![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თერალ ი |
![]()
პოსტი
#1
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 ![]() |
მუხრან მაჭავარიანი სულ(ს) საქართველოს შეუერთდა
რუსთაველის თეატრის სცენაზე ... ბოლო სიტყვა საქართველო ყოფილა ... აცხონოს ღმერთმა |
![]() ![]() |
kinoteli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
საბა
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა... ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება; ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე; ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება. ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა, – ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო!... – თქვა და თითქოს კიდეც ინანა. მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა (საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას); რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ. – წვიმა არ არი! საბას კაბა დაუსველა რამ?! – თოვლი არ არი! საბას თავი გაუთეთრა რამ?! – ყინვა არ არი! სულხან-საბას აკანკალებს რა?! – რამ დაასველა?! რამ დათეთრა?! რა აკანკალებს?! საქართველოა მისთვის წვიმაც, თოვლიც და ყინვაც!.. ...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას... ეს სიცხადეა, სულხან-საბავ, თუ ფანტაზია?! დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, სტამბოლში შვილი დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს (სჭვრეტენ ჯვარის წინ წმიდა ნინოს – მუხლზე დაცემულს). – რამდენს აფასებ მაგ პატარას? – ჰკითხა სპარსულად საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს. – უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა, - წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს. – არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის? – უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?.. – საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი, - თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია. ვით ეს ყმაწვილი – საქართველოც ასე მცირეა, საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან; საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, – სასაცილოა! შენი ვხტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია. ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი; მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა... – მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი?! – გულს ნუ გაიტეხ! – მუხა კვლავაც შეიმოსება! .......... ციტატა – გულს ნუ გაიტეხ! – მუხა კვლავაც შეიმოსება! -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 12:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი