდა მოთხოვნილებას, მისცემოდა „სულიწმიდასა და მის ადამიანში მოქმედებას, ე.ი. განკაცების ეფექტს“ კაპიტალური განსაზღვრება. ხატი გახდა წმ. ირინეოს ლიონელის განთქმული მტკიცებულების ილუსტრაცია, რომელსაც იმეორებდნენ საუკუნეების მანძილზე: „ღმერთი იქცა ადამიანად, რათა ადამიანს შესძლებოდა, გამხდარიყო ღმერთი“. გარდასახული ადამიანის ხატი წარმოაჩენს სულიწმიდის მოქმედებას. ბოლო სიტყვა იოანე დამასკელს დავუტოვოთ: „ნათელია, რომ როცა ხედავ უსხეულოს შენს გამო განკაცებულს, მაშინ შეჰქმენი მისი ადამიანური სახის გამოსახულება. როცა უხილავი იმოსება სხეულში და ხილული ხდება, მაშინ გამოსახე გამოცხადებულის მსგავსება. როცა ის, ვინც, თავისი ბუნების აღმატებულობის გამო, მოკლებულია სხეულსა და ფორმას, ზომას, ხარისხს, წონას, ვინც, ღვთიური ბუნების მქონემ, მონის სახე მიიღო, ამით შეიზღუდა ზომითა და ხარისხით და სხეულებრივი სახე მიიღო, მაშინ დაწერე დაფებზე და გამოფინე დასანახავად ის, ვინც ისურვა, ხილულად გამოგვცხადებოდა (PG 94, col. 1239). |
![]() ![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
რა არის კერპი?
კერპი არის წარმართული "ღმერთების" ე.ი არაჭეშმარიტი ღმერთის ფორმით გამოსახვა, ანუ თაყვანისცემა გამოსახულებისა როგორც "ღმერთისა" ის რასაც ჩვენ მართლმადიდებლები ვეთაყვანებით არა ღმერთის გამოსახულება, არამედ მისი ხატია. წარმართებისაგან განსხვავებით, ჩვენ ვეთაყვანებით ჭეშმარიტებას (რომელი არს), რომელსაც სამართლიანად ეწოდება ხატი. წარმართები კი ეთაყვანებიან არაჭეშმარიტებას, მაგ. ოქროს ხბოს, როგორც "ღმერთს" |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th September 2025 - 08:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი