კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
კანონისტი |
May 21 2010, 12:29 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
afxazi
ციტატა ანუ შენ ამბობ, რომ რომის კათოლიკური ეკლესია ფილიოკვეს არ აღიარებს? რომის ეკლესიამ უკვე კარგა ხანია "ფილიოკვე"-ზე, ანუ სულიწმიდის ძისაგანც გამომავლობის შესახებ სწავლებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. დღევანდელ კათოლიკურ კატეხიზმოებში ვერსად ნახავთ სწავლებას ამის შესახებ. ყოველ კათოლიკეს შეუძლია მრწამსი წარმოთქვას ისე, როგორც სურს, ამ ჩანართით ან მის გარეშე. კათოლიკურ ლოცვანებშიც კი მრწამსის ორი ვერსიაა მოთავსებული. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი