კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
კანონისტი |
May 21 2010, 04:03 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მხევალი ნინო
ციტატა შეიძლება ძალიან მაგრად გავოცდე? ანუ, არ იციან რისი სწამთ???? სტრანნო! იცი რა, ამ გაუგებრობას, მე მგნი ის ჯობს, იცოდნენ რისი სწამთ. არა, ნინო. საქმე სხვაგვარადაა. ლათინები დღეს აპელირებენ იმაზე, რომ მთელი ეს გაუგებრობა ლინგვისტიკასთან არის კავშირში. ლათინებსაც და ჩვენც ერთნაირად გვწამს, რომ სულიწმიდის საწყისი ერთია და ეს არის მამა. რაც შეეხება პრობლემას. ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის ბერძნულ ორიგინალში ვკითხულობთ, რომ πιστεύω... εις το Πνεύμα το Άγιο, το Κύριον, το Ζωοποιηόν, το εκ του Πατρός εκπορεύομενον... ხაზგასმული სიტყვა ("ეკპორევომენონ") ქართულად ითარგმნება, როგორც "გამოვალს". ლათინებმა როდესაც ეს ფრაზა თარგმნეს, გამოიყენეს სიტყვა procere: credo... in Spiritum Sanctum, Dominum, Vivifactorem, qui ex Patri procedit... ეს სიტყვა ("პროცედიტ") ნიშნავს ზუსტ თარგმანში არა გამოსვლას, არამედ გამომდინარებას (შდრ. "პროცესი"). ამიტომ, სწორია, რომ მამა ღმერთისგან გამოვალს სულიწმიდა და სწორია ისიც, რომ ქრისტიანებს სულიწმიდა მოგვეცემა როგორც მამის, ისე ძის მიერ. ამიტომ, კათოლიკურ-მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო კომისიაზე მსოფლიო საპატრიარქომ ლათინთა ეკლესიას შესთავაზა, რომ ნაცვლად ჩანართისა "და ძისაგან", თქვან "რომელი მოგვეცემის მამისაგან და ძისაგან" ან მრწამსის პირვანდელი რედაქცია. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი