კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
afxazi |
May 22 2010, 12:39 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ქრისტეანი
ციტატა იმიტომ, ჩემო კეთილო დაო, რომ ბერძნულში და ლათინურში თარგმანი სხვადასხვანაირად მოხდა, ბიზანტიელებმა ეს ხელზე დაიხვიეს და რომის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენეს. რომსაც თავის მიზნები ჰქონდა - თანასწორთა შორის ერთი არ უნდოდა ყოფილიყო და მოხდა პოლიტიკურად ანგაჟირებული განხეთქილება. თეოლოგიურ საკითხებზე მსჯელობისას არ უნდა დაგვავიწყდეს ის ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი რომელშიც ვითარდებოდა მოვლენები. მაშინ ე.წ. "დასავლურ" ცივილიზაციაში ორი დიდი იმპერია იყო - რომის და ბიზანტიის. ბიზანტიელებს რომაელები "ბარბაროსებად" მიაჩნდათ და თავის უპირატესობის დამტკიხებას ცდილობდნენ. ეს პოლიტიკური ბრძოლა ეკლესიასაც შეეხო სამწუხარო, ეკლესია და პოლიტიკა განუყოფელი იყო მაშინ. რომის დღევანდელმა პაპმა, ძალიან ცალსახად განმარტა რომ გაუგებრობა თარგმანმა გამოიწვია და კათოლიკური ეკლესიაც ზუსტად ისევე აღიარებს სულიწმინდის გადმოდინების ერთადერთ წყაროდ მამას, როგორც მართლმადიდებლური. ახლა გავაგრძელოთ ისევ დავა თუ ჩავიხუტოთ ჩვენი ქრისტიანი ძმები და ვიყოთ ერთად და კეთილად? განა რა ბევრი ვართ ქრისტიანები რომ ერთმანეთს ვჭამდეთ. მილიარდი კათოლიკეს ურწმუნოდ გამოცხადება ქრისტესთვის სათნო საქციელია თქვენი აზრით? ამბობს ხალხი არ ვდაობთო და რაღატომ ვეჩხუბებით? რომც ცდებოდნენ მაინც უნდა მოვეფეროთ და დისკუსიით ვცდილობდეთ გარკვევას, "ურწმუნოს" და "უმადლოს" ძახილით კი არა. მეგობარო არ გეწყინოს, მაგრამ გულუბრყვილო მიდგომაა. თავის დროზე როდესაც პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო არიანელობა და იმპერატორმა შფოთისთავი არიოზი, ევსები ნიკომიდიელი და თეოგონიოსი გადაასახლა, ამ უკანასკნელმა ბოროტმოქმედებმა გადასახლებიდან მოიწერეს, რომ ისინი არასწორად იყვნენ დასჯილნი, რადგან მათ და პირველი მსოფლიო კრების მამებს შორის მხოლოდ და მხოლოდ ტერმინლოგიურ გაუგებრობას ქონდა ადგილი. სინადმვილეში კი ეს იყო ის მიზეზი, რამაც მათ გადასახლებიდან დაბრუნება მიანიჭა. მათი სიყალბე მალევე დამტკიცდა, როცა თავგამოდებული ბრძოლა გააჩაღეს ეკლესიისა და დოგმატების წინააღმდეგ. შენ ამბობ რომ ისტორიული ვიტარებაუნდა გავითვალისწინოთ. კი ბატონო ვამბობ რომ განყოფას პოლიტიკური მოტივები ედო საფუძვლად, თუმცა ეს არ ამართლებს იმას, რომ დასავლურმა ეკლესიამ მრწამსში ცვლილება შეიტანა. მანახე კრების მიერ მიღებული დადგენილება (დასავლური ეკლესიის) რომ თურმე ეს მხოლოდ ტერმინოლგიური გაუგებრობა ყოფილა და დავიჯერებ. ერთიც აქ არავის არავინ არ ეზიზღება და არავინ ქადაგებს სიძულვილს. აქ საუბარია არსებით განსხვავებებზე ამ ორ მძლავრ ეკლესიას შორის. არ გვინდა სიტუაციის დამძიმება და სხვაზე მეტად ლმობიერად გამოსვლა. ციტატა კათოლიკეებს შეიძლება რამე ეშლებათ შეგიძლია მითხრა რას ნიშნავს ეს შეიძლება? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ქრისტეანი |
May 22 2010, 12:52 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
ერთიც აქ არავის არავინ არ ეზიზღება და არავინ ქადაგებს სიძულვილს. აქ საუბარია არსებით განსხვავებებზე ამ ორ მძლავრ ეკლესიას შორის. არ გვინდა სიტუაციის დამძიმება და სხვაზე მეტად ლმობიერად გამოსვლა. შეგიძლია მითხრა რას ნიშნავს ეს შეიძლება? უკაცრავად, "აქ" და პიროვნულად ვინმეს შეურაცხყოფა არც მიფიქრია, მაგრამ მართლმადიდებელს რომ კათოლიკესთან ლოცვას აუკრძალავ - ეგ სიყვარულის გამოხატულებაა? ანუ რას ამბობს ის მღვდელი, ვინც კრძალავს, მაგით? ამბობს რომ კათოლიკე არის ურწმუნო, არ არის ქრისტიანი და მასთან ლოცვით საკუთარ სულს მიაყენებ ზიანს! ქრისტიანს მეტი რა შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. ფიზიკურად შეიძლება სცემო და სულიერად, მორწმუნე ქრისტიანდ რომ ეტყვი - არათუ რაღაც საკითხებზე განსხვავებული აზრი მაქვს, იმდენად ურჯულოდ მიგიჩნევ - შენთან ვერც კი ვილოცებო - ამაზე მეტი რა უნდა ქნა? კიდევ ერთხლე მინდა ხაზი გავუსვა - ლაპარაკი არაა ვიღაც ჯო სმიტის ეკლესიაზე, ბიბლიის ორი გვერდი რომ წაიკითხა და ეკლესიის თავობა მოუნდა. საუბარია უძველეს, მოციქულების დაარსებულ და უდიდეს (რაოდენობრივად) ქრისტიანულ სამწყსოზე! ამათ ვეძახით ურწმუნოებს და არ გვინდა ქრისტიანებად მიჩნევა? ვის ვაძლიერებთ მაგით? განსხვავებებზე ვიდავოთ ბატონო. რელიგიაში კი არა მეცნიერებაში დაობს ხალხი, მაგრამ - ურწმუნოს წოდება, ნათლობის და ლოცვის დაშლა???? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი