![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თერალ ი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 ![]() |
მუხრან მაჭავარიანი სულ(ს) საქართველოს შეუერთდა
რუსთაველის თეატრის სცენაზე ... ბოლო სიტყვა საქართველო ყოფილა ... აცხონოს ღმერთმა |
![]() ![]() |
kinoteli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
"ქალია დილა..."
ქალია დილა, მიწა — ქალი საღამო — ქალი... წვიმა ქალია... ყველაფერი ქალივით მიყვარს... და როცა ვინმე ჩემზე უკეთ ადიდებს დილას, — ასე მგონია: მე რო მიყვარს, — მართმევენ იმ ქალს. "თუ სიკვდილია..." გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას, ვიქათქათებდი, ვით ალავერდი, — მიზანს და სიკვდილს მიზნისას მიზნად, — დედა რომ არა ორთავეს ერთი. ვერ მივაღწიე, ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს. ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, — რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!.. თუ სიკვდილია! — აი, წოლა მესმის შამქორში. ![]() "სულს მივცემ ჩემსას" სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, — ვინც საქართველოს ესწრაფვის ქართულს! არა ცრუქართულს! — ნამდვილად ქართულს! სიტყვითურთ ქართულს! — საქმითურთ ქართულს! სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, — რომელსაც ვატყობ! — კოჭებში ვატყობ! — არის ყველაფრით ყოველმხრივ სანდო და საქართველოს იმნაირს ნატრობს, — ნატრობს როგორსაც ქართველი მარტო! სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, — ვინც უწყის: ტატომ ღაღადყო რატომ: სახელმწიფოთა შორის ერთობას (ესეც ღვთის ნება არის, ეტყობა!) სარწმუნოება არ ყოფნის მარტო! სულს მივცემ ჩემსას, — ერთი სიტყვით, — მე იმას მარტო, ვინც იცის: გაჩნდა ქართველად რატომ! -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 12:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი