![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
არ შემეძლო თემა არ გამეხსნა მუხრან მაჭავარიანისთვის,განსაკუთრე
ით კი მისი გარდაცვალების შემდეგ... სამწუხაროდ 17 მაისს 81 წლის ასაკში გამოგვაკლდა ცნობილი და ალბათ ბევრისთვის საყვარელი ქართველი პოეტი.იგი რუსთაველის თეატრში პოეტის ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც გულის შეტევა დაემართა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს ![]() მაჭავარიანი მუხრან ივანეს ძე დაიბადა სოფელ არგვეთაში, საჩხერის რაიონში 1929წლის 12 აპრილს. დაამთავრა თსუ - ის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1954 წელს. 1963 – 64 წლებში იყო ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორი. 1967 – 82 წლებში ჟურნალ „დილის “მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორია. პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები“ – 1955წ. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - „წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და „სიჩუმე უშენოდ“, რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის მ. მაჭავარიანს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება 1959წ. მომდევნო კრებულები „ლექსები, პოემა“ დაიბეჭდა 1962წ. „იარონ“ – 1970 წელს; „თქვი“ – 1971წ.; „ვინც იყო, იგი რომ არა...“ – 1973 წ.; „დუმილი რეკავს“ – 1974წ.; „ლექსები“ – 1976წ.; „ერთტომეული“ – 1979წ. ეს იყო მკვეთრად თავისებული პოეტური ხმის დახვეწის, სრულყოფის ეტაპები. მ. მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულთაა შთაგონებული, მისი შემოქმედებული კრებულიც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული („საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე“, „ხარ სავსავი ჩემთვის ტაძარი“, „თქვა ოპიზარმა“, „დუმილი რეკავს“ და სხვა). პათოსითა და სიმახვილით გამოარჩევა მუხრანს რამდენიმე ლექსი, რომელშიც ხაზგასმულია შემოქმედის, როგორც მოქალაქის პოზიცია („სხდომა“, „ხმას ამოიღებ...“, „რაშია საქმე“ და სხვა). მ. მაჭავარიანის ლექსები ცნობილ ისტორიულ ამბავს წარმოსახავს და ბალადურად ვითარდება („საბა“ , „დავითი“, „ჭოლა“, „ვახტანგ მეფის ნანადირევი“ და სხვა). მათში აღსანიშნავია მხატვრის თვალთახედვა, ეფექტური აღქმა და ფრაზის აზრობრივი ტევადება. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ ლირიკას, რომელც უმეტესწილად მცირე ზომის ლექსებით, ზოგჯერ თითო პოეტური წინადადებით არის წარმოდგენელი („უკვე მოვხუცდი“, „თქვი“, „როდემდე“, „ვეძებ და ვეძებ“ და სხვა). ერთობ ნიშანდობლივია მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაში სოფლის თემა, მშობლიური პეიზაჟები, წელიწადის დრონი და ყოფაცხოვრებითი სურატები, რომლებსაც ახლავს მზიური, მაჟორული განწყობა და ჯანსაღი დაძალოვანი შეგრძნებანი. მ. მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე. ![]() აცხონოს უფალმა! -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
უჩა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
. . .
რომ არ ამეღო ხელში წიგნი, თოხი მჭეროდა. რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან. რომ მეთოხნა და შემესარა მხოლოდ ვენახი. დიდი ქალაქი რომ არ მენახა! მეყოლებოდა ახლა ხარები. შემოდგომაზე მთიდან შეშას ჩამოვიტანდი. არ ვიქნებოდი აღარც ღარიბი, აღარც მდიდარი. ცოლი ყოველდღე თიხის კეცებს გაახურებდა, ცივ სოხანეზე გადმოდგამდა ლობიოს ქოთნით. ![]() მეყვარებოდა როგორც მიყვარს მინდვრის ყურება - აიზლაზნება მინდვრებიდან როდესაც ორთქლი. პარასკევობით საჩხერეში გავყიდდი სიმინდს; მეუღლეს ჩემსას ჩითის კაბას ვუყიდდი იმით. სოფლის სკოლაში ორი ბავშვი ჩემიც ივლიდა; ბიჭს ალბათ ვანო ერქმეოდა, გოგოს ივლიტა. რომ არ ამეღო ხელში წიგნი, თოხი მჭეროდა. რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან. მართლა ძალიან მაგარი კაცი იყო რა.ა აი ნაღდი ქართველი რა. ეხლა იხსენებდა ჩემი და 80 წლის იუბილე მივულოცე ტელეფონითო და ისე უხაროდაო... -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 07:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი