კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
მხევალი ნინო |
May 21 2010, 04:57 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა ლათინთა თქმით, გაუგებრობა მხოლოდ ლინგვისტიკურია, ანუ რას იგულისხმებ სიტყვებში "ეკპორევომენონ" (ბერძნ.) და "პროცედიტ" (ლათ.) მაშ, რატომღა არია ისინი კათოლიკეები და ჩვენ მართლმადიდებლები? სხვაობა ხომ მაგაში იყო? გამოდის, რომ ეგეც არაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ქრისტეანი |
May 22 2010, 07:05 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
კანონისტი მაშ, რატომღა არია ისინი კათოლიკეები და ჩვენ მართლმადიდებლები? იმიტომ, ჩემო კეთილო დაო, რომ ბერძნულში და ლათინურში თარგმანი სხვადასხვანაირად მოხდა, ბიზანტიელებმა ეს ხელზე დაიხვიეს და რომის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენეს. რომსაც თავის მიზნები ჰქონდა - თანასწორთა შორის ერთი არ უნდოდა ყოფილიყო და მოხდა პოლიტიკურად ანგაჟირებული განხეთქილება. თეოლოგიურ საკითხებზე მსჯელობისას არ უნდა დაგვავიწყდეს ის ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი რომელშიც ვითარდებოდა მოვლენები. მაშინ ე.წ. "დასავლურ" ცივილიზაციაში ორი დიდი იმპერია იყო - რომის და ბიზანტიის. ბიზანტიელებს რომაელები "ბარბაროსებად" მიაჩნდათ და თავის უპირატესობის დამტკიხებას ცდილობდნენ. ეს პოლიტიკური ბრძოლა ეკლესიასაც შეეხო სამწუხარო, ეკლესია და პოლიტიკა განუყოფელი იყო მაშინ. რომის დღევანდელმა პაპმა, ძალიან ცალსახად განმარტა რომ გაუგებრობა თარგმანმა გამოიწვია და კათოლიკური ეკლესიაც ზუსტად ისევე აღიარებს სულიწმინდის გადმოდინების ერთადერთ წყაროდ მამას, როგორც მართლმადიდებლური. ახლა გავაგრძელოთ ისევ დავა თუ ჩავიხუტოთ ჩვენი ქრისტიანი ძმები და ვიყოთ ერთად და კეთილად? განა რა ბევრი ვართ ქრისტიანები რომ ერთმანეთს ვჭამდეთ. მილიარდი კათოლიკეს ურწმუნოდ გამოცხადება ქრისტესთვის სათნო საქციელია თქვენი აზრით? ამბობს ხალხი არ ვდაობთო და რაღატომ ვეჩხუბებით? რომც ცდებოდნენ მაინც უნდა მოვეფეროთ და დისკუსიით ვცდილობდეთ გარკვევას, "ურწმუნოს" და "უმადლოს" ძახილით კი არა. რავიცი, მე ასე მესმის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 12:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი