მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
KAIROS |
Feb 2 2009, 08:59 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მეცნიერულ სამყაროში, გვქონდეს ახალი აღმოჩნების შესახებ ინფორმაცია და მიღწევებსაც ვეცნობოდეთ, ჩვენს რიგებში არიან უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერები, სხვადასხვა დარგში , ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. ბევრი საკმაოდ კარგადაა ჩახედული ამ საქმეებში და ნამდვილად წაგვადგება ერთმანეთისათვის ამ სიახლეების მიწოდება და მათზე საუბარი.
ახლა პირველს თავადვე დავწერ, იმდენად უცნაურად მომხვდა ყურში, რომ ლამის ალოგიკურადაც ჟღერდა ქრისტიანისათვის, ნუ ახლა თეოლოგიას შევეშვათ და მეცნიერულად ასეა, რომ აღმოაჩინეს... მედუზა , რომელიც ფაქტობრივად არ კვდება, ანუ უკვდავი მედუზა ახლა ამ უკვდავებას სულის უკვდავების რანგში ნუ გავიგებთ, ამას ქვია "ბიოლოგიური უკდავება", ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ამ 4-5 მილიმეტრიან დიამეტრის მედუზას Turritopsis nutricula ახასიათებს მითიური გაახალგაზრდავების თვისება, Smithsonian ინსტიტუტის და ლეჩეს მეცნიერულ-საკვლევი უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით ეს გაახალგაზრდავება ხდება ბიოლოგიური ციკლის უკუცვალებადობის ხარჯზე... Cheating deth: the immortal life cycle of Turritopsis http://8e.devbio.com/preview_article.php?ch=2&id=6 რას გვეტყვიან საქმეში ჩახედული ხალხი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნაინა |
May 14 2010, 06:14 PM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
კანუდოსელი
ფოტოზე კი ძალიან ლამაზად გამოიყურება. ისე, დიდი სიამოვნებით დავდგებოდი და ვუჭვრიტინებდი მაგ პროცესებს -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
კანუდოსელი |
May 21 2010, 12:02 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ბილბაოს უნივერსიტეტის ჯგუფმა პროფესორ აგუსტინ სანჩეს ლავეგას მეთაურობით გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც ეხება იუპიტერზე ძალიან დიდი ზომის ასტეროიდის დაჯახებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2009 წლის 19 ივლისს. სურათზე ნაჩვენებია მუქი ლაქა სამხრეთ პოლუსის სიახლოვეში, სხვადასხვა მომენტში გადაღებული. ეს ლაქა გამოწვეულია ასტეროიდის დაჯახებით, რომლის ზომა შეფასებულია ნახევარი კილომეტრის რიგით.
მეცნიერთა ინტერესი ასეთი დაჯახებების მიმართ დიდია, რადგან ისინი გვასწავლიან თუ რა შეიძლება მოჰყვეს დედამიწაზე ასეთი ობიექტის შეჯახებას, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ვინაიდან ამ ობიექტების რაოდენობა რომლებმაც თეორიულად შეიძლება დედამიწაზე დაცემა განახორციელონ, ძალზედ მცირეა, საშიშროება რეალური არაა. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მზის სისტემაში ასეთი დიდი პლანეტის - როგორიცაა იუპიტერი, არსებობა ერთგვარი დაცვაა დედამიწის, რადგან თუ მზის სისტემაში მოხვდება დიდი ზომის ციური სხეული, იუპიტერის გრავიტაციული გავლენის შედეგად ის მისკენ მიიზიდება და დედამიწას იცავს ფართომასშტაბიანი შეჯახებისგან. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 12:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი