ჭედური ხელოვნების ოსტატები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჭედური ხელოვნების ოსტატები |
სოფი |
Feb 11 2010, 09:46 PM
პოსტი
#1
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ალბათ ამ სიტყვების გაგონებაზე ბევრს პირველად ბექა და ბეშქენ ოპიზრები გაგახსენდათ. სწორედ მათით დავიწყებ
ქართული ჭედურობა დამოუკიდებელ სახეს X საუკუნიდან ავლენს. XII ს.-ის II ნახევარსა და XIII ს.-ის დასაწყისში ქართული ოქრომქანდაკებლობა ოპიზელ ოსტატებს – ბექა და ბეშქენ ოპიზრებს უკავშირდება. ბიოგრაფიული ცნობები მათ შესახებ არაა ცნობილი, თუმცა ამ შემოქმედთა მხატვრულ ინდივიდუალობასა და ოსტატობაზე ნათლად მეტყველებს მათი ნამუშევრები. ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულია ანჩისხატის მაცხოვრის მოჩარჩოება (1184-1193 წწ.), რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ანჩის ხატის მოოქრული ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა თამარ მეფის ბრძანებითა და ანჩის ეპისკოპოსის, ჰიმნოგრაფ იოანე ანჩელის რკინაელის შეკვეთით შესრულდა. ხატის წარწერაში ნათქვამია:"ქ. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გვირგვინოსნისა დიდისა დედოფალთ დედოფლისა თამარისაითა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ჴელვზავ საშინელისა, ამის ხატისა პატივით მოჭედად მფარველმცა არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა მოიჭედა ჴე(ლი)თა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე". ხატის ჩარჩო (145 სმ x 71 სმ) შემკულია "ვედრების" კომპოზიციით მარჯვნივ და მარცხნივ შვეული არშიების შუაში მოთავსებულია მაღალი რელიეფით შესრულებული ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მთლიანი, ოდნავ დაგრძელებული ფიგურები, ორი ზემოთა კუთხე მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს უჭირავთ, ხოლო მათ შორის, ცენტრში, ე.წ. "საყდრის" ალეგორიული გამოსახულებაა - სამეფო ტახტი ზედ ამართული ჯვრით. ქვემო არშიის შესაბამის ადგილებზე პეტრე და პავლე მოციქულებისა (კუთხეებში) და იოანე მახარებლის გამოსახულებებია. და წყაროსთავის სახარების ყდის მოჭედილობა, რომელიც ჯერ გელათში ინახებოდა, ამჟამად კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. წყაროსთავის ოთხთავის ზედა ყდა წყაროსთავის ოთხთავის ქვედა ყდა წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ x 17 სმ), "ვედრების" კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე - "ჯვარცმისა". გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეების მცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემული, ტახტზე მჯდომი ქრისტეს თავთან და ფეხებთან მოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრული წარწერებია, რომელთა მიხედვით წყაროსთავის სახარების დამკვეთია ("... წერით და მოჭედით:") ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის კი ასეთი წარწერაა: "ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი". ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარება გადაიწერა 1195, ყდის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
kinoteli |
May 17 2010, 11:20 PM
პოსტი
#2
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
კობა გურული - 30 წლამდე ასაკის თაობაში ცოტანი თუ იცნობენ. 1930 წელს დაიბადა, გარდაიცვალა 2010 წლის 9 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულში, ზიარების მიღებისთანავე ნათელი მოეფინა სახეზე და დაიძინა....
ბოლო წლებში სახლ-სახელოსნოს, ე.წ. "დელისციხეს" თითქმის არ ტოვებდა - აღარ უნდოდა გარეთ გამოსვლა. ასკეტურად ცხოვრობდა - და დატოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა. უძვირფასესი ნამუშევრებით სავსეა მისი სახელოსნო. ვიცი, ახლა გამოჩნდება, "აღმოაჩენენ". კობა გურულისნაირი კაცები საუკუნეში რამდენიმე თუ დაიბადება, ისიც საქართველოში... არ მინდა, ვინმემ ურაპატრიოტიზმში ჩამომართვას - კობა გურული არის ღვთისშვილი, ღვთისკაცი, რომელიც საქართველოსთვის სუნთქავდა, მისით ცოცხლობდა და ვიცი, უკვდავია ის, არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ უდიდესი ღვაწლით. ასეთი კაცების ცხოვრება მსგავსია... თანამედროვეთა მხოლოდ უმცირესი ნაწილი უგებს მათ, ისინიც - თავისებურად, შესაძლებლობების ფარგლებში. შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, რომ ის იყო მთელი საქართველოსათვის მლოცველი. ესენი არიან სასუფევლის ძენი - რომელნიც ამ სოფელს არ უყვარს, მოძულებულნი ჰყავს. მაგრამ ისინი რომ არ იყვნენ ამ სოფელში, ის ცოტა კაცებიც, და დედაკაცებიც, მისი რომ ესმოდათ, ის რომ უყვარდათ, ვერ გადარჩებოდნენ "სოფლის უკუღმა ტრიალს". * * * უფრო ზუსტი ცნობები მის შესახებ, ალბათ, ასე უნდა გამოიყურებოდეს: ქართული ლითონმქანდაკებლობის ამღორძინებელთა შორის მისი სახელი ყოველთვის გამორჩეული იყო. 60-იან წლებში ქუხდა - გამოფენები გერმანიაში, იაპონიაში, კიდევ ბევრგან. აქვს სრულიად განსაკუთრებული საკუთარი ხელწერა - პირველი იყენებს "ფერწერულ" ლითონქანდაკებას, აცოცხლებს საუკეთესო, ოპიზრებისდროინდელ ქართულ ტრადიციებს და ქმნის სრულიად განუმეორებელ, თანამედროვე და თან ნამდვილ ეროვნულ სტილს. ბევრი მიმბაძველი ჰყავს... გარდა ლითონზე მუშაობისა, დატოვა შესანიშნავი ქანდაკებები, ხეზე კვეთილი შედევრები, უზარმაზარი კარედი - ქაშვეთისათვის განკუთვნილი, სამწუხაროდ, მის ეზოში რომ დარჩა, და ნაშრომები - ნარკვევები, ჩანაწერები, ფილოსოფიური ნაშრომები, პროზა და ლექსები. შესანიშნავი ლექსები. დღეს ძნელი სათქმელია, მხატვარი უფრო იყო, პოეტი თუ მოაზროვნე? რომელი ტალანტი იყო მასში მეტი? -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 05:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი