კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
terra |
May 19 2010, 01:53 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
noralu
ციტატა დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. ჩემო კარგო, მესმის შენი წუხილი და ვიზიარებ მას, მაგრამ დაფიქრდი, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანი, ვინ უნდა აღასრულოს ნათლობა, კათოლიკე მღვდელმა, რომელსაც არ გააჩნია მოციქულებისგან მომდინარე უწყვეტი ჯაჭვი ქიროტონიისა?! რა თქმა უნდა, ნათლობის საიდუმლო, შეიძლება აღასრულოს ერისკაცმაც კი, წყლითაც და ქვიშითაც კი, მაგრამ, ეს ხდება მხოლოდ ფორსმაჟორულ ვითარებაში, განსაკუთრებულ შემთხვევაში. და კათოლიკური ეკლესია ფლობს სულიწმიდის მადლს? არის მათი აიაზმა - წმინდა? არის მათი ზიარება - ქრისტესთან ზიარება? არის მათი აღსარება - ცოდვათა რეალური შენდობა? ხელეწიფებათ, სახარებისეული ჭეშმარიტების შემრყვნელთ და დამმახინჯებელთ, ნათლობის საიდუმლოს აღსრულება, რომელიც ადამიანს სასუფევლის კარს გაუხსნის? ქართული სულის და ტრადიციების შენარჩუნება, თავად შეგეძლება შვილისთვის, როცა მოიზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პრობლემა, ძალიან ხშირად დგას ხოლმე, რაც შენ გაწუხებს, მაშინ, როცა არამართლმადიდებელს ვუკავშირდებით ქორწინებით. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი