კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
მხევალი ნინო |
May 22 2010, 12:30 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ქრისტეანი
ციტატა არათუ კათოლიკე, უკანასკნელი ცოდვილიც არ უნდა გძულდეთ. ცდები, მძულს დმახინჯებული სწავლება და არა პიროვნება. მთვარია რაშია სხვაობა ტქო, არა? მრწამსზე მორატორიუმი გამოცხადებულა და უკვე აღარ ვიცი რაღა ვტქვა. ანუ ცოტა ეჭვი შეპარვიათ საკუტარ მრწამსში. მონოფიზიტ-დიოფოზოტობაში კვლავ სხვაობაა, პაპი კვლავ უცდომელი რჩება. აამს აუცილებლად ჰომიკობა უნდა დაემატოს, რომ ვტქვათ, დამახინჯებულია სწავლებაო??? მე სწავლებას ვამბობ და არა პიროვნებას, ხომ გესმის? ციტატა მე თქვენ მაინც მეყვარებით, როგორც მოყვასი, მაგრამ საკუთარ სულს დაინგრევთ. უიმე რაღა ვქნა ))) -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ქრისტეანი |
May 22 2010, 12:40 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
პაპი კვლავ უცდომელი რჩება. არ არის არც ეგ მასე მარტივად. პაპი (როგორც კონკრეტული ადამიანი) შეუცდომელიაო არ წერია. წერია ცოტა სხვა რამ და რაც წერია ისევე არაა გადაუჭრელი პრობლემა როგორც ეს ყბადაღებული "გადმოდინდება". საქმე მაგაში კი არაა, აქ თეოლოგი არც მე ვარ და არც თქვენ რომ დავჯდეთ და სერიოზულად ვიკამათოთ მაგაზე. საქმე არის დამოკიდებულებაში და განწყობაში. სიყვარულს მოკლებულ და ამპარტავნულ განწყობაში, უფრო კონკრეტულად. თქვენ რა გგონიათ, მართლმადიდებლობაში ყველაფერი 100%-იანია და ქვაში ჩაჭედილი? ან თუნდაც ყველაფერი დაზუსტებულ-გარკვეული? და ვიღაც მოძღვარმა რაც თქვა ეგაა და მორჩა? პაპის შეუცდომელობას აპროტესტებთ, კეთილო და რიგითი მართლმადიდებელი მოძღვარი ყოფილა შეუმცდარი? იცით, მე თქვენ არ გიცნობთ და შევეცდები დასკვნებისგან თავი შევიკავო, მაგრამ თქვენ რა პოზიციიდანაც დავობთ იმ პოზიციაზე მდგომ ბევრ ადამიანს, ვისაც ვიცნობ, სულ სხვა პრობლემა აქვს: მათ არც უნდათ კათოლიკეები ეთანხმებოდნენ. ხიბლს ყავთ შეპყრობილი და მოსწონთ იდეა რომ მხოლოდ ისინი არიან "ჭეშმარიტი" ქრისტიანობის მიმდევრები - გამორჩეულები, განსაკუთრებულები. მეორედ მოსვლისასაც ხომ მაცხოვარი ქართულად იქადაგებსო არ შეიძლება მასე. სხვისი დამცირებით არ ხდება თავის ჭეშმარიტი ამაღლება. ჯერ ერთი არ არის მასე შავ-თეთრად თქვენ რომ გგონიათ და თქვენ არც იცით საკმარისი რომ რომის პაპის და კარდინალების რწმენა განიკითხოთ, და რომც დავუშვათ და ცდებოდნენ - მათთან დისკუსია უნდა გინდოდეთ და დაახლოება, და არა "უი ეგ დებილები, უვიცები და ურჯულოები" პოზიცია. თუ თქვენთვის ღმერთი პირველ რიგში სიყვარულია და მრწამსი - მოციქულების ქადაგება, მაშინ მასეა და მხოლოდ საკუთარი აზრის უპირატესობის გატანა თუ გნებავთ მაშინ არ ვიცი რა გითხრათ, რით გაგახაროთ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი