კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
athos |
May 22 2010, 10:51 AM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ციტატა სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ჯვრისწერას უშვებენ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მართლმადიდებლად აღიზრდება (კათოლიკებიც ამ პირობით უშვებენ შერეულ ქორწინებას, ბავშვი კათოლიკური რწმენით უნდა გაიზარდოს), შესაბამისად ნთლობას ვერ დაუშვებენ, თუმცა თუ მოხდა ასეთი ფაქტი, ხელმეორე ნათლობის გარეშე მიიღებენ შემდგომში ასეთ ბავშვს. ციტატა ახლა უკვე ნახევრად წარმართულ იდეებზე მოქმედ რუსულ ეკლესიაში (ცალკეულ ღრმად პატივცემულ სასულიერო პირებს არავინ ეხება, მარგამ რუსული ეკლესია როგორც ორგანიზაცია - საკმაოდ დიდი საშინელებაა). ეს ყველაფერი არის ბინძური რუსული პოლიტიკის (და მანამდე პოლიტიკურად ანგაჟირებული - ბიზანტიურის) ნაწილი. სამწუხაროდ, ბევრი ქართველი მღვდელი, რუსულ ეკლესიასთან 200 წლიანი "ჩახუტების გამო" ამ პროპაგანდის ქვეშაა და გულწრფელად ცდება. მაგის გამო გულს ნუ გაიტეხ. ტყუილი და დემაგოგია. კათოლიკების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მარტო რუსეთში არ არის. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი