კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
Believer |
May 22 2010, 12:49 PM
პოსტი
#2
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
ჭეშმარიტების დასტური ვატიკანიდან 1995 წლის 20 სექტემბერს “ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობმა პონტიფიკალურმა საბჭომ” გამოსცა დოკუმენტი-გამოკვლევა სათაურით _ “ბერძნული და ლათინური ტრადიცია სულიწმინდის გამომავლობის შესახებ”.1 ამ დოკუმენტში საკმაოდ კომპეტენტურად და ამომწურავადაა გამოკვლეული აღნიშნული საკითხი; პირველწყაროებზე დაყრდნობით არის დასაბუთებული თვალსაზრისი, რომ სულიწმინდის გამომავლობის საკითხი აღმოსავლელ და დასავლელ მამებს იდენტურად ესმოდათ; აღმოსავლეთსა და დასავლეთში არსებობდა ერთიანი გაგება იმისა, რომ სულიწმინდას აქვს მხოლოდ ერთი საწყისი _ მამა ღმერთი, და სწორედ ამ ერთსაწყისიანობას გულისხმობდნენ აღმოსავლელი მამებიც, როდესაც აცხადებდნენ, რომ სულიწმინდა გამოდის მამისაგან “ძის მეშვეობით”. წმ. მაქსიმე აღმსარებელი: “სულიწმინდა თავის არსებასთან შესატყვისობით არსობრივად გამოდის შობილი ძის მეშვეობით” (თალასეს მიმართ, მისი კითხვების პასუხად 63 // PG 90, 672 C). წმ. ტარასიმ მეშვიდე მსოფლიო კრებაზე, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა, ასე გადმოსცა სარწმუნოების სიმბოლოს სათანადო ადგილი: “...და სულიწმინდა, უფალი და ცხოველმყოფელი, რომელიც მამისაგან ძის მეშვეობით გამოვალს” (Mansi. 12, 1122D). წმ. მაქსიმე აღმსარებელი დამოწმებულია მეორედ, რადგან ნახსენებია მე-7 საუკუნეში ბიზანტიელთა აღშფოთების ფაქტი პაპის აღმსარებლობასთან (ფილიოკვესთან) დაკავშირებით. ყოველივე ამის გამო წმ. მაქსიმე წერს წერილს, რომელშიც აღნიშნავს, რომ “ისინი (რომაელები, დ.თ.) არ თვლიან ძეს სულიწმინდის მიზეზად, რადგან იციან, რომ მამა არის ერთადერთი მიზეზი ძისა და სულისა _ პირველის მიმართ შობილობით, ხოლო მეორის მიმართ გამომავლობით, _ და მხოლოდ განმარტავენ, რომ სული ძის მეშვეობით გამოდის, აღნიშნავენ რა ამით ბუნების ერთიანობას და უცვლელობას” (წერილი მარინოს კვიპრელისადმი. PG 91,136 A- წმ. ილარიონ პიქტავიელი: “...რათა მე შევძლო სულიწმინდის მოპოვება, რომელიც შენგან გამოდის შენი მხოლოდშობილი ძის მეშვეობით” (De Trinitate. 12 // PL 10,471). წმ. ამბროსი მედიოლანელი: “როდესაც სულიწმინდა გამოდის მამისა და ძისაგან, იგი არ გამოეყოფა მამას და არ გამოეყოფა ძეს” (De Spiritu Sancto. 1,11,120 // PL 16, 733A=762D). ეპისკოპოსი ილარიონ ალფეევიც ახსენებს მარკოზ ეფესელის პოზიციას ფლორენციის კრებაზე: “ფლორენციაში ლათინებმა განაცხადეს, რომ სულიწმინდის გამომავლობის ერთადერთ მიზეზად მამა ღმერთს თვლიან, წაიკითხეს რა მაქსიმე აღმსარებლის ეპისტოლე მარინესადმი. მიუხედავად ამისა, ბერძნები არ დაკმაყოფილდნენ ლათინთა ამგვარი ახსნა-განმარტებით. წმ. მარკოზ ეფესელმა ფილიოკვეს შესახებ სწავლების გასაბათილებლად წარმოადგინა თხზულება სათაურით “მოწმობანი სულიწმინდის გამომავლობის შესახებ მხოლოდ მამის ჰიპოსტასისგან”.1 სამწუხაროდ, სტატიის ავტორი აღარ საუბრობს დაწვრილებით, თუ რატომ, კონკრეტულად რით არ იყვნენ კმაყოფილნი ბერძნები (მიუხედავად საკუთარი თანამოძმის, წმ. მაქსიმე აღმსარებლის წერილობითად შემორჩენილი ახსნა-განმარტებებისა რომის პოზიციასთან დაკავშირებით). არც ერთ, მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებაზე არ დაგმობილა Filioque, როგორც ერესი, უფრო მეტიც, იგი არ დაგმობილა არათუ როგორც თავად ფორმულა, არამედ არც მისი შინაარსი; პირიქით, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, მეშვიდე მსოფლიო კრებაზე, მისმა თავმჯდომარემ, წმ. ტარასიმ მრწამსი წაიკითხა ფორმულით: “ძის მეშვეობით”, რომელიც სწორედ Filioque-ს ანალოგიურ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ორივე ფორმულირება (“ძითურთ”; “ძის მეშვეობით”) მხოლოდ სულიწმინდის ერთსაწყისიანობას (მამისაგან გამოსვლას) გულისხმობს. ამის დასტურად გამოდგება დასავლეთში, ლიონის საეკლესიო კრებაზე წარმოთქმული სიტყვები: “სულიწმინდა დაუსაბამოდ გამოდის მამისაგან, ძითურთ, არა როგორც ორი საწყისისაგან, არამედ როგორც ერთი საწყისისაგან” ......კათოლიკური ეკლესია არათუ არ ითხოვს სხვა ეკლესიებისგან Filioque-ს აუცილებელ ჩამატებას მრწამსში, არამედ მზად არის აღმოსავლეთის ეკლესიასთან ერთობის განმტკიცების მიზნით თავადაც ამ ჩამატების გარეშე იყენებდეს რწმენის სიმბოლოს: 1987 წლის 6 დეკემბერს რომში პაპმა იოანეპავლე II-მ და მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ერთად წაიკითხეს რწმენის სიმბოლო Filioque-ს გარეშე... აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობა სტატიათა კრებული (გვ. 82-98) -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი