![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
სემინარის მეხუთე დღე
დავიწყოთ საუბრის იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ცოდნის შეძენა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ცოდნის მიღება მის დაცულობას განაპირობებს. შეისწავლა რაღაც და მომავლის იმედი უჩნდება. ასეთი ცოდნა ვნების გუნის გავლენის ქვეშაა, რადგან მთელი აქცენტი მომავალზეა გადატანილი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს გარჩევა: ის ცოდნა, რომელიც სათნოების გუნის ქვეშაა, ან სულიერ ძალას ფლობს, სრულიად სხვაგვარ ფსიქიკურ შეგრძნებას იძლევა. როცა ადამიანი ჭეშმარიტ ცოდნას იძენს, მაშინვე, იმ წამსვე მის შიგნით თითქოს ნათდება რაღაც; მარადისობის შეგრძნება აქვს; ჭეშმარიტი ცოდნის სინათლე უმეცრების სიბნელეს ფანტავს. ჭეშმარიტი ცოდნის შეძენის ნიშნებია: 1. სწორედ ახლა, ამ წამს ვგრძნობთ ბედნიერებას და ვხვდებით, თუ როგორ ვიცხოვროთ მომავალში. არა ის, რომ ვისწავლე და მომავალში ამით სარგებელს მივიღებ, არამედ იმ წამსვე ხდება ბედნიერების შეგრძნება. 2. იხსნება საგანთა ჭეშმარიტი ბუნება. ჩვენ ვხსნით ამ ბუნებას, თუ თავისით იხსნება? ამაშია განსხვავება სულიერ და მატერიალურ ცოდნას შორის. მატერიალურ ცოდნას აღმავალი ბუნება აქვს, სულიერს კი დაღმავალი (ჩამომავალი). როცა მატერიალურ ცოდნას ვიყენებთ, ჩვენ ვხსნით საგანთა არსს, სულიერი ცოდნით კი ეს არსი თავად გვეხსნება. 3. ყველა ეჭვი თავისით იფანტება. ზედმეტი ახსნა საჭირო აღარაა და ყველაფერი გასაგები ხდება.ვთქვათ გაქვთ რაღაც პრობლემა. თუ სულიერი გზით წყვეტთ ამას, პრობლემა თავისით გადაიჭრება. 4. ადმიანს, რომელსაც სულიერ ცოდნასთან შეხებით გონება ეწმინდება, თანდათან სიყვარულის შეგრძნება უჩნდება. 5. როცა ჭეშმარიტ ცოდნას იღებს, ადამიანს ერთდროულად უჩნდება სიბრძნეც და მორჩილების უნარიც. ეს ორი თვისება ერთად იშვიათია და მხოლოდ იმ ადამიანებს ახასიათებთ, ვინც ჭეშმარიტ ცოდნას ფლობს. 6. ადამიანს მუდმივი შეხება აქვს თავისი სინდისის ხმასთან, შესაბამისად მუდამ გრძნობს თავის ცოდვებს. აცნობიერებს, რომ თავისი პრობლემების მიზეზი თვითონაა და არა ვინმე სხვა. 7. ასეთი ადამიანი ყველას სიყვარულით უყურებს გარშემო და ერთმანეთისგან არ განარჩევს. რა თქმა უნდა ზოგი მეტად უყვარს, ზოგი ნაკლებად სიყვარულის ძალის მიხედვით, მაგრამ სიყვარულის ხარისხით ყველა ერთნაირად უყვარს. არსებობს გონების განვითარების შემდეგი გზები: 1. კარმა იოგა ეწოდება საქმიანობას ამ სამყაროში, როდესაც ადამიანს უნდა ჩვეულებრივი მატერიალური საქმიანობა სულიერ პრაქტიკას დაუკავშიროს. ანუ თავისი საქმიანობის ნაყოფები შეძლებისდაგვარად ღმერთს მიუძღვნას. 2 გიანა იოგა - ადამიანი უარს ამბობს ამქვეყნიურზე და ცოდნის განვითარებითაა დაკავებული, მაგრამ ჯერ კიდევ არ ემსახურება ღმერთს. ის სწავლობს ამ სამყაროს, განსხვავებას სულსა და მატერიას შორის. ამისთვის საჭიროა განდეგილური ცხოვრების წესი. და ეს ძალიან მძიმე და რთული გზაა. ხშირად ხდება, რომ მათი გული ცივი და ქვასავით მაგარი ხდება. ამ გზამ ადვილად შეიძლება მიგვიყვანოს იმპერსონალიზმამდე. თუმცა ხანდახან გიანა იოგის დროს ადამიანები ძალიან სწრაფად აღწევენ ღმერთის შეცნობამდე. ეს საკმაოდ სწრაფი გზაა, მაგრამ ამავდროულად სახიფათოც, რადგან დიდია მიდრეკილება იმპერსონალიზმისკენ. 3. ბჰაკტი იოგა – ღმერთის ერთგული მსახურების გზა. ხშირად კარმა იოგა და ბჰაკტი იოგა ერთდროულადაა ჩვენს სულიერ პრაქტიკაში. როდესაც გონება სრულიად იწმინდება ეგოიზმისგან, ადამიანი აბსოლუტურ ბედნიერებას გრძნობს. ამ მდგომარეობას ეწოდება ბრაჰმანის შეცნობა. პარამატმის (ზესულის) შეცნობა ხარისხობრივად შემდეგი ეტაპია გონების განვითარებისა. ეს არ ნიშნავს უბრალოდ ცნობიერების გაწმენდას, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სულიერი ფორმების ხედვას იწყებს. ის უკვე პარალელურად მატერიალურთან ერთად სულიერ სამყაროში ცხოვრობს. როცა ადამიანი უბრალოდ განიწმინდა და ბედნიერი გახდა, სული ჯერ არ ცოცხლობს, მას უბრალოდ უხარია, თითქოს ახალგამოღვიძებულია და სინათლეს ხედავს, მაგრამ ეს სინათლე თვალებს ჭრის და ვერ არჩევს ვერაფერს ამ სინათლეში. პარამატმის შეცნობის დროს კი უკვე ფორმები იკვეთება და სული ცხოვრებას იწყებს სულიერ სამყაროში. ბჰაგავანის შეცნობა ნიშნავს რომ სული უშუალო ურთიერთობაში შედის ღმერთთან და სულიერ ობიექტებთან. სწორედ ბჰაგავანის შეცნობის ეტაპია წმინდა ერთგული სამსახური, ანუ სუფთა ბჰაკტი. ახლა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ ბინძურდება და დეგრადირდება გონება: 1. ატიაჰარა – ზედმეტად ჭამიკენ და ზედმეტი სიმდიდრის დაგროვებისკენ მიდრეკილება. იგივე სიხარბე. სიხარბესთანაა დაკავშირებული შუა (გულის) ფსიქიკური ცენტრი - ვიშნუ გრანდჰა (იხ. სემინარის პირველი დღე). ძირითადად არსებობს სამი გზა ჯოჯოხეთისკენ: “კამა” (ვნება, მიტაცების სურვილი, вожделение), სიხარბე და რისხვა (гневъ), მიტაცების სურვილი (“კამა) დაკავშირებულია ქვედა ენერგეტიკულ ცენტრთან, სიხარბე შუასთან, რისხვა კი ზემოთა ცენტრთან (რუდრა გრანდჰა). როცა ქვემოთა ცენტრი (ბრაჰმა გრანდჰა) უკონტროლოა, სექსის, ჭამის და ძილის სურვილი თანდათან უფრო და უფრო ძლიერდება და კიდევ უფრო უკონტროლო ხდება. ანუ კამა (ამ სიტყვის სრულყოფილი თარმანი არ არსებობს და ყველაზე მეტად შეესაბამება вожделение) ადამიანს კონტროლის უნარს ართმევს. სიხარბე ადამიანს პირველ რიგში თავისუფალ დროს ართმევს (დროს აკარგვინებს). ხარბი ადამიანის თვისებებია: დამქანცველი მუშაობა – ხარბი ადამიანი ბევრს მუშაობს, არ კმაყოფილდება იმით რაც აქვს და მეტი უნდა. დაღლილობა – გონების ძალა სუსტია, სამუშაო კი ბევრი. ჩნდება ცხოვრებისგან დაღლილობის შეგრძნება. სიხარბე გულში აღწევს და განდევნის ასევე გულის ცენტრი არსებულ ისეთ დადებით თვისებას, როგორიცაა სიყვარული და უანგარობა. იგივე პროცესები ხდება მაგალითად ისეთი ქალის გულშიც, რომელიც შეიძლება სახლში ზის და მუშაობით არ იღლება, მაგრამ გამუდმებით ელოდება, როდის მოუტონს ქმარი რაც შეიძლება მეტ ფულს. სიხარბის განვითარების შემდეგი ეტაპი შიშია. ადამიანს ეშინია თავისი მომავლის გამო. ამას განსაკუთრებით ხელს უწყობს მასმედია და საინფორმაციო გადაცემები. ვედებში წერია: თუ იცი ცუდი ამბავი, ჯობია არ თქვა! რადგან ეს არაკეთილსასურველია (თუ ამის თქმის აუცილებლობა არაა ღა თქმა უნდა). ტელევიზიით კი საინფორმაციო გამოშვებებში ამბების 80% “ცუდ ამბებს” ეთმობა. მეხუთე ეტაპი კი გზაა ჯოჯოხეთში და ეს ცხოვრებაშივე იწყება. როგორ ვლინდება, რომ სიხარბისგან დამარცხებული ადამიანი ჯოჯოხეთისკენ მიდის? ის იწყებს ლოთობას, ნარკოტიკების მოხმარებას, შეიძლება გაგიჟდეს. ან უბრალოდ ისეთი ხარბი ხდება, რომ მასთან ურთიერთობა შეუძლებელია. ამის მაგალითია მრავალი მათხოვარი ქუჩაში. მათთვის უფრო ადვილია იმათხოვრონ, ვიდრე იმუშაონ. დავუბრუნდეთ სიხარბის ისეთ გამოვლინებას, როგორიცაა ბევრი ჭამის სურვილი. ბევრი ჭამა და სიმსუქნე შეიძლება კარმისგან იყოს გამოწვეული და სიხარბეს არ უკავშირდებოდეს. ასეთ ადამიანს საქციელზე ეტყობა ხარბია იგი თუ არა ბუნებით. 2. პრაიასა – გონების დეგრადაციის დამახასიათებელი ნიშანთვისება – როცა ადამიანი წყვეტს, რომ ნაკლები დრო უნდა დაუთმოს სულიერ პრაქტიკას და მეტი მატერიალურს. იგი აკეთებს ასეთ შეთანხმებას გონებასთან: “ჯერ ინსტიტუტში ვისწავლი, კარიერას მოვიწყობ, ოჯახს მივხედავ და სულიერებაზე მერე ვიზრუნებ...” შედეგად გონების სისუფთავე იკლებს და დაბინდული ხდება. ეკარგება სულიერი ენთუზიაზმი. პრაიასაც გულის ცენტრის დონეზე იმყოფება. 3. პრაჯალპა (ლაყბობა) – უაზრო საუბრები მიწიერ თემებზე, ჭორაობა, საუბარი ისეთ თემებზე, რომელიც არაა დაკავშირებული სულიერ განვითარებასთან, უფლის მსახურებასთან... ხდება ისე, რომ ადამიანი იძულებულია სამსახურებრივ საქმეებზე ილაპარაკოს. ეს გასაგებია და ბუნებრივია, თანაც ასეთი საუბრები გულთან ახლოს არ მიაქვს ადამიანს (ყოველ შემთხვევაში არ უნდა მიიტანოს), ამიტომ ეს არ არის პრაჯალპა. უაზრო ლაყბობაც რეალურად გზაა ჯოჯოხეთისკენ. საინტერესოა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი გზა ჯოჯოხეთისკენ იწყება ნაზად, შემპარავად... პრაჯალპა გვაცლის ენერგიას სულიერი ცხოვრებისთვის და ნაგვით გვიბინძურებს გულს. 4. იამაგრაჰა – წესების დაუფიქრებელი შესრულება (რიტუალიზმი), ან მათი დაუფიქრებელი უგულვებელყოფა. როდესაც ტაძარში ან სხვაგან ღვთისმსახურებაში ვღებულობთ მონაწილეობას, ეს არ უნდა იყოს მექანიკური და გაუცნობიერებელი. უნდა ვეცადოთ რომ ცხოვრებაში ყველაფერი გაცნობიერებულად ვაკეთოთ. 5. ჯნანა–სანგა – ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც გონების მატერიალური მოწყობა აქვთ. ურთიერთობაში იგულისხმება მეორე ადამიანის იდეების გაზიარება, გულთანახლოს მიტანა. 6. ვაულიამ – მიწიერი წარმატებების წყურვილი. “შრიმად ბჰაგავატამში არსებობს ასეთი ტერმინი – “დურ-ბუდჰა” ანუ სულელი გონება (რომელიც უმეცრების გუნაშია). არსებობს “დურ-ბუდჰას” განვითარების 4 სტადია: 1. ადამიანი ხვდება საშუალო პლანეტებზე. 1-2 ცხოვრებაა რაც ადამიანია (მანმადე ვთქვათ ცხოველი იყო). ასეთ ადმიანს ინტელექტის ძალიან დაბალი დონე აქვს და მისთვის ძალიან ძნელია იმის გაგება, თუ როგორ უნდა იცხოვროს სწორად. ასეთ ადამიანებს “მუდჰებს” (მუდჰა – ვირი) უწოდებენ. მათთვის წარმოუდგენელია სულიერი ცხოვრება და ბოლომდე ჩაფლულნი არიან იმ ქვეყნის ცხოვრებაში სადაც დფაიბადნენ. მთელი დღეები მუშაობენ, ტელევიზორს უყურებენ, ანუ იყენებენ მხოლოდ იმას, რაც ცხოვრებამ შესთავაზა. ვერ გებულობენ, რომ არსებობის სხვა საშუალებებიც არსებობს. იდეაც კი არა აქვთ ამის შესახებ. ეს ნიშნავს რომ მათ ძალიან მძიმე კარმა აქვთ და გულში ბევრი ცოდვა აქვთ დაგროვილი. გონება უმეცრების გუნის ქვეშაა მოქცეული. ხედავს ტაძარს და ვერ ხვდება, რატომ დადიან იქ ადამიანები. უბრალოდ აზრს ვერ ხედავს ამაში. 2. “ნარაუტამები” ესენი არიან განვითარებული ადამიანები, მაგრამ მათ განვითარებული აქვთ მატერიალური გონება (და არა სულიერი). მათ მრავალი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ისინი ანვითარებენ ჭკუის შესაძლებლობებს და არა გონებისას. ანვითარებენ მეხსიერებას, შრომის უნარს და კვალიფიკაციას, ხდებიან ცნობილი მეცნიერები, იურისტები, ექიმები და ა.შ. შედეგად ეს ყველაფერი “მონობის” მდგომარეობაში ამყოფებს ასეთ ადამიანებს. ასეთ ადამიანებს უჭირთ ღმერთამდე მისვლა, თუნდაც იმიტომ რომ ზედმეტად ბევრი “იციან”. ასეთი ადამიანთან ძნელია რაიმეს ახსნა. მაგალითად თუ ეტყვი, რომ ხორცის ჭამა მავნებელია, გიჟად ჩაგთვლიან და საწინააღმდეგოს დაგიმტკიცებენ “მეცნიერულად”. მათი ჭკუა იმდენად ძლიერია, რომ სინდისის ხმასაც ახშობს. ყველა თავის ქმედებას სწორად თვლიან და თავისი არგუმენტები აქვთ ყველაფერზე. თუ ღმერთს უხსენებ დაგცინებენ. 3. “მაია-პაჰრიტა-გიანები” ასეთ ადამიანებს უკვე ჭკუასთან ერთად მატერიალური გონებაც ძალიან განვითარებული აქვთ. ხდებიან დიდი მეცნიერები მატერიალურ ცოდნაში. მათთვის ყველაზე ძნელია ღმერთის არსებობის დამტკიცება, რადგან რეალურად სჯერათ რომ ღმერთი არ არსებობს. 4. დემონები – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ ღმერთს (თუმცა სჯერათ მისი არსებობა). ვერ იტანენ სინდისის ხმას, ჭეშმარიტების ნებისმიერ გამოვლინებას, ნებისმიერ ლოგიკას, რომელიც სულიერად ამაღლებს ადამიანს... ესენი არიან სისუფთავის დამანგრეველნი, რელიგიურობის წინააღმდეგ მებრძოლნი. მათგან რაც შეიძლება შორის უნდა დავიჭიროთ თავი. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 01:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი