კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
(Νικόλαος) |
May 22 2010, 12:41 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 |
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და რომ არ ვისაუბროთ იმ ღრმა განსხვავებებზე (რადაგან აზრი არ ექნება), ისიც საკმარისია რომ რომის კათოლიკურმა ეკლესიამ და ნესტორიანულმა ეკლესიამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას და ერთმანეთის თეოლოგიური პოზიციები ლეგიტიმურად გამოაცხადეს, გარდა ამისა ქალდეველ კათოლიკეებს ევქარისტიული კავშირი აქვთ ნესტორიანელებთან.
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ეს არის მსოფლიო საეკლესიო კრებების უგულებელსყოფა და იმას რომ ნესტორიანელები იქმადე მივიდნენ თავისი სწავლებით, ღვთისმშობელს დედად ღვთისად არ აღიარებენ და ამიტომ არ უწოდებენ ღვთისმშობელს, ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ არ ღირს მათთან საქმის დაჭერა ვისაც მათთან კავშირი აქვს. მე არ შევურაცხვყოფ არავის, უბრალოდ როგორც მართლმადიდებელს მიუღებლად მიმაჩნია და ჩემი აზრი გამოვთქვი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th May 2024 - 02:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი